საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 26-ში ესპანელები პირველი ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ. 22 ნოემბრიდან ნაკრების მომზადების პროცესს ილიას ზუროსი უძღვება, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ჯერ უკრაინასთან მატჩისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ესპანეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანენ.

ეროვნულ გუნდს ლეგიონერები პერიოდულად უერთდებიან. სადღეისოდ ნაკრებში ყველა მოთამაშე ჩამოსულია კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას გარდა, რომელიც თბილისში მოსკოვიდან, ჩარტერული რეისით, თამაშის წინა დღეს გამოფრინდება. შენგელიას გუნდს ევროლიგაში თამაში აქვს და ქართველი ფორვარდი ამ შეხვედრის დასრულებისთანავე აიღებს გეზს საქართველოსკენ.

2-წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო ნაკრების მატჩს მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

GBF.GE

BOSS
ეგ არი ცსკა ნაკრების თამაშებზე შენგელიას უპრობლემოდ გამოუშვებსო?! საღამოს 9 თამაში აქვთ ბაიერნთან,დამთავრდება სადღაც 11.ყველაზე კარგ ვარიანტში თბილისში ღამის 3 საათზე ჩამოვიდეს. რაღა უნდა ითამაშოს
G.LA
თუ მხოლოდ ვაკცინირებულებს, კოვიდ გადატანილებს და ტესტ გავლილებს შეუშვებენ რატომ 30% და არა 100%? კინოთეატრებში და სხვა თავშეყრის ადგილებზე 50% დაანონსა მთავრობამ და სპორტმა დაუშავათ რამე? როცა გადაწყვეტილებებს იღებენ იქნებ თავს ძალა დაატანონ ცოტა ფიქრზე?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89