ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უკანასკნელი მონაწილე - 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109) ჩაერთო და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენობა მეხუთედ მოიპოვა!

ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.

ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!

როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.

ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

tngh
მადლობა, მადლობა... მადლობა!!! უზარმაზარი სიხარულისათვის...
BOSS
ფანტასტიკაა ყოველგვარი გადამეტების გარეშე!სულ სხვა განცდაა ყველაფერი ამისთვის დარბაზიდან თვალყურის მიდევნება! ნახევარი დარბაზი ქართველები ვიყავით და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს! პირადად ელჩს ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილს,რომელიც მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიაში(ჩემდა გასაკვირად ქართულმა ტელევიზიამ ეს არ აჩვენა),ხოლო საქართველოს ჰიმნი დარბაზიდან დასჭექეს ,,ალილოს” ბიჭებმა!(სხვა ქვეყნებს ესეთი პატივი არ ღირსებიათ).მოკლედ ლაშა არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე! არ შეიძლება დიდი მადლობა არ უთხრათ ჩვენს ლეგენდებს:ბატონებს:გიორგი ასანიძეს და კახი კახიაშვილს! ბრავო ყველას ვისაც თუნდაც მიზერული წვლილი შეაქვს ჩვენი კეთილი დევის წარმატებაში!!!
aburjga
კაცი არის შეუდარებელი სპორტსმენი. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, რეკოდსმენი ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში! და მხოლოდ 30 ადამიანმა გადაწყვიტა მილოცვა??!! რა არის ეს, რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს?
გიორგი
სასწაული კაცია ლაშა!
fani
ლაშა - ეს არის საქართველოს სიამაყე, ლაშა - ეს არის ქართული გენის დიდება, ლაშა - ეს არის საუკუნეების მანძილზე მებრძოლი საქართველოს განსახიერება, ლაშა - კიდევ ბევრი რამე არის! სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ჩვენი დევგმირის შემყურე - უფალმა მისცეს ყველაფერი საუკეთესო, დღეგრძელობა და სიხარული რომელსაც ის ჩვენ უხვად გვანიჭებს!
შალვა 73
33 წლის წინ, 1988 წელს.
შალვა 73
ძალიან მინდოდა ლაშას დაემხო ტარანენკოს მიერ 1988 წელს, 33 წლის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდი 266 კგ და ამ დღესაც მოვესწარი, აწი მშვიდად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაამხობ აწ უკვე შენივე რეკორდებს. უღრმესი მადლობა ერის სიამაყევ, კეთილშობილო ადამიანო, კეთილო დევო, დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად. მადლობა ყველაფრისთვის!!!❤️❤️❤️
მასტერს
საინტერესო ამბავი გაგვიზიარეთ, მადლობა! ლაშას და მისი გუნდს- წარმატებები!
ILIA
ზურა, მადლობა! მეც ვაპირებდი ამის დაწერას და დამასწარით. ))
ILIA
გმადლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის!
zura222
სამჭიდი უფრო ადრე შეიცვალა ორჭიდით 1973 წელს 1980 წლის ოლიმპიადას რაც შეეხება მაშინ ნაკრებში შეჩურთეს სულთან რახმონოვი რომელიც იყო ბრეჟნევის პირველი ძმაკაცის უზბეკეთის პირველი მდივნის რაშიდოვის ნათესავი თუ რაღაცა ახლობელი და ამბობენ ბრეჟნევის ბრძანებით ეხმარებოდნენ რახმონოვსო ბრეჟნევის სიკვდილის და რაშიდოვის ჩამოგდენის მერე რახმონოვსაც დაუწყეს დევნა და დაჩაგვრა და უკრაინაში გაიქცა აი ასეთებიც ხდებოდა მაშინ
შალვა 73
33 წლის წინ, 1988 წელს.
გ.ხ.
უსასრულო მადლობა !!!
შალვა 73
ძალიან მინდოდა ლაშას დაემხო ტარანენკოს მიერ 1988 წელს, 33 წლის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდი 266 კგ და ამ დღესაც მოვესწარი, აწი მშვიდად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაამხობ აწ უკვე შენივე რეკორდებს. უღრმესი მადლობა ერის სიამაყევ, კეთილშობილო ადამიანო, კეთილო დევო, დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად. მადლობა ყველაფრისთვის!!! მადლობა უფალს რომ ქართველი ხარ!!!
zura222
ნამდვილი ნიკა გვარამია ეხლა ბოღმისგანაა გასიებული და მალე გასკდება ! DDD
aaa
ყარაბაღის დაკარგვას!
სოსო
გასულ საუკუნეში ვასილი ალექსეევი იყო მიჩნეული,რეკორდების მანქანად.მას 80 მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული და როცა მისი რეკორდების რაოდენობით დავინტერესდი და მისი ბიოგრაფია წავიკითხე,მისმა ისტორიამ გამაოგნა.აღმოჩნდა,რომ მას მწვრთნელი არ ჰყავდა და წონებსაც კი,თვითონ უკვეთავდა,ვარჯიშის მეთოდებიც საკუთარი ჰქონდა და ერთადერთი შემთხვევა,როცა ნაკრების მწვრთნელებს დაუჯერა,მისთვის სპორტში საბედისწერო გამოდგა.უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს,მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე,მისცეს რაღაც "გამამხნევებელი ელექსირი",რომლის მიღების შემდეგ,სპორტსმენმა მოძრაობის კოორდინაცია დაკარგა,სიმძიმესაც ვეღარ გრძნობდა და საწყისი წონა ვერ დაძლია.ამ წონაში მეორე საბჭოთა სპორტსმენიც გამოდიოდა,რომელსაც ნაკრების მწვრთნელები ავარჯიშებდნენ და მისი გამარჯვება სურდათ.თვითნასწავლი ალექსეევიც ამიტომ გაწირეს.მაშინ ძალოსნობაში სამი მოძრაობის შედეგი იკრიბებოდა და სამჭიდში მსოფლიოს რეკორდი,600-დან,645 კილოგრამამდე გაზარდა,მერე კი,მისი მოღვაწეობის პერიოდშივე,სამჭიდი,ორჭიდით შეიცვალა.გამწარებულმა ალექსეევმა აქტიურ სპორტს თავი დაანება,მაგრამ მთელი 9 წელი,სამუშაო არ აღირსეს.მინდოდა მისი რეკორდების რაოდენობა შემედარებინა ლაშას რეკორდებისათვის,მაგრამ ამ საშინელ ისტორიას გადავაწყდი და ეს საოცარი სპორტსმენი ვერ გავიმეტე,რომ მისი ამბავი თქვენთვისაც არ მომეყოლა.მართლაც საშინელი ისტორიები ხდებოდა საბჭოთა კავშირში,რომელსაც ახლაღა,ასე შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ გავიგებთ.ლაშა ტალახაძეს ჩემპიონობას,ყველა ველოდით და გვჯეროდა,მაგრამ ყოველ მოძრაობაში მსოფლიოს რეკორდის 2-2 კილოგრამით გაუმჯობსება,უკვე ლაშას სტანდარტებსაც კი სცილდება და საოცრებათა კატეგორიაში გადადის.უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში მიწევს ცხოვრება და მის გამოსვლებს პირდაპირ რეპორტაჟებში ვუყურებ.ბედნიერი ვარ იმითაც,რომ მას საბჭოთა კავშირის სახელით არ უწევს გამოსვლა,თორემ სადაც რუსს,მათსავე სისხლსა და ხორცს,ასეთი რამე გაუკეთეს,რას უზავდნენ ლაშას,ადვილი წარმოსადგენია.
zura222
რა თქმა უნდა ყველანი დარწმუნებულები ვიყავით რომ დღეს მეხუთე ოქროსაც წამოიღენდა მაგრამ დღეს მოხდა კიდევ ერთი მაგარი ამბავი რომელიც ჩვენ "მაგარ" კომენტატორებს გამორჩათ--მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდი აკვრაში დღემდე ეკუთვნოდა ბელორუს შტანგისტს ტარანენკოს--266 კილო აწია 35 (!) წლის წინ არაოფიციალური იმიტომ იყო რომ წონები შეცვალეს პლიუს ამბობენ რომ მაშინ ტარანენკო დოპინგით იყოო გაჭყეპოლიო ! ნუუ ასეა თუ ისე ის "რეკორდიც" დამხო ლაშამ და არაკეთილმოსურნეების ბლუყუნს ბოლო მოუღო ! ეს რეკორდი იგივეა ბობ ბიმონის რეკორდი რომ მოხსნენ ის რეკორდიც 30 წელზე მეტი იყო დაუმხობელი !
მ.მ
ტალახაძე სომეხიაო იძახდა...
muro
იუტუბზე ვუკურებდი კომენტატორის გარეშე. ვინმემ იცის სომხების მწვრთნელი რას აპროტესტებდა?
ბაკური
გენაცვალე ძმაო გილოცავ ამ დიდ წარმატებას შემ და მთელ სამწვრთნელო შტაბს ასევე გილოცავთ ბარბარობის დიდებულ დღესასწაულს და კიდევ მრავალი წარმატებები ქონოდეს სპორტულ ასპარეზე
ნიკა გვარამია.
მაპატიე ლაშა! შენზე ცოტა ცუდად, რომ ვფიქრობდი და რაღაც სისულეს, რომ ვბოდიალობდი. გილოცავ ამ დიდ წარმატებას!
aburjga
ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი საუკეთესო ქართველი გოლიათი! დიდება ლაშას დიდება საქართველოს!
ლაშა ბერძენიშვილი
ტიპი აბულინგებს დანარჩენ მოწინააღმდეგეებს ისეთ დღეში ყავს:D
თემიდა
სულ გამარჯვებებით გევლოს ჩვენო საამაყო, კეთილო ფალავანო!!!!!!
Zaza
მოვიდა ხუთასიიიი ცოტაცდა.მიდი ქართველო.
R.M.
უკვე ლეგენდაა
ჯიჯი
რა არი 267 კილო,მაგას ნეკა თითით ავწევ:D:D
geo-geo
ტიპებს სურვილს უკარგავს უკვე ტურნირზე მონაწილეობისას
tngh
წარმატებები ლაშას...
კობა
საქართველოს სიამაყე ხარ ლაშა!!!...იხარე და იდღეგრძელე!!!...
დათო
…გეთანხმებით!!! ალბათ მსოფლიოს 21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენია!!!
შაკო
ამ კაცის შესაძლებლობებს ლიმიტი არა აქვს. საქართველოს 21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი!
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..