"კოპა დელ რეის" 1/64-ფინალში "ვალენსია" ქვედალიგელ "უტრილასს" ესტუმრება. ესპანური გავლენიანი მედიის (როგორიცაა marca ) ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ "ღამურების" ძირითად კიპერ იასპერ სილესენს დასვენების საშუალება მიეცემოდა, გამართლდა - მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა თქვა, რომ უახლოეს შეხვედრაში მეკარის როტაციას მიმართავს.

ეს გარემოება აპრიორი არ ნიშნავს, რომ 2 დეკემბრის დაპირისპირებაში კარს მამარდაშვილი დაიცავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დომენეკსა და რივეროსს შანსი საერთოდ არ მისცემიათ და შესაძლებელია, რომელიმე მათგანმა ის ახლა მიიღოს. თუმცა გიორგის თამაშის ალბათობა მაინც ყველაზე მაღალია.

ესპანურ გრანდებს სათასო მატჩებზე სათადარიგო მეკარეზე დაყრდნობა სჩვევიათ. თავად სილესენი, "ბარსელონაში" გამოსვლის პერიოდში როტაციის მეშვეობით, "კოპა დელ რეის" შეხვედრებში მონაწილეობდა.

"ვალენსიას" ამ ტურნირზე, ტრადიციულად, შორს მიმავალი მიზნები აქვს. შესაბამისად, იმ მეკარეს, რომელიც დღეს სასტარტოში იქნება, დიდი ალბათობით, მუდმივად დაეყრდნობიან. ყველა შეხვედრაში სხვადასხვა კიპერის თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

ხსენებული გათამაშება 1902 წლიდან იმართება. ყველაზე მეტჯერ მისი გამარჯვებული "ბარსელონაა" - 31. რაც შეეხება "ვალენსიას" - მათ "კოპა დელ რეი" 8-ჯერ მოიპოვეს. უკანასკნელად "ღამურებმა" 2019 წელს სწორედ კატალონიელები (2:1) დაამარცხეს. საინტერესოა, რომ 1970-72 წლებში "ვალენსია" ქვეყნის თასის ზედიზედ 3 ფინალში დამარცხდა - "რეალთან" (1:2), "ბარსელონასთან" (3:4) და "ატლეტიკოსთან" (1:2).

რაც შეეხება "უტრილასს" - მან პირველ ეტაპზე ერთი მეტოქე ასპარეზობას უკვე გამოთიშა - გუნდის ფორვარდმა ადრიან ერნანდესმა "ინჯერტოს" დუბლი შეუსრულა, შემდეგ კი მოედნიდან გააძევეს.

შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო