ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

voetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

voetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

voetbalnieuw-მა „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს წერილი მიუძღვნა, რომელიც განაცხადში ვერ ხვდება და შეიძლება მალე გუნდის გამოცვლა მოუწიოს:

„გენტის“ საუკეთესო ფეხბურთელი თავისი მოქმედებით შოკში გვაგდებს

„შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჩაკვეტაძე სრულად გაქრა „გენტის“ მხედველობის არიდან. მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ-ტალანტზე, მაგრამ ქართველმა ახლა დასკვნები უნდა გამოიტანოს.

ამ სეზონში ჩაკვეტაძე, როგორც იქნა, თავისი კარიერის საჭირო მიმართულებით წარმართვასთან ახლოს იყო. ტექნიკური და გამოცდილი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთი უდიადესი ტალანტი იყო, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება. სეზონის დასაწყისში ისე მოჩანდა, რომ ჩაკი მაინც მოახერხებდა „გენტში“ თავისი კვალის დატოვებას. ეს სეზონი მისთვის ახალი სტარტის მანიშნებელი იყო.

ვანჰეზებრუკი თანდათან აძლევდა სათამაშო დროს ტრავმებისადმი მიდრეკილ ქართველს, რაც რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. პირველად სეზონში „მეხელენთან“ გამოჩნდა, როდესაც შეცვლაზე 21 წუთით შევიდა და ეს კლასის საჩვენებლად საკმარისი აღმოჩნდა. „მას ჯერ კიდევ აქვს კარგი ფეხები“, - თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა. გავიდა სულ ცოტა დრო, ვიდრე გუნდის თავკაცი თავის დიად, მაგრამ მყიფე, ნიჭიერ ფეხბურთელს ბაზაზე შეაქებდა.

ასე იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრებში. მაშინ ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახლდათ. „მხოლოდ გიორგიმ ითამაშა თავისი ნორმის ფარგლებში“, - გაისმა უკანასკნელ ცნობებში. ვანჰეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი კრეშენდოა და უმატებს: „მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება, ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს“.

ეს ოპტიმისტური სიგნალები სერიოზულ იმპულსს ნიშნავდა ფეხბურთელისა და გუნდისათვის. ის კონტრაქტის მიხედვით აღმოსავლეთ ფლანდრიაში ოთხი წელი მუშაობდა და ეს პერიოდი რამდენადმე უნაყოფო იყო თვითნაბადი ნიჭის მქონე ოქროს ქართველისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ (კლუბის გენერალური დირექტორი) ტრანსფერზე „ტოტენჰემის“ წინადადებაც კი უარყო. „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონ ევროდაც კი არ გავუშვებთ. მის ერთი ან ორი წლით დატოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ლუვაჟიმ 2018 წელს.

თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, მან სწორი მიმართულება დაკარგა. ვანჰეზებრუკი თავის ათიანს ხშირად განაცხადს მიღმა ტოვებს. ასე მოხდა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში. ეს ძალიან საგანგაშოა.

„გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია. ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში და, თავად იქმნი პრობლემებს“, - ბრძანა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე.

უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას ჩაკვეტაძემ დიდი შრომისუნარიანობით არ გამოიჩინა თავი, რაც „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა.

ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩაკვეტაძე „გენტში“ უკანასკნელ კვირებს ითვლის და გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხაზგასასმელია: ჩაკვეტაძე შეიძლება ევროპის რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდეს. ჯერ უცნობია, რომელი კლუბია მზად მის ასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გააჩნია, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია. უკანასკნელ წლებში რომ თამაში თითქმის არ უწევდა, ჩაკვეტაძისთვის პლუსი არაა.

ეს უეჭველია, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძიებაში პრობლემას შეუქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო რამდენიმე წლის წინ. 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".

ჩაკვეტაძეს აშკარად ჰყავს ჩვენზე უკეთესი მრჩეველი და გულშემატკივარი. იმედია, მან უკეთ იცის ფეხბურთელისთვის რა და როგორ ჯობია. ფაქტია, ძალიან რთული წლები გამოიარა და ეხლაც პრობლემებს ებრძვის. მისი მთავარი პრობლემა ფიზიკური მოუმზადებლობაა და ახლა ფსიქოლიგიურიც დაემატა, რასაც კრიტიკით ნამდვილად ვერ ვუშველით. მასთან სპეციალისტის მუშაობაა საჭირო - კაცი ვერ ვარჯიშობს და ჯერ მის სათამაშო პრაქტიკაზე არაა ლაპარაკი. ჯერ 22 წლისაა და ნაადრევად მისი ჩამოწერა შეცდომაა

ჩაკვეტაძეს აშკარად ჰყავს ჩვენზე უკეთესი მრჩეველი და გულშემატკივარი. იმედია, მან უკეთ იცის ფეხბურთელისთვის რა და როგორ ჯობია. ფაქტია, ძალიან რთული წლები გამოიარა და ეხლაც პრობლემებს ებრძვის. მისი მთავარი პრობლემა ფიზიკური მოუმზადებლობაა და ახლა ფსიქოლიგიურიც დაემატა, რასაც კრიტიკით ნამდვილად ვერ ვუშველით. მასთან სპეციალისტის მუშაობაა საჭირო - კაცი ვერ ვარჯიშობს და ჯერ მის სათამაშო პრაქტიკაზე არაა ლაპარაკი. ჯერ 22 წლისაა და ნაადრევად მისი ჩამოწერა შეცდომაა

• ჟორა

დაიწყო....აქ რომ კომენტარებს წერთ და შეძახილებს: უნდა იშრომოს,უნდა ივარჯიშოს,უნდა ...უნდა... თვითონ რა , ჭურში ზის? ამდენი ხანია ბელგიაში, გარშემო ფეხბურთელები რომ სულ ვარჯიშობენ, შრომობენ,რა ვერ ხედავს?მას პრობლემები არა წელს შეექმნა,ეგ ქართული მენტალიტეტის პრობლემაა.იშოვა ორი ( ხუთი,ათი...) კაპიკი და მორჩა.ინტელექტიც კი არ ჰყოფნის გაიგოს რომ ეს საკმარისი არის მხოლოდ საქართველოში და ისიც მოკლე დროში.

• ვახო

უნდა წავიდეს ქეცბაიასთან ! მარტო იმას შეუძლია ჩვენი მკვდარი ფეხბურთელების გაცოცხლება და ფეხბურთში დაბრუბება . თუ არა და დარჩება ისტორიაში , როგორც ერთი სეზონის ფეხბურთელი და იაროს მერე ნანუკს შოუში

• ემიგრანტი

ჩაკვატაძე ფეხბურთელი არ არის,აჯობებს საქართველოში წავიდეს და იქ ითამაშოს ტორპედოში ან ბოლნისში,რას გავს ტომ ნახოთ

• დ

შენ რა იცი სად დადის და რომელ ბარებში?! რას ჭორიკნობ ამხელა კაცი, იმის მაგივრად გაამხნევო და სტიმული მისცე. ჭორიკანა პატარა კაცი ხარ შენ, ვინცა ხარ.

• simartle

ვის რად უნდა ბარიდან და რესტორნიდან არ გამოდის,ვარჯიში ამას არ უნდა და ვარჯიშის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებს,წონა აქვს 8-კილოთი მეტი..ფეხბურთი ამისთვის დამთავრებულია

• ქომაგი

კარგი კომენტარია და მართლაც გასამხნევებელი კომენტარები სჭირდება გიოს. არავითარი უარყოფითი კომენტარები! ასევე გიოსთან ერთად ხვიჩაც გავამხნევოთ!

• ქ. გ.

ვინ გითხრათ, რომ მოტივაცია დაკარგა? გიორგი მაგარი ბიჭია. დაბრუნდება და კარგად ითამაშებს.

• Guja Kakhadze

ყველა ადამიანში არის ღმერთისგან ბოძებული, სრულყოფილებასთან მიახლოვებული გამორჩეული ნიჭი და მხოლოდ ფეხბურთელის არჩევანზე არის დამოკიდებული თუ ვისი დახმარებით განავითარებს ამ ზეშესაძლებლობას (ყველასათვის ცნობილი ავტორიტეტის თუ ვისაც ეს მართლა შეუძლია) და გახდება წარმატებული სპორტსმენი, ან დარჩება თავსმოხვეული სტერეოტიპების ტყვეობაში და შეზღუდული შესაძლებლობებით დაკმაყოფილდება!

• თენგო

რამდენი გვყავდა და გვყავს ასეთი გზასაცდენილი და დაღუპვისკენ მიმავალი ბაიჭები. ფედერაციას რამე მიმართულება არ უნდა ქონდეს მათ გადასარჩენად? თუ გაყიდეს და ახლა ფეხებზე კიდიათ?

• ოტელო

ერთ ორ კაპიკს გააკეთებენ და მერე ეზარებათ შრომა ესაა ქართველი ფეხბურთელის სენი

• ისიდორე

შრომაა საჭირო. გიორგის შემთხვევაში ეს არ არის.ასეთი ტალანტები ჩვენს ქვეყანას ბევრი არ ჰყავს დაეს არის ჩვენი უბედურება. იმედია ძალებს მოიკრეფს და ათამაშებს ისევ

• SILVERMARCS

ჩაკვეს წინა სურათის ქვეშ დავწერე, ახლა კიდევ გავიმეორებ, არის გამოსავალი - საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს ვითომ რა იქნება?! თუ მაგარია და თავს გამოიჩენს, როგორც ადრე შეამჩნიეს და შიძინეს, ისევ გამოუჩნდება მუშტარი! თუ აქც ვერ ითამაშა, მაშინ რაც არის ეს არის და უნდა შევეგუოთ!

• გიორგის ვუსურვოთ წარმატება! ჩვენი მხარდაჭერა ეხლა სჭირდება!!!!!!!

გიორგი! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამიტომ არ დანებდე, ამ დროებით ჩავარდნას, რაც ტრავმიანობით არის გამოწვეული. შენ ნიჭი და მიზანდასახულობა არ გაკლია და ამიტომ ისევ წამოდგები ფეხზე და გაახარებ შენს გულშემატკივრებს, რომლის დეფიციტს, ნამდვილად არ განიცდი.

• სპორცმენი თანაც დიდი ფეხბურთელი, არ უნდა ეძალებოდეს, ნაკოტიკულ საშუალებებს.

საბოლოოდ ისე გაიფარჩაკა თავისი კარიერა/დიეგო არმანდო მარადონამ/ ნატკოტიკებით, რომ ლაპარაკიც და სიარულიც კი უჭირდა.

• ჟორა გაბრიჭიძე

კაცი რომ მწვერვალიდან დაშვებას იწყებს ძნელია შეჩერება და მწვერვალისკენ შებრუნება, ამიტომ ბოლომდე უნდა დაეშვა და ახალი ძალით შეუტიო მწვერვალს. მაგრამ როგორ შეუტევ ახალი ძალით თუ სათადარიგო სკამზე ზიხარ? ამიტომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ თუნდაც რომელიმე დინამოდან.

• გიზოგ

გეთანხმებით ბატონო გია, ეს უდიდესი ტალანტია და მას მთელი სპორტული და არამარტო სპორტული საქართველო უნდა დაუდგეს გევერდში. ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ერთა ლიგაზე რამის მარტომ გაამარჯვებინა, რომ არა ტრამვა ევროპაზეც გაგვიყვანდა. ჯანმრთელობას და დიდ სპორტულ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის დამდეგ ახალ წელსაც და შემდეგ წლებშიც.

• Guja Kakhadze

ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად: "მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია". მოძებნოს მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ტრავმამედეგობას და კიდევ - სირბილის პრობლემა რომ აქვს ამაზე არავინ ლაპარაკობს: ისწავლოს მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა უკვე თავისი ყველა ფეხბურთელისგან ითხოვს და ისევ მრავალმილიონიან ფეხბურთელად გადაიქცევა და აღარც ყენიას და დანარჩენების ბედს გაიზიარებს.

• გია

არ შეიძლება ვინმემ კომენტარი სთხოვოს აგენტს, ან ოჯახს, ან გიორგის თვითონ? ხომ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა ხდება მის თავს? ჩვენ ხომ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ და გვიყვარს ეს ბიჭი? ასე არ შეიძლება

რომ მობრუნდეს, აქ აღარ განაწყენდება და ივარჯიშებს? ან მერე წავა უფრო ძლიერ კლუბში? ეს ნაცნობი სცენარია. იძახდნენ ადრეც წამოვიდესო, მაგრამ თუ მეტად არ განვითარდა, რა აზრი აქვს წამოსვლას? ეგრე იყო პაპუნაშვილი და დღეს მისი კარიერა სადღაც ჭ ლიგაში გრძელდება

• ქ. გ.

დროებით საქართველოში უნდა დაბრუნდეს. ბელგიური საჭმელი და ჰავა არ მოუხდა. სახლში 2-3 თვეში ჯანზე მოვა და ათამაშდება კარგად. ტექნიკა და საფეხბურთო აზროვნების უნარი არ იკარგება.

• მერაბი

ასე მგონია რომ ჭანტურიას ან ყენიას მიმართ დაწერილ სტატიას ვკითხულობ, არაფერი ახალი, ერთი და იგივე სინდრომი, ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში თამაში, მეორე სეზონზე ტრავმა, რეაბილიტაცია და შემდგომ ათასნაირი მიზეზი უთამაშებლობის. ძალიან სამწუხაროა, თუ გიორგიც იმედგაცრუება იქნება.

• მადრიდისტი

ფეხბურთი აღარ მინდა კარატეზე უნდა შევიდეო..პატარაა ჯერ მაინც....სცადოს ბედი

• ზურა

სანიოლმაც ხომ გამოუშვა ბოლო თამაშის წინ რომ არ ვარჯიშობდა

• 100%.

თავისი პროფესიული პიკის დროს, ყოველ დილით 12 კილომეტრს დარბოდა, დიეგო არმანდო მარადონა! აღარ ვიტყვი არაფერს, რობერტო კარლოსზე.

• Eseigi.

წაიკითხეთ - 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო". --- ბელგიელმა ვირთხებმა ქართველ ღორებთან მახინაცია გაიჩალიჩეს

• გიორგი

არა მგონია მწვრთნელი ცდებოდეს. თავდადებული შრომის გარეშე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია. ვინც ახლოს იცნობთ, ურჩიეთ ოფლი ღვაროს.

• თენგაბი

ცოტა დაისვენოს და მერე ათამაშდება, გიო ტალანტია და თავის სათქმელს იტყვის

• giorgi

გენტიდან წასვლა საერთოდ არ არის ტრაგედია მთავარია როცა წავა მერე არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება და ისეთ კლუბში არ წავიდეს სადაც კვლავ შეექმნება პრობლემები და ამაზე უარეს სიტუაციაში ჩავარდება. ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 1 სეზონი საქართველოში დაბრუნება მაგ თბილისის დინამოში ან ბათუმის დინამოში ორივე გუნდი ევროტურნირებზე თამაშობს და აქ თამაში დაეხმარება ფორმის აღდგენაში. კაშიამ ითამაშა ერთი სეზონი და საერთოდ არ შეტყობია რაიმე კომპონენში რომ რამე მოეკლოს ან რეგრესზე წასულიყოს პირიქით ნაკრებში ძალიან კარგი მატჩები ქონდა და აღიდგინა ფორმა და მერე ევროპაშიც გადავიდა ლოკოდან უპრობლემოთ ვფიქრობ ახლა რომ დაბრუნდეს და დაიწყოს თამაში ქართულ კლუბში აგვისტომდე აღიდგენს ფორმას ევროტურნირებსაც ითამაშებს და მერე ინტერესი ევროპის კაი გუნდებიდან ისევ მოვა. ხარაბაძე ჩამოვიდა შვეიცარიდან არ იყოო ფორმაში ახლა დინამოში თამაშობს და მშვენიერ ფორმაში შევიდა და ნაკრებშიც კარგი თამაშები ქონდა ასე, რომ ნამდვილად არ არის ტრაგედია ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება მშობლიურ გარემოში უფრო მარტივი იქნება ფორმის აღდგენა და თამაში ასეთ რთულ ეტაპზე ვიდრე ახალ უცხო ქვეყანაში უცხო გუნდში და ა.შ.

• გოჩა

ვითომ სალუქვაძის წინასწარმეტყველება აჰხდა?? ტობოლში ან კაირათში რო უწინასწარმეტყველა კარიერის გაგრძელება ისე ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ როგორც ინფორმაცია გამოვიდა რუსეთის პირველი ლიგის ფეხბურთელით აპირებენ მის შეცვლას გენტში რაც არის ტრაგედია!! ესეიგი გენტისთვის ჩაკვეტაძე რუსეთის პირველი ლიგის დონეც აღარ არის რაც არის ძალიან მძიმე და არასასიამოვნო მოვლენა თან მისი აგენტები რომ ვიციი ჯერ ისედაც სად წაიყვანეს თავიდანვე და ახლა მითმეტეს მაგათ ა ამ პირობებში და ამ ფორმაში სად უნდა მოაწყონ ან რა კლუბში უნდა წაიყვანონ ეგეც უკვე წარმომიდგენია წესიერ გუნდს და ჩემპიონატს ნამდვილად არ ველი :((( და შეიძლება მართლა აჰხდეს სალუქვაძის წინასწარმეტყველება.

• კაპიტან გარდენბურგი

ჯაკობია გახოკიძის ტანმდემი მიხედავს ამას... იქვე არ ყავს? საწყალი ჩაკვე :( რა ხალხს გადაეყარა. გამოფხიზლდი ბიჭო სანამ დროა, მოეშვი ამ შეყვარებულობანას და ძმაკაცებში დროის გაყვანას. ან რასაც შვები მანდ არასწორს - იმას. აბა როგორ ახერხებ ამხელა ინტერესის ფონზე მწვრთნელების და გულშემატკივრის გადაკიდებას? დაიწყე ვარჯიში და თუ რამე გიჭირს ერთი ინტერვიუ ჩაწერე, რა დაგემართა შე კაი ადამიანო . გამოფხიზლდი!!!

• გიორგი

როცა ფეხბურთელს არც ტრამვა აქვს და არც დისკვალიფიკაცია და ამდენი ხანი არ შეიყვანენ განაცხადში ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას რომ ან მწვრთნელის სჯის რაღაცის გამო ან კიდევ გუნდიდან გაშვებას უპირებენ და უკვე გადაწყვეტილია ეს ამბავი და იქედან გამომდინარე რომ სატრანსფერო ფანჯარა ფაქტიურად 1 კვირაში გაიხსნება დიდი ალბათობით დატოვებს გენტს სამწუხაროდ ახლა ისეთ ფორმაშია და იმდენი ხანი გაუცდა რომ არამგონია რომ გენტზე უკეთეს გუნდში ან ბელგიაზე უკეთესი ჩემპიონატის გუნდში გადავიდეს და ევროპის კარგი ჩემპიონატის წესიერი გუნდებიდან წამოვიდეს ინტერესი 2 წელზე მეტი წესიერად ფეხბურთი არ უთამაშია და რაც დაბრუნდა მისი თამაშის ხარისხი და ფორმა ნამდვილად არასახარბიელოა და თან ზამთარში ახალი გუნდის პოვნა რთულია.

• გიორგი

ნიჭი და ტალანტი მნიშვნელოვანია რათქმაუნდა , მაგრამ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია შრომაა საჭირო და მონდომება. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყოლია, რომლებმაც თავიანთი ხასიათის უდისციპლინობის არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო ვერ ითამაშეს იმ დონეზე რა დონეზეც შეეძლოთ, უამრავი გვარის დასახელება შეიძლება მჭედლიძე, ,გოგუა ,ჭანტურია ,ხოჯავა და კიდევ ბევრი სხვა. ტრამვა რათქმაუნდა ცუდია და მნიშვნელოვნად აზიანებს ფეხბურთელს, თუმცა ტრამვა ბევრს მიუღია მაგრამ დაბრუნებულან და უფრო მაგრად დაუწყიათ თამაში. რობერტო ბაჯიო ყველაზე მეტად იყო მიდრეკილი ტრამვებისკენ მაგრამ როცა თამაშობდა შეუდარებელი იყო მოედანზე, მარადონას საერთოდ ფეხი მოტეხეს მაგრამ რომ დაბრუნდა და მოიშუშა ტრამვა უფრო მაგრად დაიწყო თამაში ვიდრე იქამდე თამაშობდა და მე არ გამიგია ზოგადად ფეხბურთელი ვისაც არ ქონია ტრამვები. დიდი ფეხბურთის თამაში თუ გინდა რათქმაუნდა ნიჭი და ტალანტიც საჭიროა თუმცა ამასთა ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტი თავდაუზოგავი შრომა მონდომება დისციპლინა რაც ჩვენს ფეხბურთელებს სამწუხაროდ აკლიათ და ჩაკვეტაძე ნებისმიერ კლუბში სადაც არ უნდა წავიდეს თუ არ იშრომებს და არ დაიხარჯება ბოლომდე არ მოინდომებს და მაქსიმუმს არ დადებს ყველგან ასეთი მდგომარეობა ექნება როგორიც აქვს ახლა.

• a

ეს რომ რუსეთში თამაშობდეს, წავიდოდა აი რუსებმა რა უქნეს, განაცხადშიც არ სვამენ, უნდათ რომ ანჟი მახაჩკალას დონეზე დავიდეს და ა.შ

• არარსებობს

არანაირი კონტაქტი!!!

• ლივერპული მძულს

ლივერპულმა მინიმუმ 100 წელიი არცერთი თასიი არ მოიგოს უფალს ვევედრები და კლოპი ვაფშეე ვერასდროს ვეღარ ეღირსოსს თასსს უფალო გევედრებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• კოკა

არც ერთ ქართულ გამოცემაში არაფერი არ იბეჭდება ჩაკვეტაძეზე, ეტყობა არ უნდათ დალაპარკება. ძალად ხომ ვერ აალაპარაკებენ?

• ვაჟა მასწავლებელი

ქართველო სპორტულო ჟურნალისტებო!, ვიღაც-ვიღაც ევროპელი სპეციალისტების უკვე გაჟღერებულ მოსაზრებებს პერიოდულად რომ გადმოგვცემთ ჩაკვეს შესახებ, არ შეიძლება დაელაპარაკოთ მას?, მის მწვრთნელს?, მენეჯერს?, ან ბოლო-ბოლო ოჯახს? და მოგვაწოდოთ რეალური ინფორმაცია რა ხდება მის გარშემო?

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

ჩამოწერილი ჰყავს თუ არა ჩაკვეტაძე - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელი სერიოზულ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა

"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა