მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში უკრაინა დაძაბულ მატჩში 88:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა. თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.

შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

Gia
რა დაძაბული თავი დაზოგეს ჩვენებმა ესპანეთისთვის როცა ჭირდებოდათ უცებ უმაგებდნენ, აშაკარა იყო კლასის სხვაობა, თავიდანვე ჯარიმებით დავტვირთეთ და მარტივად მივიყვანეთ ბოლომდე. ყოჩაღ მწვრთნელს და ბიჭებს, ეხლა ესპანეთს მოვუგოთ მთავარია
ბოღმისტებო! ნამეტანი ბოღმისგან, ემანდ გულები არ გაგისკდეთ!
თორნიკეს, რომ უარი ეთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშზზე, მაშინ კიდევ გაგიგებდით ამ ბოღმისტებს, მაგრამ ეხლა როცა არაფერი ენანება თავისი ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის, მითუმეტეს ტრავმაც აწუხებს, არ დავუფასოთ? საერთოდაც დაანებეთ თორნიკეს თავი და ნუ გამომიხვედით ეს ბოღმისტები ნამეტანი "მამულიშვილები". თორნიკესთან ბოღმაობას შეეშვით, თქვენთვის დროის დაკარგვაა! შენგელიას ნაირი ნაღდი შვილები, უმრავლოს საქართველოს!
Bs-s
ჩვენ, რომლებიც არასდროს ვუგულშემატკივრებთ მტრის არმიას, მის გუნდს და მის სახელთან დაკავშირებულ არაფერს, თავის მოთამაშეებიან გულშემატკივრებიანად, მართლა ბევრი ვართ და ამიტომაცაა საქართველო ახლა სახელმწიფო და არა ვიღაც საღორის გუბერნია. რაც შეეხება შენგელიას, თქვენ რომ მაგ კაცზე მართლა შეგტკიოდეთ გული, პირიქით, სანამ დრო იყო მანამდე ეტყოდით, ეგ სისხლიანი ფორმა არ ჩაეცვა, მაგრამ ტაში დაუკარით მიდი, მიდი, ტიტულებს დააგროვებ და ენბიეიში გადახვალო))). არც ახლაა გვიან, ერთ წელიწადში უმთავრდება კონტრაქტი და გადავიდეს ნორმალური ქვეყნის ნორმალურ გუნდში. მაგრამ არ ეტყვით მაგას იმიტომ რომ არც ეგ ქვეყანა მიგაჩნიათ მტრად და არც მაგათი არმია მკვლელების და მარადიორების ჯოგად, ბიჭებს კი გამარჯვებას ვულოცავ,მადლობა ბიჭებო, მაგრები ხართ, ესპანეთშიც რეალურია მოგება და ეგეც უნდა მოხდეს! ზუროსის ნაირი მწვრთნელი კი არცერთ სხვა სათამაშო სახეობაში არ გვყოლია. უმაგრესი სპეციალისტი, შესანიშნავი მოტივატორი, ყველა ათამაშდა მის ხელში. წარმატებები საქართველოს!
Ramnishvnelobaaqv
კომებტარები წავიკითხე და ცოტა გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და კომენტარს ვწერ ( მეც მიკვირს ). აქ ჩანს ჩვენი რეალური სახე კომენტარები ზუსტად ასახავს როგორი ერი ვართ, როგორც ვხედავ მაკფადენს უფრო მეტი ადამიანი წარმოადგენს ვიდრე თოკოს ეომელმაც მართლა საწაული გააკეთა ტიპმა 2 დღეში 2 ურთულესი თამაში ჩაატარა ბოლო წუთამდე იბრძოლა ორივე თამაშში და ამ ყველაფრის მერე ხალხი მაკფადენს აღმერთებს, რათქმაუნდა არაფერი არ მაქვს მაკფადენთან საწინააღმდეგო მადლობის მეტი არაფერი და დიდი დაფასება ჩემგან, უბრალოდ რაღაცნაირად მიტეხავს ეგეთი ხალხი რომ არსებობს , ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რაზეც ვსაუბრობ
tngh
გულწრფელი მადლობა ბიჭებს!!! იმედია, ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს დავდებთ... ბითაძე, მამუკელაშვილი... ცინცაძე დიდი ძალაა!!!
ბოღმას
ჰა,ჰა,ჰა! აუ მაგიდის ჩოგბურთს მიაწექი, კალათბურთი ძალიან რთული თამაშია შენთვის)))
Zaza
როარა შენგელია წავაგებდით ისე მაგარ ტრამვას გადაურჩა მარა ოთხკაციან ნაკრებს მეტს ვერც მოთხოვ .ვეტერანებს ბრავო რა.
თენგო
მატჩის ბედი კი ლიდერმა გადაწყვიტა!
McFadden
გმადლობ, ბრო!!!
ზურა
ესპანეთთან ძალიან დაგვაკლდებიან ბითაძე და მამუკელაშვილი...
ზურა
მაყურებლების მესამედი დაუშვეს მხოლოდ,პანდემიიდან გამომდინარე.

შერმადინი დაბერდა და თამაში ვერ ისწავლა!!! ისეთი სახით თამაშობს ხოლმე ადამიანს ეგონება მუცელი სტკივა და ტირილს დაიწყებს მალეო!!!
თბილისელი
ყველას დიდი მადლობა, განურჩევლად, მათ შორის ბაქრაძეს, რომელმაც 3 ქულა ზალიან მნიშვნელოვან ფროს მოუტანა გუნდს.
მამუკა
გივი ბაქრაძეზე რატომ არაფერს ამბობთ? მისი 3 ქულიანი და ჩაჭრა გადამწყვეტი იყო.
Fan
მაკფადენი ყველაზე მაგარი იყო! Makfaden!!! Tank you tedi!!!
ზურა
მაკფადენი ძალიან მაგარი იყო და ჯიგრიანი! თედი დიდი მადლობა!!!
Levani
ვულოცავ ბიჭებს.მაკფადენმა ფეხბურთის თამაშიც ხო არ იცის?
darabi
მადლობა ბიჭებს და მე ასე ვიტყოდი მაკფადენის უდიდესი შრომა თოკომ დააგვირგვინა მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მგონია რომ ნაკრებმა საშუალო სიჩქარეზე ითამაშეს რადგან ესპანეთთან ღირსეულად წარვსდგეთ . ამიტომ უკრაინას ვფიქრობ ათიდან შვიდს მაინც მოუგებთ თუ მეტს არა .
Dani-s გუგა
მოდი რა ეგ შენიშვნები, შენს გაბოროტებულ "ურა პატრიოტებს" უთხარი. თორნიკეს, რომ აკრიტიკებენ ბოღმით და ღვარძლით, ეგეთების გასაგონად დავწერე. რაც შეეხება გახარებას, ჩემზე ძალიან არა მგონია ვინმეს გახარებოდა ჩვენი ბიჭების მოგება.
aburjga
არტ საქართველოს მტრებია: აშშ და ევროკავშირი, უკრაინა!
aburjga
რატომ იყო ასე ცოტა გულშემატკივარი?!
ლევანი
ტუპოი კომენტარებს მოეშვით.
Bs
არტს! აბა მომისმინე ძამია! გამართული ქართულით გეტყვი. შენგელია ერთადერთი მოთამაშეა ევროლიგის ვარსკვლავებიდან ვინც თამაშობს ამ შესარევს! იცი რატომ? არ იცი! ხოდა გეტყვი და დაიმახსოვრე! რომ ჩვენთვის ავადსახსენებელ ცსკა-თან, ანუ ევროპის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტს აფორმებდა მანამდე არ მოაწერა ხელი სანამ პირობა არ მიიღო, რომ როცა ჩემ ქვეყანას დასჭირდება უფლება არ გექნებათ ხელი შემიშალოთო! იმედია იმის ახსნა არ დაგჭირდება ეს რატო გააკეთა და სხვები რატო ვერ აკეთებენ იმავეს. თუმცა რომ ვერ გაიაზრო არ გამიკვირდება, შენნაირებიც ბევრი გვყავს ამ უბედურ ქვეყანაში, სამწუხაროდ.
D a n i
საიდან მართლა ვაი ქართველებს ამდენი სიძულვილი.რამ გაგაბოროტათ მოიგეს ბიჭებმა და მაინც უარყოფითს ეძებთ.....გუგა ..აქაც პოლიტიკას რო ხედავ რამ გაგაბოროტა.
არტ
კარგი თუ პრავდება არ მოგწონთ გამართლება არ აქვსო დავწერ, და არსი შეიცვლება თქვენი აზრით? მოგწონთ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მტრის არმიის გუნდში რომ იკლავს თავს სირბილით, მოგწონდეთ! ჩვენთვის კი ვისაც გული გვერევა მაგ ქვეყანაზე მაგათ არმიაზე და მაგათ აქაურ ბალელშჩიკებზე, თქვენი აზრი არაფერს ნიშნავს. ბიჭებს კი, ყველას, ყველას ,განსაკუთრებით კი მაკფადენს და შერმას დიდი მადლობა და წარმატებები!
გუგა
ქართველი "ურა პატრიოტები", ალბათ უკრაინას ბალელშიკობდნენ, მიშას ხათრით.
არტ-ს
არტ, ძმობილო, შენ ჯერ ქართულად საუბარი ისწავლე და მერე გამოხატე შენი აზრი, რა "პრავდება" და რა არა.
დათო
არტ-ს …თოკოს ცსკა არ მოგწონს და პრავდება მოსულა???!!!
არტ-სს
თოკო! სად ითამაშებს და სად არა, ეგ არც შენი გადასწყვეტია და არც არავისი! მაინტერესებს შენ რა გაგიკეთებია ხალხის ან ქომაგების გასახარებლად, რომ იშხამები? ვისაც გვიხარია ბიჭების წარმატება და თორნიკესი, ბოღმიანებმმა გ ა გ ვ ა ტ ა რ ე ე ე თ!
ლუკა
თოკო ძაან მაგარია.შეცდომებიც ბევრი დაუშვა მაგრამ ბოლოს გამოასწორა.მაკფადენს დიდი მადლობა
ბოდიში
მაპატიეთ,შეცდომით დისლაიქზე მიმიხვდა ხელი.ბოდიში.
არტ
ის რაც შენგელიამ ცეესკაში გადასვლით გააკეთდა არ პრავდება. და რატომ უნდა ვიყოთ მადლობლები ნაკრებში რომ თამაშობს?
G.LA
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ მაკ ფადენს სიტყვის კაცია. გვითხრა სიყვარულს გამარჯვებით გადაგიხდითო და ულიდერა გუნდს 27 ქულით შეუჩერებელი იყო. მადლობა ყველას და რა თქმა უნდა ზუროსს. ძლენი გამარჯვება უფრო ფასეულია. გილოცავთ ყველას და წარმატება საქართველოს ნაკრებს ესპანეთში.
ნინი
ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს და მის ღირსეულ კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, ურთულეს თამაშში მოგებას. თორნიკე არის უძლიერესი კალათბურთელი და მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებს ყავს, ასეთი კარგი კაპიტანი! ასე გაგეხარებინოთ თქვენი ქომაგები!
Nukri
ვინც შენგელიას აკრიტიკებდნენ მოღალატეაო, იმათ ცოტა უნდა შერცხვეთ
ILIA
გაიხარეთ, ბიჭებო! თორნიკე, ძალიან მაგარი ხარ და წამოდი, რა, იმ დამპალი გუნდიდან!
ზვიო
ვულოცავ საქართველოს და ბიჭებს გუნდიდან არვის გამოყოფა მინდა მარა თოკომ პატარა გმირობა ჩაიდინა ყოველმხრივი სპორტულიც ბოლო წუთზე და ეროვნული გუნდის ერთგულება ვინ იტყოდა რამეს რომ თოკო ვერ ჩამოსულიყო დღეს ? ვინც ნახა გუშინდელი თამაში მოსკოვში უმძიმესი თამაში ქონდა თოკოს .
არჩი
ვაშა საქართველოს, ვაშა ჩვენს ბიჭებს, ვაშა ჩვენს კაპიტანს - თოკოს, რომელმაც ლომივით იბრძოლა. ნეტა მათ, ვინც ლანძღავდა თოკოს ცსკა-ში გადასვლაზე, თუ აწუხებთ ნამუსი. ერთადერთი მოთამაშეა ევროლიგიდან, ვინც თავის ქვეყნის ნაკრებში თამაშობს ამ ეტაპზე - გუნდები არ უშვებენ. თოკოს აქვს კონტრაქტში და ჩამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კლუბის თამაში ქონდა და იქაც ლომივით იბრძოდა და გაიმარჯვა. ისე, ეჭვი მაქვს, ვინც თოკოს ლანძღავდა, დღეს თამაშიც არ უნახავს.
samtredski
ვულოცავ ბიჭებს უკრაინაა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი მარა ჩვენ გვყავს თოკო გუნდის ლიდერი და სამშობლოს ერთგული უმძიმესი თამაში ქონდა გუშინ და დილით ჩამოფრინდა და თამაშიც გადაწყვიტა .
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ბიჭებს და პირადად მაკ ფადენს, თქვა და შეასრულა კიდეც.
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ
უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც