ქართველ რეფერის, შოთა თევზაძეს, კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას – 12 დეკემბერს მას კასტრში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა, 15-ში კი „ავჭალაზე“, რაგბი ევროპის სუპერთასის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას განსჯის.

წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლიქუინსის" დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე გვერდითი მსაჯი, ხოლო ირაკლი ჭანუყვაძე ვიდეორეფერი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ გაფრინდნენ.

„სიტყვებით ძალიან რთული აღსაწერია ის რეალობა, რაც იქ ვნახეთ. ნიკასგან სულ გვესმოდა, რომ ასეთ დონეზე სხვა დეტალებზე გიწევს ყურადღების გამახვილება, ახლა კი ამაში თავადაც დავრწმუნდი. მოედანზე პლანეტის საუკეთესო მორაგბეები იყვნენ და მათთან ურთიერთობა დიდ პატივთან ერთად, დიდი გამოცდილებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მსაჯი ვიყავი, ამ ერთი თამაშით უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს განვითარების საფეხურზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე“ – ამბობს განვლილ თამაშზე შოთა თევზაძე.

ის უკვე თბილისშია და დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადება. რაგბი ევროპამ მას "თელავივ ჰითსა" და "ენისეის" შორის „ავჭალაზე“ გასამართი მატჩის განსჯა ანდო. შოთას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და გელა ლემონჯავა დაეხმარებიან. როგორც წესი, ქართველი მსაჯები კიდითებს თავად ირჩევდნენ ხოლმე, თუმცა ახლა ეს დანიშვნა რაგბი ევროპიდან მოვიდა.

თევზაძე რთული თამაშის მოლოდინშია:

„პრინციპული დაპირისპირება იქნება. პირველ წრეში "თელავივ ჰითმა" თამაში გაწითლებულ დროზე მოიგო და ახლა "ენისეი" რევანშის აღებას ეცდება. მით უმეტეს, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვებული პლეი-ოფს უახლოვდება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და 100%-ით მზად ვარ. კარგია, რომ თამაში თბილისში ტარდება. მშობლიურ სტადიონზე თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ“.

GeorgianRugby

გიორგი
სამწუხაროდ მატჩის ბოლოს თევზაძემ ენისეის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო. ამან პირდაპირი გავლენა იქონია თელავივის მარცხზე. არ მინდა ვიფიქრო, რომ რუსებს კოჭი გაუგორა, მაგრამ შეცდომები კრიტიკული იყო.
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს