“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “რომას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დავიდე სანტონის გადაბირებით არის დაინტერესებული
“გაძეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დავიდე სანტონის გადაბირებით არის დაინტერესებული. 20 წლის მცველი “ინტერის” საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარის წესით “ჩეზენაში” გაატარა. ისეთი პირი უჩანს, რომ სანტონი “ინტერს” არც მომდევნო სეზონში დასჭირდება, შესაბამისად, მისი სხვა გუნდში გასვების საკითხი დგას დღის წესრიგში. ნიჭიერი უკანახაზელის გაყიდვას “რომას’ მესვეურები ერიდებიან და სურთ, რომ დავიდე კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვრონ. მაგრამ, მოვლენათა ასეთ განვითარებას თავად ფეხბურთელი აპროტესტებს და შემდეგს აცხადებს:

“ჩემი სურვილია, რომ “ინტერში” დავრჩე და ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლო. თუმცა, კარგად მესმის, რომ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული და შესაძლოა, კლუბმა ჩემი სხვაგან გაშვება მოისურვოს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად ტრანსფერი უნდა შედგეს, რადგან არენდით ასპარეზობის სურვილი აღარ მაქვს. ვიცი, რომ ჩემით “რომას” მესვეურები არიან დაინტერესებულნი და წინააღმდეგი არ ვიქნები თუ დედაქალაქში მომიწევს გადაბარგება”.

სანტონის “რომაში” გაშვების წინააღმდეგნი არც მილანელები არიან, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით, მხოლოდ არენდის წესით. “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ მარკო ბრანკას ამ საკითხზე შემდეგი მოსაზრება აქვს: “უახლოეს დღეებში ჯანპიერო გასპერინისთან ვაპირებ შეხვედრას და მას დავიდე სანტონზეც ჩამოვუგდებ სიტყვას. თუ მისი ეიმედება და გუნდში დატოვების სურვილი აქვს, მაშინ ყველა პრობლემა მოიხსნება – წინააღმდეგ შემთხვევაში კი ან უნდა გავანათხოვროთ, ანაც გავყიდოთ. თავად ფეხბურთელს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ სურს და ბუნებრივია, მისი პოზიციის გათვალისწინებაც მოგვიწევს”.

ყველაფერი მართლაც გასპერინის სიტყვაზეა დამოკიდებული – აქვე ვთქვა, რომ სანტონის “ჩეზენაში” გაშვების სანაცვლოდ, “ინტერში” ნაგატომო გადაბარგდა - თუ დავიდემ “ბიანკონერი” დატოვა და საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს, მაშინ მილანური გრანდის მესვეურებს ისპონელის დათმობა, ან გამოსყიდვა მოუწევთ – ესეც იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იტყვის ჯანპიერო გასპერინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა