ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 102:100 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან მოედანზე გოგა ბითაძე არ გამოჩენილა, რაც უცნაურია, რადგან დომანტას საბონისის გარდა, არც ერთ მაღალ კალათბურთელს თამაში არ გამოუვიდა. გასაკვირია ამავდროულად ის ფაქტი, რომ მსგავს მომენტებში ქართველი კალათბურთელი აქტიურად იტვირთება, თანაც გარკვეული პერიოდის წინ Forbes-ის (იხილეთ წერილი) სტატია გამოქვეყნდა, სადაც "პეისერსის" მთავარ მწვრთნელს, რიკ კარლაილს ურჩიეს, რომ უფრო მეტად აქცენტი გოგასა და დომანტასის დუეტზე აეღო, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ არის...
როგორც მოგახსენეთ, საბონისს კარგი თამაში გამოუვიდა, ლიეტუველმა თავი 30 ქულით, 11 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
მაილის ტერნერმა შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო, ამერიკელმა ცენტრმა 6 ქულა (1/10), 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა. ერთი შეხედვით, თითქოსდა ნორმალური მატჩი იყო, მაგრამ ნასროლ და გამოყენებულ ბურთებს თუ შევხედავთ, ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ოშე ბრისეტმა შედარებით უკეთესად იასპარეზა. გუნდის ახალწვეულმა 8 ქულა (3/7), 4 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გაუგებარია, რატომ არ ენდო ასეთ დროს გოგას რიკი.
რაც შეეხება "უორიორსს", საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბიჭუნას" 2 სამქულიანი აკლია რეი ალენის რეკორდის გამეორებამდე (ყველაზე მეტი ჩაგდებული სამქულიანების სიაში 1-ელ ადგილზე გადავა, რეის 2973, სტეფს 2972)
ენდრიუ უიგინსმა და დრეიმონდ გრინმა თანაბარი, 15-15 ქულა დააგროვეს.
ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, "გოლდენ სტეიტი" 22 მოგებითა და 5 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, შემდეგი ტურის მატჩს 15 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" პირისპირ ჩაატარებს.
ინდიანა - გოლდენ სტეიტი
"ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 117:103 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/2) და 1 მოხსნა დააგროვა.
საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა, თანაც ისე, რომ ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 42 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ირმები" 18 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, როგორც უკვე აღვნიშნე, 16 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბოსტონი" 14 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტის" პირისპირ გამართავს.
ბოსტონი - მილუოკი
გელა2
რატომ ჩაგრავენ ქართველებს ყველგან ?რას გვერჩიან?ფეხბურთი,კალათბურთი.......
გრიგოლი1408
შოვინისტი ამერიკელები ლიბელარობის ნიღაბს ამოფარებულები
სოსო
ისეთ სწრაფად მოთამაშე გუნდთან,როგორიც გოლდენ სტეიტია,გოგას ტიპის ცენტრს,არაფერი ესაქმება.სანამ დაცვაში დაბრუნდება,მეტოქეს უკვე ნასროლი ექნება,სამქულიანი.შეტევაში კი,ის არასოდეს გამოირჩეოდა აგრესიული და შედეგიანი თამაშით.ისედაც თითქმის აღარ ათამაშებენ და ამ თამაშში მის გამოყვანას,არც ველოდი.რა თქმა უნდა მისი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აშკარად ნირწამხდარია და საკუთარი თავის რწმენა აღარ აქვს.ზაფხულში ველოდი,რომ თავს მოიკლავდა ვარჯიშით და ტყორცნებს გააუმჯობესებდა.პირიქით კი მოხდა.თანაგუნდელები შეტევაში,მოედანზე მის ყოფნას არ იმჩნევენ.შესაძლოა ურთიერთობებიც ვერ ააწყო?ეს კონტრაქტის გახანგძლივებაც რა საჭირო იყუო,თუ არ ათამაშებენ?ასეთი თამაშით მას დიდი დროპს არავინ მისცემს და სავარაუდოდ სხვა შეთავაზება არც ჰქონდა,თორემ წესით, სკამის ხეხვაზე არ უნდა დაყაბულებულიყო.აღარ მგონია,რომ მისი იმედით,ტერნერს გაყიდიან.
N
სადც საბონისია იქ ნორმალური თამაში არ იქნება.. გოლდენ სტეიტან 36 წუთი საბონისი 0 პასი ტერნერი 35 წუთი 1 პასი როგრ გინდა ასეთ გუნდში რამეს მიაღწიო ესენი ყველა თავინთ სტატისტიკაზე თამაშობენ და იმიტომაა ინდიანც რო 13 ადგილზეა და იმედი მაქ პლეიფოშიც ვერ მოხვდება და სამარცხვინოდ დამთავრებს წლევანდელ სეზონს ინდიანა ..
zura222
რა დოზანად გვინდა ან ჩვენ ან თვითონ გოგას ეგეთი ნბა-ში ყოფნა თუ არც იქ არ ათამაშებენ და არც ნაკრებში არ უშვებენ ??????
zura222
აუცილებლად უნდა მოშორდეს მაგ გუნდს და მაგ იდიოტ ტრენერს ! თუ ნბა ში არ მოინდომა არავინ მაშინ ევროპაში უნდა დაბრუნდეს 1-2 წლით და მერე აქედან ისევ გადავიდეს ნბა ს სხვა გუნდში !
fff
შეიძლება ვცდები მაგრამ ჟილკის ნაკლებობას ვამჩნევ გოგას და ეს ცუდია, მაგალითად ზაზამ რასაც მიაღწია ჟილკით მიაღწია თორემ მისი მონაცემებით ნბას ორჯერ მოგება კი არა ევროლიგაშიც ერთი ჩვეულებრივი ცენტრი იქნებოდა, ბითაძეს ზაზაზე გაჩილებით უკეთესი მონაცემები აქ, მარა ჟილკის გარეშე არაფერი გამოვა, აი მამუკელაშვილს ვატყობ ჟილკას და იმედია წელს თუ არა მომავალ წელს იტყვის თავის სიტყვას. ჯერ გოგას იმედიც არ დამიკარგავს რა თქმა უნდა.
მერაბ მაღლაკელიძე
რიკი გოგას საერთოდ არ ენდობა, ყველაზე ნაკლებ დროს გოგას უთმობს. უკვე 3-ე სეზონია და სტატისტიკა უფრო და უფრო უარესი ხდება გაუმჯობესების მაგივრად აშკარა რეგრესია. არადა ბევრ თამაშში გოგა ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, რით ვერ მოიგო რიკის გული გაუგებარია. ასე გაგრძელება კატასტროფაა გოგას კარიერისთვის.
Nukri
ცოტა გასაკვირია რატომ რჩება გოგა ამ გუნდში, მესამე წელია და არ ათამაშებენ, დროზე დაბრუნდეს ევროპაში და ითამაშოს ევროლიგის გუნდში, თუ არა და დაიკარგება, არადა როგორ მეიმედებოდა მისი
ქ. გ.
მამუკელაშვილმა ითამაშა დღეს 6 წუთი. აი მისი მომენტების ვიდეო. www.nba.com/stats/events/?ContextMeasure=FGA&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022100408&PlayerID=1630572&RangeType=0&Season=2021-22&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612749&flag=3&sct=plot§ion=game
ქ. გ.
რიკ კარლაილსი ავად არის. არ წვრთნის გუნდს. ვაქცინირებული იყო, მაგრამ ვაქცინამ არ უშველა.
დ
როდის გაა-ამს ეს მწვრთნელი ნეტავი, რა იდიოტიზმია, საბონისი გყავდეს გუნდის ლიდერად. წადი გოგა სადმე, რამდენი კლუბი ელოდება კარგ ცენტრს, წადი, სადაც სათამაშო დრო გექნება, თუნდაც ოკლაჰომაში ან დეტროიტში, გინდა ჰიუსტონში. ამათთანნ გაჩერებას აზრი არა აქვს, მითუმეტეს, თუ ეს მწვრთნელი დარჩა. ერთი სრული დატვირთვით სეზონი და გოგა საბონისსაც ჩაუქროლებს და ტერნერსაც.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა