ბექა ლობჟანიძე მოკრივეების სახელით საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"პირველ რიგში, ჩვენ, სპორტსმენებმა, უნდა მოვუწოდოთ ყველას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პირველმა პროპაგანდისტებმა, რომ ავიცრათ", - ამის შესახებ ვეტერანმა მოკრივემ, ბექა ლობჟანიძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად.

"ვაქცინაცია ამ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა და გამოსავალია. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენ, სპორტსმენებმა, უნდა მოვუწოდოთ ყველას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პირველმა პროპაგანდისტებმა, რომ ავიცრათ. ჩვენ, მოკრივეები, პანდემიის გამო, ფაქტობრივად, 2 წელი სრულად გაჩერებული ვიყავით. ოლიმპიადა გადაიდო, შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვდიოდით. როცა უნდა ჩატარებულიყო 10 შეკრება და 10 შეჯიბრება, ტარდებოდა - 2. რა თქმა უნდა, ამან ძალიან აზარალა ყველა სპორტსმენი, ძალიან ბევრ რამეში უკან დაგვხია.

მინდა, მოკრივეების სახელით, მოწოდება გავაკეთო, რომ აუცილებლად ავიცრათ. უკვე აღარ არის ასაკობრივად დაყოფის დრო, რომ იყო საუბარი, ხანდაზმულები უფრო რისკჯგუფიაო. რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ვირუსი ახალგაზრდების სიცოცხლესაც დიდ საფრთხეს უქმნის. ჩემი 35 წლის მეგობარი, ჯანმრთელი ადამიანი, შეიწირა კორონავირუსმა. მე თვითონაც ძალიან მძიმედ გადავიტანე, საკმაოდ გამირთულდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ყველა ავიცრათ, ნურც ჩვენს თავს დავიღუპავთ და ნურც სხვას დავღუპავთ", - თქვა ბექა ლობჟანიძემ.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა