რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ივიცა როგორც იქნა ფეხზე დადგა და „ბაიერნთან“ ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს
2009/2010 წლების სეზონში ივიცა ოლიჩი „ბაიერნის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და არიენ რობენთან ერთად, სეზონის მთავარი გმირიც გახდა.

ის ფაქტი, რომ შარშან რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მარტო რობენის დამსახურება არ ყოფილა - ოლიჩმა არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა (2 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, მეოთხედფინალში, ჰეთ თრიკი „ლიონთან“, ნახევარფინალში). 31 წლის ხორვატი ფორვარდი გასულ სეზონშიც მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სეზონის დასაწყისში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას მერე 8 თვე ლაზარეთში გაატარა. ახლა კი, როგორც იქნა, ისევ ფეხზე დადგა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

„ამ დღეს რვა თვის მანძილზე ველოდი. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სრულად გამოვჯანმრთელდი და თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია, - უთხრა ოლიჩმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს გუშინ, ვარჯიშის შემდეგ.

ოლიჩმა მარცხენა მუხლის ოპერაცია ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ში ცნობილ პროფესორ როჯერ სტიდმანთან გაიკეთა. ივიცას გამოჯანმრთელებით გახარებულია „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც, რომელიც ოლიჩს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევს. ასე რომ, 26 და 27 ივლისს, „აუდის“ თასზე ივიცას თამაში შეეძლება. შეგახსენებთ, რომ „აუდის“ თასზე „ბაიერნთან“ და სხვა კლუბებთან ერთად, იტალიის ჩემპიონი „მილანიც“ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა