ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 124:116 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა...

"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. მოგეხსენებათ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ აიზია სტიუარტთან უხეში თამაშის გამო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, დაბრუნებიდან პირველივე შეხვედრაში კი მეგა მატჩი გამართა.

მშვენიერ სტატისტიკურ მონაგარს მოუყარა თავი რასელ უესტბრუქმაც, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ინდიანა" 8 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლეიკერსი" 10 გამარჯვებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (იმავე 27 ნოემბერს) "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.

Video

ინდიანა - ლეიკერსი

"ბრუკლინ ნეტსი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 123:104 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო მექულე პატი მილსი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 1 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

"კელტების" რიგებიდან მარკუს სმარტმა გუნდს 20 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ნეტსი" 14 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერნეციაში 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სელტიკსი" 10 გამარჯვებითა და 9 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ბრუკლინი - ბოსტონი

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა