საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასა და "დისნეის" ახალი პროექტის "ფლეიმეიქერსის" საქართველოში განხორციელებას იწყებს. პირველ ღონისძიებას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა და სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთი ყიფიანი ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე საფეხბურთო აკადემიები და #WePlayStrong საქართველოს წერტილები. "ფლეიმეიქერსის" საქართველოში განსახორციელებლად ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელები სპეციალური პროგრამით გადაამზადა. ამასთან ერთად, ყველა ლოკაციაზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარის არსებობა. პროექტის მონაწილე ბავშვებს სავარჯიშო პროცესში ჩართვა სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

პროექტ "ფლეიმეიქერსის" ვარჯიშები "დისნეის" ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად.

დავით მუჯირი - სფფ-ის პრეზიდენტი: "მოხარული ვარ, რომ უეფასთან ერთად მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის უეფასა და "დისნეის" საერთო პროგრამა "ფლეიმეიქერსი", რომელიც 5-დან 8 წლამდე გოგონებზეა გათვლილი. ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა 30 ლოკაცია. დღეს კი ბაქსვუდის სკოლაში ვიმყოფებით, რომელიც ერთ-ერთ ასეთი ლოკაცია იქნება. პროექტში ასევე ჩაერთვებიან #WePlayStrong საქართველოს წერტილები, ვაჟთა საფეხბურთო აკადემიები და კერძო სკოლები.

ძალიან სასიამოვნოა, რომ მაღალი აქტივობაა და ბავშვებს უხარიათ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდან შევაყვაროთ ფეხბურთი და არამხოლოდ ეს, აქ საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ბევრი სკოლა დაინტერესდა და ჩაერთო "ფლეიმეიქერსის" პროგრამაში".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ლუკა
'ლოკაცია'='კერა'
გრიგოლი1408
დისნეი და მიკი მაუსი გაკლდათ სრული ბედნიერებისთვის
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს