ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

„რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოსაგებ მატჩში დამარცხდა (2:3), გუნდთან, რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს შეხვედრა დედაქალაქელებს არ მოუგიათ, ყაზანელებმა წააგეს, რადგან მათი გუნდი დაუკომპლექტებელია და თუნდაც რუსეთში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მისი ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ამ დონისთვის კარგა ხანია აშკარად გადაზრდილია და უმოტივაციოდ იმყოფება.

ჩვენებურმა კოჭ-წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა. იქამდე კარგად ირჯებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა. ნამატჩევს ის მოედანზე დაბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ტანმაღალი ოლივერ აბილდგორის გარეშე სტანდარტულებისას გაუჭირდათ, უხეში შეცდომები დაუშვეს, სასტარტოს ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს, ხოლო მიხიალ კოსტიუკოვმა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოა. კვარაცხელიაზე არაფერი უთქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა შეცვლა, რაც სავსებით გასაგებია.

„რუბინი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და რუსეთშიაც კი არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ამდენად, ხვიჩა მოტივაციის გარეშეა და მთავარია, იქაურობას თავი დააღწიოს. რა თქმა უნდა, ამ კლუბმა მისთვის ბევრი გააკეთა და მასში გადაჭარბებულ თანხას სულაც არ ითხოვს - 20 მილიონიც ღირს და უფრო მეტიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ დენის მაკაროვში იმავე მოსკოვის „დინამომ“ 10 მილიონი გადაიხადა, ქართველი თუნდაც ორჯერ მეტი აღარ ღირს?

ხვიჩას შეფასებაში სუბიექტურნი არ ვართ, რამეთუ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჩინებულია: აქვს შესანიშნავი სისწრაფე და მათ შორის, სასტარტო, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშობს, ხედავს მოედანს, ზუსტ და დროულ გადაცემებს აკეთებს, კარგი დარტყმა აქვს; თითქოს ფიზიკურად ძლიერი არ ჩანს, მაგრამ გარღვევაზე წასვლისას მასზე ფიზიკურად ძლიერ მეურვეებს ტანს მოხერხებულად ჩაუდგამს და ამ მხრივაც არ უდებს ტოლს. უკვე დაცვასაც სათანადოდ ეხმარება. რაც მთავარია, ახალგაზრდაა, ზრდის პოტენციალი აქვს და გააჩნია ღრმა სათამაშო ინტელექტი.

ისიც არ შეიძლება, 20 წლის ბიჭს, ნახევარმცველს, მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუება, გოლების გატანა და გამარჯვებების მოპოვება მოსთხოვო და ეს მაშინ, როდესაც ყაზანურ გუნდს შეტევების განვითარების სხვა საშუალება, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავსაც უფრთხილდება და არ სურს, ღმერთმა დაიფაროს და, კოსტიუკოვის ბედი გაიზიაროს. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ტრავმის მიღება.

გამოსავალი მხოლოდ წასვლაა, მაგრამ კლუბი ასე ადვილად ვერ შეელევა და მათი პოზიციაც გასაგებია. ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს, თორემ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ვინმე კომპეტენტურმა ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს და „რუბინის“ ხელმძღვანელობას აუხსნას, რომ ტრანსფერი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შამთხვევაში, ფინანსურად თავადაც იზარალებენ, მაგრამ ვინაა ამის ამხსნელი და გამკეთებელი?

• ბაბუაწვერა

აგერ ვარ მე და აგერა ხართ თქვენ-მამარდა უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება ვიდრე ხვიჩა

• semi

აგერ მე და აგერ თვენ, თუ ვინმე გადაიხდის ხვიჩაში 20 მილიონს. სადმე დავწერე ხვიჩა ცუდი ფეხბურთელია გრანდში თამაშს არ იმსახურებს მეთქი? ამ სტატისტიკით და ამ მოცემულობით არცერთი გუნდი 20 მილიონად არ აიყვანს, 20 მილიონიანი გარემარბი უფას როსტოვსს და ხიმკს უდა ანგრევდეს მარტო. აგერ უყურეთ მალკომის თამაშს ზენიტში, და ის ვერ გასცდა რუსეთს. შეიძლება 6-9 მილიონამდე გადაიხადოს ვინმემ მაგრამ არცერთი ტოპ ჩემპიონატის პირველი 7-ეულის კლუბი 20 მილიონს ზამენის ფეხბურთელში არ გადაიხდის (იმედია პირდაპირ ძირითადის საკვანძო ფეხბურთელად არ განიხილავთ) თუ მას არ აქვს საკმარისზე მეტი დამტკიცებული გუნდში. ტრანსფერმარკეტი არსად დაგეკარგოთ კიდევ ერთი კონტრაქტი მაინც თუ ემთხვევა მანდ გამოტანილ ფასს ჯერ ის შეამოწმეთ.

• Herbst

რა შუაშია ჩვენ გვიყვარს და კარგი გვგონია? ამით აკნინებთ უნიჭიერეს ფეხბურთელს. როგორც გვიყვარს გამოჩნდა, არავინაც არ გვიყვარს ჩვენ. ნაკრებში ვერ ჩამოსვლის გამო ადამიანს ზედ გადაუარეს, აფურთხეს, აგინეს და ათასი სიბინძურე მისწერეს. ტრანსფერმარკეტსაც "უყვარს" ალბათ და იმიტომ აუწია სატრანსფერი ფასს თორე ისე ხვიჩა რა ფეხბურთელი კია :დ რას არ იზამენ, რომ დაამცირონ მისი შესაძლებლობები, ახლა სიყვარული მოიმიზეზეს, ნეტა რაში ჭირდება ვინმეს ეგ სიყვარული და ყალბი გულშემატკივრობა, ისე არიან მიჩერებული ოღონ სადმე ფეხი დაუცდეს და სიამოვნებით წამოიძახებენ მერე, აი ხომ ვამბობდიო. კარგით რააა

• nk

ნამდვილად კარგი ტალანტია ხვიჩა და იმედი მაქვს დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ეხლა არ აქვს რაც ყველაზე მთავარია (20 მილიონი რომ ღირდეს) - სტაბილურობა. ჩაკვეტაძე ტრავმამდე ბევრად სტაბილური იყო თავის თამაშებში (ნაკლები ბურთის დაკარგვა და ასე შემდეგ). კვარას აქვს საოცარი აფეთქების უნარი, მაგრამ სანამ 3-იდან 2 მოქმედება წარმატებული არ ექნება (სტაბილურად), ტოპ გუნდები არ აიყვანენ. აიაქსის ნაირ გუნდში სიამოვნებით ვნახავდი, სადაც იციან ახალგაზრდებთან მუშაობა და ნამდვილად ასწავლიან ახალს განვითარებისთვის.

• დადუნა

აი ეგ არის რუსეთი, ჭაობი, ღორები, თუ რამე ვინმეს გაუკეთეს, მერე ათიათასჯერ მეტს უფუჭებენ

• Martali

Super menegeri ro yavs magis bralia zustad ro Versad ver midis..... 5 clian Kontrakts ro acerdnen xels da uxarodat 5 celi garantirebuli mainc qveyneba xelpasio mashin rato ver ipiqres ro es bichi ganvitardeba da ese advili ar iqneba misi ganosyidva. Jugeli aris Sakartvelos donis menegeri ro samguralidan cnoris milanshi gadaiyvanos fexburteli

• ერიჰაა

უნდა წავიდესო. გეგონება რუბინის დამსხურება არ არის არაფერი. უმადურება ცუდია. გეგონება რუბინს არ უნდა რომ ხვიჩამ მაგრა ითამაშოს.მართლა ბნელა? რატო, ფული არ უნდათ? შედეგი არ აინტერესებთ? რადგან ქართველია, ამიტომ მზად არიან არც შედეგი ქონდეთ და არც ფული? იმისთვის წაიყვანეს რომ გააფუჭონ? ჯერ ამ კითხვებზე გაეცით პასუხი და მერე წასასვლელი ბილეთის ფულს მე გადავუხდი. პ.ს. რუსეთის იმპერიის ისტორიას თუ გადახედავთ, ნახავთ რომ ყოველთვის იყენებდა სხვა ერების წარმომადგენელ ნიჭიერ ხალხს, თავისთვის. ესე ხდება ყველა დარგში. ოღონდ შენ რომ მერე დაიწყო, შენ ქვეყანაზე ზრუნვა და მათი ინტერესებში არ ჩაჯდეს, გაგანადგურებს. ეხლა ხვიჩა მათ ინტერესებს ნაღდად არ უშლის. საკმარისია საქართველო და რუსეთი ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდეს, მერე არ დაინდობენ.

• Skeleton

ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და სიყვარულით არ ვაკეთებ ნამდვილად დასკვნებს. იმაში გეთანხმებით,რომ რუსეთიდან ფეხბურთელის გასვლა ძნელია, რადგან რუსეთი არარის მაღალი დონის საფეხბურთო ქვეყანა. რაც შეეხება ფასს, ტრანსფერმარკეტმა დაადო 18 მილიონი და იმათმაც სიყვარულით დაადეს? 18 მილიონი რომ ღირს ოფიციალურად ფეხბურთელი გუნდი 20 მილიონს რომ მოითხოვს რა არის გასაკვირი ამაში? სტატისტიკა არც შარშან ჰქონდა გადასარევი მაგრამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ზედიზედ და აქ ნაკრებში ნათამაშებით ტრანსფერმარკეტმა ფასი 18 მილიონამდე აუწია. ახლაც შვედეთთან როგორ ითამაშა ნახეთ ალბათ. ძალიან დი შეცდომა იყო თავიდანვე რუსეთის არჩევა, რადგან ძნელია მერე, ეჭვის თვალით უყურებენ ამ ქვეყანას და მითუმეტეს ჩვენნაირი დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნის მოქალაქეს, გაასმაგებული შრომა სჭირდება გერმანელ, ესპანელ ან ბრაზილიელთან შედარებით რომ შეამჩნიონ მაგრამ ის რომ გვიყვარს და სინამდვილეში ისეთი ნიჭიერიც არარის როგორიც გვგონია ძალიან დიდ აბსურდად მიმაჩნია. ჩვენ არ დაგვიდევს ეგ ფასი "სიყვარულით" და მოდი ნუ გადავაყოლებთ ამ სატრანსფერო ფასს. ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ამ ქვეყნის და ყოველ წუთს იმაზე ნუ ვეჩხუბებით ამდენი არ ღირხარო...

• ვაჟა

გორის დილას მოუხდებოდა. დემჩენკოსთან გაქაჩავს. მიდი გელა!!

• semi

ჩვენ გვიყვარს ხვიჩა და ეს მომენტი ხშირად არასწორ დასკვნებს გვაკეთებინებს. ვინ გადაიხდის ხვიჩაში 20 მილიონს როდესაც უამრავი მსგავსი პერსპექტიული ბიჭეია თუნდაც ზალსბურგსა და აიაქსში, ლიონში ანდერლეხტსა და მსგავს გუნდებში? რუსეთის მეათე ადგილოსან გუნდში მოთამაშე ბიჭში რომელსაც შარშან მთელ სეზონში 5 გოლი და 4 პასი აქ გაკეთებული. და ვინაა დღეს დღეისობით 20 მილიონის გადამხდელი ტოპ კლუბების გარდა? არცერთი. და ფეხბურთელში 20 მილიონი გადაიხადო და ზამენაზე დასვა არ აქ ეგეთი ფუფუნება თუნდაც მარსელს ან და სევილიას, თუ შენში ამხელა ფულს იხდიან მაშინ ძირითადისთვის უნდა მოგიაზრებდნენ არის კი ხვიჩა ასეთი დონის? სამწუხაროდ არ არის. აგერ ჩაკვე გენტის ძირითადშიც კი ვერ ხვდება.

• Skeleton

17 წლის წაიყვანეს აქედან და მაგ ასაკში საქართველოს ჩემპიონატიდან რომელი ევროპული გუნდი წაიყვანდა. თუმცა პორტუგალიური გუნდიდან იყო რეალური ინტერესი მაგრამ აგენტმა არჩია მოსკოვის ლოკომოტივი.

• X.

არ უნდა მოდუნდეს. რუსეთში მხეცი და საშინელება უნდა იყოს, სულ უნდა იფრინოს მაქსიმუმზე უნდა იყოს. ეს ნაკრები კი ეს D.********* როგორმე ევროზე ან მსოფლიოზე უნდა გავიდეს. ეგ არის ის რაც ბევრს არ უნდა ეგ სპეციალურად ჩაგვიშალეს. მოკლედ ეგ არის მთავარი გასარღვევი რა, ნაკრები სანამ არ გავა არაფერი არ იქნება. და მერე ნახავთ, შურისძიების დროც დადგება.

• ლომი

ნეტა ვინმე წაიყვანდეს ამ ზამთარს.

• Kutaisi

Mag sashinelma kveyanam rogorc shen ambon caiyvana satamashot da progresirebashi daexmara rato arcerti evropuli gundi af dainteresda tavidan ???

• Gio

ახლა რათქმაუნდა ყველას გვინდა რომ ხვიჩა გადავიდეს ევროპის ტოპ ჩემპიონატის კარგ გუნდში სასურველია გრანდში და ვთლით რომ რუბინში წასვლა და 5 წლიანი კონტრაქტი არასწორი იყო მაგრამ 2 წლის წინ ლოკომოტივიდან რომ გადავიდა რუბინში ლოკომოტივი სთავქზობდა 2 წლიან კონტრაქტს რაზეც უარითქვს და რუბინში 4 წლიანზე მოაწერეს ხელი ალბათ მაშინ ვერავინ ვერ იფიქრედა იმას რომ წელიწადნახევარში ხვიჩა ამ დონეზე მეუმატებდა და სამწუხაროდ დღეს ფეხბურთელი იმ კონტრაქტი ს ტყვეობაში აღმოჩდა რასაც თვითონ მოაწერა ხელი აქ პრობლემა კონტრაქტშია და კლუბს თავისი ინტერესები აქვს გუნდის ლიდერს 10 მილიონად არ გაყიდის როცა 10 მილიონს თვითონაც იხდის ფეხბურთელების მოყვანისთვის

• Skeleton

როგორი საშიშია ყოველი მომდევნო თამაში და რისკია ტრავმის. უხეშად ჩაარტეს იმ ტრამამდე რამდენიმე წუთით ადრე და მაგიტომაც მოითხოვა შეცვლა. რათქმაუნდა ტრავმისგან არცერთ ჩემპიონატში არა დაზღვეული მაგრამ რუსეთში მიღებული და თან სატრანსფერო ფანჯრის წინ სრული კატასტროფა იქნება. ეს სამი თამაში როგორმე თავს მოუფრთხილდეს, იქნებ მოხდეს სასწაული და ამ ზამთარში თავი დააღწიოს მაგ საშინელ ქვეყანას.

საინტერესოა რატომ არ გააკეთეს კომენტარი ხვიჩას ტრავმაზე, სანამ შეცვლიდნენ მანამდე 10 წუთით ადრე ჩაარტყეს უხეშად და აშკარად მხოლოდ დისკომფორტის გამო არ მოუთხოვია შეცვლა. თვითონაც შეუძლია სთორიზე მაინც დადოს რაღაცეები, რაც ხალხს აინტერესებს და უბრალოდ თავისი ცუდი ან კარგი განწყობები გაუზიაროს გულშემატკივარს, თუნდაც ტრავმაზე დაწეროს თავად, მაგრამ არ არის აქტიური ამ მხრივ და ეგ ცუდია. წინაზე ტრავმა რომ მიიღო არავინ იცოდა, დიდხანს რომ არ გამოჩნდა ვარჯიშებზე და ხალხმა კომენტარებში დაიწყო შეკითხვა სად არისო, მერე დადეს პოსტი ტრავმა აქვსო.

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს