დასავლეთლონდონელთა ახალმა თავკაცმა, ანდრე ვილას-ბოასმა თქვა, რომ მას ძველი კაპიტნისა სწამს და მას სრულად ენდობა
„ჩელსის“ კაპიტანი კვლავ 30 წლის ჯონ ტერი იქნება. დასავლეთლონდონელთა ახალმა თავკაცმა, ანდრე ვილას-ბოასმა თქვა, რომ მას ძველი კაპიტნისა სწამს და მას სრულად ენდობა. ფაქტია, რომ ტერი „ლურჯების“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანია.

ტაბლოიდებმა კი შეიტყვეს, რომ ვილას-ბოასი იმავდროულად სხვა ფეხბურთელებსაც დააკვირდება და შეეცდება მათში „ჩელსის“ ახალი კაპიტანი ამოიცნოს. რად უნდა ლაპარაკი, რომ 33 წლის პორტუგალიელ მწვრთნელს ახალი ლიდერები სჭირდება.

ვილას-ბოასმა თქვა: „ჯონი ჩვენი კლუბის კაპიტანია და სანამ ისე თამაშს შეძლებს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რომ თამაშობდა, სამკლავურს მას ვერავინ შეეცილება. ტერის კაპიტნობის წლებში „ჩელსიმ“ არნახულ წარმატებას მიაღწია, გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო. ბოლო ექვსი-შვიდი წლის დიადი გამარჯვებები სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული.

გუნდის დღევანდელი შემადგენლობის წევრთა უმეტესობას ვიცნობ და ვიცი, რომ მათ შორის ჯონია დაჯილდოვებული იმ თვისებებით, რომლებიც ასე სჭირდება კაპიტანს. მას შეუძლია თანაგუნდელები აიყოლიოს. ერთი სიტყვით, თუ როდესაც ჯონი შემადგენლობაში იქნება, სამკლავური, რასაკვირველია მას ეკეთება“.

ვილას-ბოასის ამ განცხადებას ჟურნალისტებმა ანალიზი გაუკეთეს და დაასკვნეს, რომ ის ტერისთვის კარგ ინფორმაციასაც შეიცავს და ცუდსაც. კარგი ის არის, რომ ტერი კაპიტნად დარჩება, ცუდი კი ის, რომ მას სამკლავური ყველა შეხვედრაში კი არ ეკეთება, არამედ... იმ შემთხვევაში თუ მოედანზე იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვილას-ბოასი ჯონ ტერის ყველა შეხვედრაში თამაშს არ უპირებს. დიახ, ანდრე ვილას ბოასი, რომელსაც ინგლისურ პრესაში ავბ-საც უწოდებენ (როგორც ჩანს, ასე გრძელი, დეფისიანი გვარის წერას არიდებენ თავს) ყოველ შეხვედრაში თერთმეტ კაცს დამსახურების მიხედვით კი არ შეარჩევს, არამედ იმის მიხედვით, ვინ როგორ ფორმაში იქნება მოცემულ მომენტში.

და კიდევ, ვილას-ბოასის ნათქვამში მკაფიოდ იგრძნობოდა, რომ ის მოედანსმიღმა კონფლიქტებს და სკანდალებს ვერ შეეგუება. „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთელი ინგლისისთვის სამაგალითონი იყვნენ. ფეხბურთელმა კლუბს სახელი არ უნდა გაუტეხოს.

„ჩვენ გვინდა, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელები გამარჯვებულები იყვნენ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც. თუკი ისინი საზოგადოებისთვის სამაგალითონი გახდებიან, მოედანზეც მიაღწევენ წარმატებას. თუ ჩვენ, გუნდის მწვრთნელები, დავინახავთ, რომ გამოჩნდნენ ბიჭები, რომელთაც ხალხი ბაძავს, რასაკვირველია, კაპიტნობის შანსს მათაც მივცემთ. ხომ გახსოვთ, ყოფილა შეხვედრები, როდესაც „ჩელსის“ ლემპარდმა და დროგბამაც უკაპიტნეს. ბოლოს და ბოლოს ჯონი ერთადერთი ლიდერი ხომ არ არის. „ჩელსიში“ ბევრი ლიდერია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა