ორგანიზატორები მეორე კორტის გადახურვას აპირებენ
უიმბლდონის ორგანიზატორები საჩოგბურთო კომპლექსის "ნომერ პირველ" კორტზე (სიდიდით მეორე) მოძრავი სახურავის დამონტაჟების შესაძლებლობას განიხილავენ.

სამშაბათს წვიმამ კვლავ შეუშალა ხელი მატჩების გამართვას. შეხვედრები მხოლოდ ცენტრალურ კორტზე ჩატარდა, რომელსაც მოძრავი სახურავი გააჩნია - მისი ღირებულება 80 მილიონ ფუნტს შეადგენს. სახურავი 2009 წელს აშენდა და სამშაბათს ის მეშვიდედ აამოქმედეს. უამინდობა იმ დღეს 41 მატჩის გადადების მიზეზი გახდა. სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდნენ ტურნირის ორგანიზატორები მნიშვნელობითა და სიდიდით მეორე კორტზე სახურავის დამონტაჟებაზე.

თუმცა "ნომერ პირველი" კორტის შესაბამისი რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში ვერ დაიწყება. საქმე ისაა, რომ 2012 წელს უიმბლდონის კორტებზე ოლიმპიური ტურნირი გაიმართება და მის დაწყებამდე სახურავის მშენებლობის დასრულება შეუძლებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ კორტზე სახურავს სამი წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ.

"ოლიმპიური თამაშების გამო მშენებლობა მომავალ წელს არ დაიწყება, ამიტომაც გვაქვს დრო დავფიქრდეთ უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე და გავარკვიოთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ მომავალი 10-15 წლის განმავლობაში", - განაცხადა უიმბლდონის კლუბის წარმომადგენელმა.

სახურავი ცენტრალურ კორტზე ნამდვილი მისწრებაა ტელეკომპანიებისთვის, რადგან მისი მეშვეობით მატჩის ტრანსლირება ნებისმიერ დროსა და ამინდშია შესაძლებელი. სახურავის დამონტაჟებამდე ყველაზე გვიანი მატჩები 21 საათსა და 17 წუთზე სრულდებოდა, შარშან კი პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ოლივიე როხუსის მატჩი 22 საათსა და 59 წუთზე დამთავრდა.

თუმცა ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი მთლად კომფორტულად ვერ ემსახურება მაყურებელს. სამშაბათს სამ ადგილას გაჟონა წვიმამ და ორგანიზატორებს რამდენიმე ადამიანისთვის ტრიბუნაზე ახალი ადგილის ძებნა მოუწიათ. მომხდართან დაკავშირებით უიმბლდონის ხელმძღვანელობა გამოძიების დაწყებას აპირებს.

"რთული სათქმელია როდის შეაკეთებენ სახურავს, რადგან ტექნიკურ პერსონალს ამის გაკეთება მაშინ შეუძლია, როცა ის არ მოქმედებს, -ამბობს ტურნირის პრესატაშე. - რემონტი პირველი შესაძლებლობისთანავე დაიწყება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Amiko
Es bihi bevri miaxwevs. Warmatebebi.gmerti shensken.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა