"მილსამის" ხელმძღვანელებმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს
მოლდოველთა პრესკონფერენციაზე "მილსამის" რუმინელი მთავარი მწვრთნელი შტეფან სტოიკა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი დრაგუშ ჰინკუ და კაპიტანი ადრიან სოსნოვსკი გამოცხადდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებს "დინამოს" მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებიათ.

სტოიკა: დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე თამაში გველოდება. წილისყრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვარგუნა. თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო და მის ფეხბურთელებს სამართლიანად ადარებდნენ ბრაზილიელებს. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან "დინამოს" ბოლო წლებში ევროასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ვისურვებდი ლამაზი ფეხბურთის ხილვას, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს.

- წყვილს ფავორიტი თუ ჰყავს?

- "დინამო" ბოლო დროს საგრძნობლად გაძლიერდა და ფავორიტად სწორედ იგი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ და შევეცდებით, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინოთ.

- რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ქართულ-მოლდოვური დაპირისპირება გაიმართება. რას ფიქრობთ "ზესტაფონისა" და "დაჩიას" მატჩებზე?

- დარწმუნებული ვარ, იქაც დაძაბული ბრძოლა იქნება, ამ კლუბების შეფასება კი ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.

ჰინკუ: "დინამოსთან" თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. მადლობელი ვართ გულთბილი მიღებისთვის, ქართველები სტუმართმოყვარეობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ და ამის გამო თქვენი ხალხი და ქვეყანა ძალიან გვიყვარს. კარგი ფეხბურთის ხილვას გისურვებთ.

სოსნოვსკი: რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. "დინამოს" ისტორიაც კარგად ვიცი და ასეთი წარსულის კლუბს ყოველთვის დიდი ამბიციები აქვს. თუმცა საკუთარი კოზირები ჩვენც გვაქვს და შევეცდებით, ევროტურნირებზე ღირსეულად ვითამაშოთ.

პრესკონფერენციის შემდეგ "მილსამიმ" ეროვნული სტადიონის საფარი მოსინჯა. მოლდოველთა ვარჯიშში თვალშისაცემი მათი ხალისიანი და საქმიანი განწყობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის