კიევის "დინამოს", "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან მაკსიმიუკმა ყველაფერი კაზინოში წააგო, ცოლი თანაგუნდელთან გაექცა, ახლა კი სუპერმარკეტში მტვირთავად მუშაობს. მან თავისი ისტორია გაიხსენა:

"სამი მეგობარი ვიყავით - მე, მაზიარი და ეზერსკი. ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებოდით. მე და მაზიარს კაზინოში თამაში გვიყვარდა, ეზერსკი კი ჩვენს იქიდან გამოთრევას ცდილობდა. შეგვეძლო 2-3 ღამე გვეთამაშა. ხანდახან იქ გვეძინა და დილას ვარჯიშზე მივდიოდით. სათამაშო მანია ავადმყოფობაა. სპორტსმენს აზარტი სისხლში აქვს, ჩვენ კი ჩაგვითრია. ყველაფერი წავაგე, ვალებში ჩავვარდი, ფულს ვსესხულობდი, შემდეგ სესხს არ მაძლევდნენ. კარიერა დაღმავალი გზით მიდიოდა.

რაც გამაჩნდა, დნიპროში სამ თვეში ყველაფერი წავაგე. მანქანა დაახლოებით 300 ათას დოლარად მქონდა დალომბარდებული. ფსიქოლოგთან დავდიოდი. კლუბი და ყველა ჩემ გადარჩენას ცდილობდნენ. მერე "ვოლინში" გადავედი, რადგან ლუცკში კაზინო არ იყო. ახალგაზრდებს ვურჩევ, იქ არ იარონ.

როგორ გამექცა მეუღლე ალეკსანდრ ალიევთან? "დნიპროში" გადავედი, ოჯახი კი კიევში დარჩა. ტატიანას ღამის კლუბებში უყვარდა სიარული, მილევსკი და ალიევი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ქალი რქებს მადგამდა. არ ვიჯერებდი, ვიდრე საკუთარ სახლში დაბრუნებულმა არ შევუსწარი. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: რატომ სწორედ ფეხბურთელთან? რატომ დინამოელთან?

რა უნდა მეთქვა ალიევისთვის, როდესაც ტატიანამ განმიცხადა, რომ უყვარდა და მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო? რატომ უნდა გამელახა? ალიევს ძალით კი არაფერი გაუკეთებია. იქ სიყვარულია, ჰორმონები და ყველაფერი დანარჩენი.

ერთხელ ღამის სამ საათზე ბავშვმა დამირეკა და მითხრა, რომ ალიევი დედას თავს კედელს არტყმევინებდა, მასაც სცემდა. მთხოვა, მეშველა. ლუცკიდან კიევში გავიქეცი, მათ საქმის გარჩევებში ჩავერიე. ვუთხარი, რომ მათი ურთიერთობა არ მაინტერესებდა, მაგრამ არ მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემს შვილს შეხებოდა".

მომზადებულია "ბომბარდირის" "იუთუბის" არხისა და sport.unian-ის მიხედვით

სოსო
ლეგალური კაზინოების თემა რომ გააქტიურდა,მიშა სააკაშვილმა,სწორი დათქმა გააკეთა:კაზინო ქალაქიდან მოშორებით უნდა აშენდეს,სადაც ყოველდღიურად და მცირე სახსრიანი ადამიანი,ადვილად ვერ წავა და მხოლოდ შეძლებული ადამიანები,ან სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები წააგებენო ფულს.თუმცა როგორც ყოველთვის ხდება,ეს დათქმა დაივიწყეს და კაზინოები შუა ქალაქებში ჩაგვიდგეს.სავარაუდოდ ჩინოსნები წილში ჩასხდენენ და მუქთი ფული,ყველას უყვარს.აქ ნაციც და ქოციც,ორივე ერთნაირია.სხვა პარტია მოვა?ისინიც იგივეს გააკეთებენ.ხალხის აქტიურობაა აუცილებელი,მაგრამ ვიღამ უნდა იქტიუროს?ახალგაზრდობის ერთადერთი სურვილი,საქართველოდან გაქცევაა.დღესაც იმ მდგომარეობაში,ვართ,როგორსაც დავით გურამიშვილი აღწერს.შინაურმაც,გარეულმაც,ყველამ წაგვკრა,თვითო ქვიშტი და ხალხიც უკან მოუხედავად გარბის ქვეყნიდან.სხვა გზას ვეღარ ხედავენ და ცხოვრება ყველას უნდა.
G.LA
დარსალიას რატომ ვარ საწყალი შე კაი ადამიანო? ლას ვეგასში დავდიოდი ლოს ანჯელესიდან ჩემი სიამოვნების გულსთვის მაგრამ ავადმყოფობად კაზინო მანია არ ამიკიდია და ამიტომ? თუ ქალზე რომ ვთქვი ქალი ირჩევს კაცს მეთქი? მაშინ გეტყვი რომ თუ ღამეებს სადმე სხვაგან გაათევ ქალი კი მარტო იქნება უყურადღებობის გამო ბედნიერი ვერ იქნება. ქალი შეიძლება სულ რესტორანებში არ ატარო და ის პარკში, ქუჩებში ისეირონ, თუნდაც სუოერმარკეტში წახვიდე და აგრძნობინო ყველგან რომ მასთან ბედიერი ხარ. დღე და ღამე თუ ქალს მიატოვებ, სხვას აირჩევს აბა შენ რაში სჭირდები, რით გახდი მას ბედნიერს შენი სახლ გვარით?
დარსალია
შენ საწყალი ადამიანი ხარ გლა
Vaa
ღამის კლუბებში უყვარდა ქალს სიარული, როცა ქმარი შინ არ იყო ))) უწესიერესი ქალი ყოფილა, რას ერჩით?! ალიევს არ გაუმართლა))) ისე ბო..ი ყველგან ბოზია, უკრაინაში, საქართველოში, ამერიკაში თუ აფრიკაში
დავით 67
ეხლა შენ დაახლობით იმას ამბობ, რომ ადამიანი არ უნდა დაავადდეს არც სიმსივნით, არც გულსისხძარღვთა დაავადებებით და ა.შ. ამას რომ არავინ გვეკითხება? ისეთივე დაავადებაა ლოდომანიაც. არაფრით არ განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან. რა თქმა უნდა არავის არ უნდა რომ დაავადდეს. სხვა ავადმყოფობისგან განსხვავებით ეს აზიანებს ცნს, მაშინაც კი როდესაც იგებს ადამიანი. "რეზკი" ცვალებადობა სიხარულისა და დამწუხრებისა კიდევ უფრო უარესად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასე რომ პირველ შემთხვევაში თუ ადამიანი ცდილობს ტაბლეტებითა და ნემსებით განიკურნოს, მეორე შემთვევის წამალია ბომბი. ჩემი ნება რომ იყოს, გამოვიყვანდი იქიდან ხალხს და შევაგდებდი რგდს. ეს ნამდვილად ეფექტური წამალია, ვინაიდან არავინ ცდილობს მის აკრძალვას. ასევე მოვიქცეოდი ტოტალიტაზატორების შემთხვევაშიც!
G.LA
ფეხბურთელები კი არ ართმევენ ერთმანეთს ქალებს, ქალები ირჩევენ იმათ ვისთანაც კარგად გრძნობენ თავს. ასეთი ხახოლებიც არიან და ფრანგებიც, შეიძლება ინგლისელიც იყოს და ქართველიც. რაც შეეძლება კაზინოს, ეს დასასვენებელი ადგილი უნდა იყოს და არა აზრი იმისა რომ იქ გამდიდრდები. იმდენი უნდა ითამაშო იშვიათად რის წაგებაც არ დაგეტყობა. კაზინოში ივიწყებ ყველა პორბლემას და ის აზარტი რაც თამაშია გაძლევს საშვალებას განიტვირთო. მაგრამ უმრავლესობა ავადმყოფდება გამდიდრების მანიით და კარგავს ქონებას, ხშირ შემთხვევაში ცხოვრებასაც, მოკლედ ყველაფერი ზომიერი კარგია და კაზინოც. იგივე ქეიფი მეგობრებთან ხანდახამ ყველას გვიყვარს და მოგვწონს. მაგრამ ხშირად ქეიფი უკვე ლოთობაზე გადადის, რაც ასევე დამანგრეველია ცხოვრებაში. მოკლედ მანია ყველაფერში ცუდია.
Tbiliseli
ირანშიც, აკრძალულია ეს ეშმაკის კაზინოები და აქ კი თბილისში ირანელებს ( ბედის დაცინვაც ამას ქვია) გახსნილი აქვთ ეგ ბიზნესი. ქართველები არ ვარგივართ, რომ ამდენს ვითმენთ და ვუთმენთ, ამ გადაგვარებულ შემოსულებს. ერთი კაი პროტესტი გამოგვიხატავს? არა!!! და ამიტომაც გვაზივს ყველა თავზე.
ირაკლი
უკრაინაში მოსულია ეგეთი ამბები,მაგ.დინამოელ ფეხბურთელებს ართმევენ ქალებს შახტარის ფეხბურთელები,ბონდარმა და კონოპლიამ წაართვეს შეყვარებულები, პოპოვსა და სუპრიაგას
Suxumchanin
მართალი ხარ თურქეთში აკრძალულია კახინოები და ჩვენთან კი თურქების ხელშია ეგ ბიზნესი, შტერი წართვრლები კი ქონებას და თავსაც კარგავენ თამაშით
თემო
საშინელება იცით რა არის? სოკოებივით, რომ მოგვიმრავლდნენ, უცხო ტომელების კაზინოები საქართველოში! ბათუმზე აღარ ვიძახი, ფაქტიურად თურქების ხელშია ეგ ბიზნესი. როცა ეს საზიზღრობა ანგრევს და ტვინს ურევს ადამიანებს, მითუმეტეს ახალგაზრდებს, ნორმალური მთავრობა ნელ-ნელა შეზღუდავდა და მერე უკვე გააუქმებდა ამ "ეშმაკების მახეს". რაღა ნარკოტიკი და რაღა ეს უბედურება. ბევრი მაგალითები ვიცით, როცა წაუგიათ, ვერ გადაუხდიათ და თავიც მოუკლიათ. ღირს კი, ეს ყველაფერი ამად?!
civi
საინტერესოს მოყვა ტაიტიანასთან შესწრების ამბავი .
სგ
ხახოლები არ ვიცი, მარა გრუზინებმაც რომ შეიგნონ რომ აზარტული თამაშები და კაზინო ეშმაკის მოგონილია და ანადგურებს ოჯახსაც და ქვეყანასაც, ურიგო არ იქნებოდა.
geo-geo
ბეჩავი ხახოლი
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"სად იყო შევჩენკო ომის პირველ ოთხ თვეს?" - ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელს ანდრეის პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება
ალიევი: როდესაც გვიტევდნენ, გაზაევი ხელზე იფურთხებოდა, რათა ჩვენთვის გოლი არ გაეტანათ
ალიევი გაზაევზე: გოსდუმაში ჯიბეების გასავსებად მიძვრებიან
ალკოჰოლიზმთან მებრძოლი მილევსკი გამოჯანმრთელების გზას ადგას
კიევის "დინამოს" ექსფეხბურთელი კორონავირუსზე: ეს სიყალბეა