როგორც ირკევა, "სან ანტონიო სპურსი" ჯერ არ აპირებს თავისი მთავარი ვარსკვლავისთვის, ტიმ დანკანისთვის კონტრაქტის შეთავაზებას
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დღის მთავარი ამბავი ასე ჟღერს: დევიდ უესტმა გადაწყვიტა უარი თქვას "ნიუ ორლეანში" კონტრაქტის ბოლო წელზე, რომლის მიხედვითაც მას 7 მილიონი დოლარი ერგებოდა.

როგორც ჩანს, მძიმე ფორვარდს სურს ლოკაუტის დადგომამდე უფრო სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. და სწორადაც იქცევა, რადგან მას ახლა მთხოვნელთა რიგი დაუდგება: "ნეტსმა", "ნიქსმა", "პეისერსმა" და სხვებმა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის გაფორმების სურვილი გამოთქვეს.

"სან ანტონიო სპურსს" უცნაური დამოკიდებულება აქვს თავის ერთ-ერთ ლეგენდასთან ტიმ დანკანთან, რომლის სახელსაც უკავშირდება ამ კლუბის "ოქროს წლები". როგორც ირკევა, ტექსასელები ჯერ არ აპირებენ თავიანტი მთავარი ვარსკვლავისთვის კონტრაქტის შეთავაზებას. ხელმძღვანელობას სურს ერთი წელი მოიცადოს და უკვე ლოკაუტის შემდეგ შესთავაზოს ახალი ხელშეკრულება. ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა ბიზნესის მხრივ, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვეტერანი ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს.

"სპურსის" კიდევ ერთმა ლიდერმა, გამთამაშებელმა ტონი პარკერმა ცხადად განმარტა ლოკაუტის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. "მხოლოდ ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ "ვილერბანში" ვითამაშო. ეს კლუბი ვერ გაწვდება დაზღვევის თანხას", - ამბობს ფრანგი გამთამაშებელი.

2011 წლის დრაფტის მესამე ნომერი ენეს კარტერი ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების რიგებში ითამაშებს. ოღონდ ახალგაზრდა კალათბურთელს ერთი პირობა აქვს - NBA-ში აუცილებლად ლოკაუტი უნდა დაიწყოს.

რა თქმა უნდა, ეს კარგი ამბავია თურქებისთვის, რომელთა წინა ხაზი ევროპის ნებისმიერ ნაკრებს შეშურდება. კანტერი, ერდენი, ილიასოვა, ოქური, გიონლუმი, აშიქი, სავაში - ასეთია ბოგდან ტანიევიჩის არჩევანი.

ამერიკული პრესა მსჯელობს იმ პირველი "ნომრების" შესახებ, რომლებმაც ამ ეტაპზე სავარაუდოდ შეიძლება გააძლიერონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". ჯერჯერობით ასახელებენ ორ გამთამაშებელს - კირკ ჰაინრიხსა და რაიმონდ ფელტონს. რჩება გარიგების დეტალების შეთანხმება "ატლანტასთან" და "პორტლენდთან", რომლებსაც, თავის მხრივ, ამ კალათბურთელების დაკარგვის დიდი სურვილი არ აქვთ.

ბერძნული გრანდი "ოლიმპიაკოსი" თანდათან იშლება. ძმები ანგელოპულოსები სუპერკლუბისთვის მყიდველს ეძებენ, რადგან თავად აღარ აქვთ პირეული კლუბის დაფინანსების საშუალება. ამის შესახებ წერს ყველა ბერძნული გაზეთი. ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება მოთამაშეთა მასიური გაყიდვა. ვასილის სპანულისი პრესამ უკვე გაუშვა "ეფეს პილსენში", თუმცა კალათბურთელის აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა უკვე უარყო ეს ინფორმაცია.

"ბარსელონა" კი უსაქმოდ არ ზის - ის უკვე დაინტერესდა "ოლიმპიაკოსის" გამთამაშებლით - მილოშ ტეოდოშიჩით. გარდა ამისა, კატალონური კლუბი "კახა ლაბორალში" ამავე ამპლუის ბრაზილიელ მარსელინიო უერტასზე მუშაობს.

კიდევ ერთი სახელოვანი პლეიმეიკერი მარკო იარიჩი ტოვებს იტალიის "მონტეპასკის", რის შესახებაც მან თავად განუცხადა ჟურნალისტებს. სერბის საუკეთესო წლები უკან დარჩა და წელს მას ევროლიგის მოგების ბოლო შანსი ჰქონდა. სავარაუდოდ, იარიჩი დიდი კლუბებისგან შეთავაზებებს აღარ უნდა ელოდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა