Elgoldigital-ი იტყობინება, რომ 24 წლის თავდამსხმელი არნო დანჟუმა გრუნეველდი სადებიუტო სეზონში "ვილიარეალში" თვით ხერარდ მორენოსა და დანი პარეხოზე უფრო დიდ ვარსკვლავად ითვლება, ნიდერლანდების ნაკრებშიც იწვევენ, პრემიერლიგის მრავალი გუნდი ეპატიჟება, ადრე თუ გვიან უეჭველი წავა და ამიტომ ახლავეა საჭირო შემცვლელის მოძებნა.

შემცვლელი კი გამოცემის მტკიცებით, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს:

"ეს ფეხბურთელი შვედეთის დამარცხების შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთი გმირი გახდა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბის რადარზე მოხვდა.

20 წლის ნახევარმცველით "ვილიარეალი" დაინტერესდა, რომელიც მას უზარმაზარი პოტენციალის მქონედ მიიჩნევს და რომელსაც კიდევ მოუწევს განვითარება. ესპანურმა კლუბმა გრუნეველდიის გაყიდვით შეიძლება ხვიჩას შეძენა სცადოს, თუმცა ეს იაფად არ გამოუვა.

კვარაცხელია ფართო პუბლიკისთვის უცნობია

ახლა Transfermarkt-ი ქართველ მარცხენაფლანგელს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ფასი არ კლებულობს და შესაძლოა, 20 მილიონს მიაღწიოს. "ვილიარეალი" ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ამ თანხის დაკლებას ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის შეტანით შეეცდება, რომლის მიხედვით ფასი ჩატარებულ მატჩებსა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გაითვლისწინეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გრუნეველდის ჰიპოთეტურ გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული".

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუბინმა" კვარაცხელია "ვილიარეალს" 25 მილიონად დაუფასა.

Herbst
მკითხველს მოვუწოდებ ერთმანეთისგან გაარჩიოს ჟურნალისტის დაწერილი სტატია და რეალური სატრანსფერო ინტერესი ან წინადადება. ნებისმიერ ჟურნალისტს აქვს უფლება აიღოს ნებისმიერი ფეხბურთელი და მასზე დაწეროს ამ გუნდს მოუხდებოდა თუ იმ გუნდს. რეალურად ამის გაგების პრობლემა გვაქვს და მსგავსი სტატიები უკვე ტრანსფერის წინაპირობა გვგონია, ამის მერე ხდება ის რომ ვჩხუბობთ კომენტარებში, არავის არ მიჰყავს, ჭორებს ავრცელებთ და ასე შემდეგ :დ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას და დააიგნორეთ მსგავსი სტატიები. პრესა რომ წერს კვარაზე ეს უკვე ძალიან კარგია! :)
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან