დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე 14-წლამდელთა შორის, რომელსაც ლიეტუვის დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. ამბროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველო 2008-მ გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ორი წრის ჯამში ჩატარებული 10 შეხვედრიდან ქართველებმა 6 მოიგეს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე არიან.

საკუთრივ მეორე წრის მინი-ტურნირი, რომელმაც ვილნიუსში გამართული 5 მატჩი მოიცვა, ქართველებმა მეორე ადგილზე დაასრულეს. პირველობა ერგო ტურნირის მასპინძელ კლუბ “ვილნიუს KM”-ს, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო. მეორე წრის ბოლო მატჩი საქართველო 2008-მ 29 დეკემბერს ჩაატარა. ქართველების მეტოქე ირლანდიური კლუბი “ნორთ ატლანტიკი” გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა 60:40 მოუგეს.

ჩვენს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა მათე ხატიაშვილი, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი დავით ფაჩულიამ აჩვენა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი (იხილეთ სტატისტიკა). ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში ჩვენი გუნდიდან მათე ხატიაშვილი მოხვდა, რომელიც ევროპის ლიგაზე საშუალოდ 17.8 ქულას აგროვებს.

საქართველოს დელეგაცია ვილნიუსიდან 30 დეკემბერს დაბრუნდება და ახალი წლის შემდეგ ვარჯიშები ევროპის ლიგის მე-3 წრისთვის მოსამზადებლად გაგრძელდება, რომელსაც 10-13 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.

GBF.GE

დდდ
აბა ლიტველებს ვერ უგებ და რა პრეტენზიები უნდა გქონდეთ?
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ