რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის პაუზაა, ადგილობრივი მედია კი მიმდინარე სეზონს აჯამებს. ყაზანური prokazan-ი "რუბინის" მდგომარეობასა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე წერს:

"ყაზანის "რუბინი", რომელმაც გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალხარისხოვანი ლეგიონერებით კარგად გაძლიერდა და ამავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიაც შეინარჩუნა. ექსპერტების აზრით, ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის კანდიდატი მაინც უნდა ყოფილიყო. არადა, 18 ტურის შემდეგ გუნდი მე-10 ადგილს იკავებს.

ამ ყველაფერს დადებითი მხარეებიც აქვს. ეგრეთ წოდებულმა კრიზისმა შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობისკენ წაახალისოს. თუმცა არსებობს შეზღუდვები - ამჟამად "რუბინს" რვა ლეგიონერი ჰყავს და მიმდინარე ზამთარში ყაზანს არც ერთი მათგანი არ დატოვებს. ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარი აქცენტი შიდა ბაზარზე უნდა გაკეთდეს.

ყაზანელთა მთავარი ინტერესის სფეროში მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის ფორვარდი ალეკსანდრ ლომოვიცკია და მასთან კონკრეტული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

გასულ ზაფხულს ყველამ გაიგო, რომ "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანიდან ევროპულ ტოპ-კლუბში წასვლას აპირებდა. როგორც გაირკვა, ყველა ეს საუბარი უსაგნო და უსაფუძვლო იყო - ახალგაზრდა გარემარბი რუსეთში დარჩა. ამის შემდეგ ხვიჩა უნებურად კრიზისსა და დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც შემდგომში მთელ გუნდზე გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კლუბისთვის წარუმატებელი იყო (17 მატჩში 1 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს), მის სატრანსფერო ბაზარზე ფასი არ დავარდნილა. ახლა ის ისევ 18 მილიონი ევროს ღირს, როგორც ექვსი თვის წინ. ყველაფერი ეს დიდწილად შვედეთის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშით არის განპირობებული, როცა ქართველმა გარემარბმა დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური უბოძა.

როგორც ვხედავთ, კვარაცხელიას ჯერ კიდევ შეუძლია მშვენიერი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ არა "რუბინში". შესაძლებელია, თუ ამ ზამთარს შეთავაზება სერიოზული კლუბისგან მიიღეს, ფეხბურთელი მაშინვე ევროპაში წავიდეს. თუ არა, მაშინ ტრანსფერს ისევ მოუწევს ლოდინი, სულ მცირე, ზაფხულამდე.

"რუბინს" ევროტურნირებზე გასვლა რუსეთის თასის მოპოვებით შეუძლია - ასე რომ, მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისთვის დროის მიცემა ისევ შესაძლებელია.

სოსო
აი რას ნიშნავს ნაკრებში კარგი თამაში
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
ქუთაისი
ამ ეტაპზე ყველაზე კარგი ვარიანტია რომ რომელიმე ევროპულ გუნდს მისცენ ერთ წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით . . .
ფანი
+1 არჩათვლილი გოლი
me
არ უნდა ხო ხედავენ რუბინი და გაუშვან სანამ ვენც დაგვღუპეს და უფასოდაც მოუწიათ გაშვება.8-10 მილიონი ევრო აიღონ მეტს არავინ გადაიხდის
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან