დღეს, 29 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა.

წყალტუბოს "სამგურალს" ბათუმის "დინამო" ჩემპიონის სტატუსით ესტუმრა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მოგეხსენებათ, აჭარლებმა ტიტული მათი უშუალო კონკურენტის, თბილისის "დინამოს" ფეხის დაცდომის შედეგად მოიპოვეს ("სამტრედიასთან" 0:0), თავის მხრივ კი მასპინძლებს ეროვნულ ლიგაში ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. ამიტომაც ამ ყველაფერმა შეხვედრის ხასიათი განსაზღვრა.

ასე და ამგვარად, ბოლო ტურის წინ ბათუმელებს 74 ქულა აქვთ, 2021/22 წლების სეზონის დასკვნით შეხვედრას საკუთარ მოედანზე გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავენ.

წყალტუბოელები 41 ქულით მე-6 პოზიციას იკავებენ, 4 დეკემბერს კი ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდებიან. წყალტუბოელებისთვის სეზონი ამ მატჩით არ სრულდება. მოგეხსენებათ, "სამგურალი" საქართველოს თასის ფინალურ სტადიაზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე "საბურთალო" იქნება. შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

"სამგურალი" - ბათუმის "დინამო" - 0:3

გოლები: 0:1 ჯაბა ჯიღაური (50), 0:2 გიორგი მარგველაშვილი (84), 0:3 ოლექსანდერ აზაცკი (88)

Video

სამგურალი - დინამო (ბთ) 0:3

მეორე მატჩში ქობულეთის "შუქურამ" "საბურთალოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა: თუ სტუმრები დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებას შეძლებდნენ, ბოლო ტურის წინ მე-4 ადგილზე იქნებოდნენ და ასეც მოხდა... თბილისელები 54 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, დასკვნით შეხვედრაში კი დაქვეითებულ "სამტრედიას" უმასპინძლებენ.

მოგეხსენებათ, ქობულეთელებს 27 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, ბოლო მატჩს კი 4 დეკემბერს, "თელავის" პირისპირ ჩაატარებენ.

"შუქურა" - "საბურთალო" - 1:2

გოლები: 1:0 მიშიკო სარდალიშვილი (72), 1:1 ოთარ მამაგეიშვილი (83), 1:2 ლუკა წულუკიძე (86)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა