ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" "ლეგია" ვარშავაში 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მოსკოველებს მშვენიერი ტურნირი აქვთ - მათ იტალიური "ნაპოლი" ორივე შეხვედრაში დაამარცხეს და ამით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. უკანასკნელ მატჩში კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ სრულად ითამაშა, გიორგი მელქაძეს კი დასკვითი 14 წუთი დაეთმო. ორივე ეს მოთამაშე გააფრთხილეს.

რაც შეეხება პოლონურ დაპირისპირებას, ადგილობრივი გულშემატკივრები მოსკოველებს მეძავებთან დაკავშირებული ბანერით შეხვდნენ. სტუმრებმა მე-17 წუთზე ზელიმხან ბაკაევის გოლით ანგარიში გახსნეს. შეხვედრის უკანასკნელი წუთები დრამატული გამოდგა - "ლეგიას" ჩეხ ლეგიონერ თომას პეხარტს თერთმეტმეტრიანი რომ გაეტანა, რუსები პირველ ადგილს დაკარგავდნენ. ახლა კი მეორე "ნაპოლია", რომელსაც მერვედფინალში გასასვლელად ჩემპიონთა ლიგის მესამეადგილოსანთან, რომელთა შორის "ბარსელონაცაა", დაპირისპირება ელის.

ამ ჯგუფის კიდევ ერთი წევრი "ლესტერი" იყო. ინგლისელებმა 8 ქულა დააგროვეს და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება "სპარტაკს" - მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ნიდერლანდელი ქვინსი პრომესია. რუი ვიტორიას გუნდში კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშეა - "ჩელსის" ყოფილი წევრი, ნიგერიელი ვიქტორ მოზესი.

"სპარტაკი" "ვესტ ჰემთან", "ლიონთან", "მონაკოსთან", "ლევერკუზენთან", "აინტრახტთან", "გალათასარაისთან" და "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად მერვედფინალშია.

Palos
სპარტაკს ისტორია მაინც აქვს და თუ ვინმეს ევროპაში იცნობდენ და იცნობენ დღესაც აღმოსავლეთ ევროპიდან ერთერთი ეს გუნდი არი. ქართული გუნდი სამყაროს არსებობის მანძილზე თუ იზამს იგივეს ოდესმე ნაპოლის ორი მატჩი მოუგოს კი არა თუ მიეცემა საშულება შეხვდეს ასეთი კალიბრის გუნდებს. ჩვენ გუნდებს ჯერ კიდევ ჭურში გვძინავს და გამომღვიძებელიც არავინ ჩანს სამწუხაროდ. ნაპოლი სპარტაკი და ლესტერი კი არა ამ ჯგუფის ბოლო ადგილოსანი ლეგიას დონის კლუბის ჩამოყალიბებაც კი ფანტასტიკის სფეროდ გეჩვენება ქართულ საკლუბო ფეხბურთში.
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა