საქართველოს 2008 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვილნიუსში დღეს დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ლიგა ბრწყინვალე გამარჯვებებით გახსნა. ამბროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველო 2008-მ ლიეტუვის დედაქალაქში დღეს 2 შეხვედრა გამართა და ჯამში 91 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. ქართველმა 14-წლამდელებმა ლატვიურ გუნდებს – “მარუპეს” და “იუგლას” შესაბამისად 90:39 (სტატისტიკა) და 70:30 (სტატისტიკა) სძლიეს.

როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ორმოცაძე-გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა მოზარდებმა ორივე მატჩი იოლად მოიგეს. ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, კარგად ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულებიც. უპირველესად გამოსარჩევია გუნდის დებიუტანტის, დავით ფაჩულიას შედეგიანობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში ნბა-ს ორგზის ჩემპიონის, ქართველი ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ზაზა ფაჩულიას შვილია.

დავითმა განსაკუთრებით შედეგიანად მეორე შეხვედრაში, “იუგლას” წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც არასრულ 18 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. 13 წლის ფაჩულიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი აუცდა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავე მატჩში 12 ქულითა და 4 ჩაჭრით მათე ხატიაშვილი გამოირჩა, ხოლო გიორგი მუშკუდიანის ანგარიშზეც 12 ქულა დაგროვდა.

რაც შეეხება მეორე ლატვიურ გუნდ “მარუპესთან” შეხვედრას, საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ქურასბედიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა სროლის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოაგროვა. მათე ხატიაშვილმა 10 ქულა და 4 პასი მიითვალა, ხოლო დავით ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

საქართველო 2008 მომდევნო მატჩებს 28 დეკემბერს – ვილნიუსი KM-ის პირველ და მეორე გუნდებთან გამართავს. შეხვედრები თბილისის დროით 14:00 და 20:00 საათებზე დაიწყება.

GBF.GE

მოქალაქე
რა მაინტერესებს რა გვიხარია.. დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს.... სწორი მიდგომა აქვთ ახლა ვიგებთ,მაგრამ როცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკრებს მაშინ კი ვაგებთ...
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა