ხვალ, "შავი ლომი" 2021 წელს ბოლო თამაშს ისრაელში, ფეთაჰ თიქვაში "თელ-ავივ ჰითთან" გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის შედეგს მასპინძლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

განვლილი ხუთი მატჩიდან "ჰითმა" სამი მოიგო – ორჯერ "ლოკომოტივ-პენზასთან" და ერთხელ "ენისეისთან", "შავ ლომთან" და იმავე "ენისეისთან" კი თითო მარცხი განიცადა. ამრიგად, "თელ-ავივი" 14 ქულით მე-3 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება "შავ ლომს", ორით კი "ენისეის". ფლეი ოფში გასასვლელად მასპინძლებს უცილობლად გამარჯვება ესაჭიროებათ და მერე ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადადებულ შეხვედრას უნდა დაელოდნონ, რომელშიც "ენისეი" "შავ ლომს" უმასპინძლებს.

თავის მხრივ, გამარჯვება პირველ ადგილზე დააბრუნებს და ფლეი ოფში გასვლას დაუბევებს "შავ ლომს" და დასკვნით მატჩში ის ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ "იბერიანსს" მასპინძლობს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა; ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში ეწვევა.

საგულისხმოა, რომ როგორც "შავმა ლომმა", ასევე "თელ-ავივ ჰითმა", პირველი, ისტორიული შეხვედრა 16 ოქტომბერს თბილისში, "ავჭალაზე" გამართეს. იმ მატჩში ჩვენმა ფრენჩაიზმა საუკეთესო თამაში აჩვენა და სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული მეტოქე ბონუსით, 33:10 დაამარცხა. სულ "შავმა ლომმა" ოთხიდან სამი თამაში მოიგო და სამი ბონუს-ქულა აიღო.

გასულ შაბათს ჩვენმა გუნდმა "ავჭალაზე" რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" 27:20 მოუგო. "თელ-ავივ ჰითმა"კვირის განმავლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა და რუსთავში "ლოკომოტივ-პენზას" ბონუსით, 33:14 სძლია, ხოლო 15 დეკემბერს თბილისში, "ავჭალაზე" "ენისეისთან" მხოლოდ ქულას გამორჩა – 31:34.

ხუთი ცვლილება "შავი ლომის" ძირითადში

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა წლის ბოლო მატჩისთვის შემადგენლობა უკვე შეარჩია. "ენისეისთან" მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო 15-ში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ხაზში ცვლილებები ტრავმებითაა განპირობებული. სანდრო თოდუამ კუნთი "ენისეისთან" გაიწყვიტა და სასტარტოში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ვერ ითამაშებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მის ნაცვლად გურამ ქანდაურაშვილს ვიხილავთ, გუნდს კი შალვა მამუკაშვილი წაუძღვება.

შეიცვალა ორივე ბურჯი. შემადგენლობაში ბრუნდება ნიკა აბულაძე, მეორე ბურჯად გიორგი პერტაია დაწინაურდა, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ნიკოლოზ აფციაურის ნაცვლად ფლანკერად თამაშს ლუკა ივანიშვილი იწყებს, შერკინების შემკვრელად კი თორნიკე აქუბარდიას ვიხილავთ.

"ცუდია, რომ კაპიტანი ვერ დაგვეხმარება. "ენისეისთან" მატჩის შემდეგ, მას პრობლემები ჰქონდა, 100% არც ახლაა მზად და აღარ გავრისკეთ. ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ნიკო აფციაური და სანდრო თოდუა. არაერთხელ მითქვამს, ეს გუნდი იმისთვის შეიქმნა, რომ რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და იმედი მაქვს ყველა მათგანი თავს კარგად წარმოაჩენს. ესაა წლის ბოლო შეხვედრა, სადაც გამარჯვება მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველოდებით მის დაწყებას", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე დაახასიათა:

"ამ გუნდს ძალიან ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს. თუ ტურნირზე მათ მიერ გატანილ ლელოებს გადავხედავთ, მათი 60-65% მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგად გავიდა. არეული თამაში მათი კოზირი იქნება, რასაც სისტემური თამაში და ძლიერი, ხისტი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის გონივრულად მართვა და დომინირება შეჯგუფებებში“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

II ტური. 18 დეკემბერი. ფეთაჰ’თიქვა. 22:00 საათი (საქ. დრო)

თელავივ ჰით (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

rugby.ge

ზურა
მაგდენი ვიცი,რომ ფიროსმანის ნახატს ქვია და მსოფლიოში ცნობილი ნახატია,თანაც ძვირი ღირს,მაგრამ გუნდს რატომ უნდა ერქვას? არ აჯობებდა,რომ დაკარგული ტერიტორიების სახელი დაერქმიათ რომელიმესი?
სოსო
დიდი დანაკლისი გვაქვს შემადგენლობაში,მაგრამ ებრაელებს,უმძიმესი მატჩი ჰქონდათ თბილისში ენისეისთან,15 რიცხვში და ვფიქრობ წარმოუდგენელია აღდგენა თუ ტრავმების მოშუშება მოესწროთ.სავარაუდოდ მათაც ექნებათ დანაკლისი შემადგენლობაში და გადაღლილობის გამო,შემადგენლობის როტაციაც დასჭირდებათ.ასე რომ ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ.ამ ყველაფრის გარეშეც და მით უფრო ამის გათვალისწინებითაც.ინტენსიური რაგბის პირობებში,ისინი უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გაუძლებენ დატვირთვებს.იმედი მაქვს გოგა ხუროშვილი და ლუკა მატკავა,დღეს ბევრად უფრო თავდაჯერებულები ითამაშებენ.ავი თუ კარგი,მაგრამ გამოცდილება უკვე მიიღეს და შეცდომების გამოსწორებაზეც იმუშავებდნენ.პრემიალური ქულით გამარჯვება გვჭირდება და აუცილებლად უნდა შევძლოთ.კარგ,დისციპლინირებულ,დალაგებულ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს და მჯერა ასეც იქნება.წარმატებები!
გიორგი
კოვიდ-ტერორიზმი რომ არა, "ქარი ქაფ"-ზე ვითამაშებდით. ისე, ენისეიში ნახევარზე მეტი არ არის რუსი და რა უხარიათ?

რუსებს,"ენისეის" პლეი ოფის მატჩებზე აუცილებლად გაიყვანენ!ევროპის სარაგბო სუპერ თასი ხომ ჩვენი მეზობლების ინიციატივით შეიქმნა.დღეს კი... საქართველოზე მდიდარი ისრაელი სამხრეთაფრიკელი მორაგბეებით! ცუდი წინათგრძნობა მაქვს... ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
Რაგბის ფანი
ჩვენი ლომები
Რაგბის ფანი
ფიროსმანის ტილოს სახელია, მსოფლიო ხელოვნებაში ცნობილი
რეზო
იმედია არ დავიღუპებით((( ბუკას არყოფნა კატასტროფაა. თან კოჭოს არაა((( არც სოსო.თავზე მაღლა უნდა ახტბენ ბიჭები
ზურა
ეს სახელი ვის მოუვიდა აზრად რომ დაერქმია? შავ ლომს ვგულისხმობ...
გიორგი 50
ლევან, მართალი ხართ, არეული თამაში მეტოქეს აწყობს... ხისტი დაცვა და დომინაცია შეჯგუფებებში... თუ ვაჯობებთ შერკინებაში და მოლში, მოვიგებთ თამაშს... დაახლოებით, ისეთი სტრატეგია გვინდა, როგორც ფიჯისთან... წარმატებები ბიჭებს... ისრაელში ჩვენი თანამემამულენი მძიმე შრომას ეწვევიან და ბიჭების გამარჯვება მათ სიამაყეს მოჰგვრით...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ