საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უკრაინის ჭაბუკთა გუნდთან მესამე შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთზე დამარცხდა
მიხეილ ბერუაშვილის მიერ გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრები უკრაინის ჭაბუკთა გუნდთან საწყისი 2 მარცხის შემდეგ მესამე შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთზე მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 74:71 გაიმარჯვეს.

ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეზე უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა დაწერა: "ქართველების მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა უკრაინელ ვიზავის ცირეკიძის სახით სიურპრიზი მოუმზადა, რომელმაც წინა მატჩი საერთოდ გამოტოვა, ხოლო პირველ შეხვედრაში გამორჩეული არ ყოფილა. ცირეკიძემ ქართველების მთლიანად მოპოვებული ქულების მესამედზე მეტი ჩააგდო - 25 ქულითა და შეტევაში მოპოვებული 5 მოხსნით მან დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინელებს. სანამ გიორგი მოედანზე იყო, დაახლოებით თანაბარი თამაში მიდიოდა, ხოლო მესამე მეოთხედში მწვრთნელმა ცირეკიძე მოედნიდან გაიყვანა და მასპინძლების უპირატესობამაც ამ დროს გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს".

ცირეკიძე კვლავ დაბრუნდა მოედანზე, ამასობაში ირაკლი მიქელაძეც ამოქმედდა, ფოთელმა დებიუტანტმა, კახა ჯინჭარაძემაც შეაშველა ჩვენებს ხელი და ქართველებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მომენტში უკრაინელებს გაუმართლათ. მათმა ლიდერმა ანატოლი შუნდელმა საჭირო ბურთები ჩააგდო და საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა ამით დაასრულა უკრაინული ტურნე და საქართველოში გამობრუნდა. ბერუაშვილის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მომზადებას თბილისში გააგრძელებს.

უკრაინელებზე დაყრდნობით დავწერეთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს მეორე მატჩში გამთამაშებელი ირაკლი მიქელაძე დაუშავდა, თუმცა ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა: როგორც კიევიდან დაბრუნებულმა მწვრთნელთა კონსულტანტმა გელა წულაძემ გვითხრა, მიქელაძეს ტრავმა არ მიუღია, დაშავდა ილია ჯიშიაშვილი, რომელმაც კუნთი დაიზიანა. თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის.

უკრაინა-საქართველო 74:71

19:17, 18:15, 21:17, 16:22

უკრაინა: შუნდელი (19ქ, 5მ, 3პ), სმირნოვი (14), არტამონოვი (10)

საქართველო: ცირეკიძე (25ქ, 7მ, 3ჩ), მიქელაძე (11ქ, 7მ, 5პ, 5ჩ), ჯინჭარაძე (10ქ, 4მ), ნადირაძე (7ქ, 5მ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა