მივიდა თუ არა ლუის ენრიკე რომაულ კლუბში, პირველი ის განაცხადა, რომ გუნდი შეტევით ფაზაში საჭიროებს გაძლიერებას
მივიდა თუ არა ლუის ენრიკე “რომაში”, პირველი ის განაცხადა, რომ გუნდი შეტევით ფაზაში საჭიროებს გაძლიერებას. თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, “ჯალოროსის” ერთი კარგი მეკარეც არ აწყენდა და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯები.

დედაქალაქელების სურვილი იყო, რომ ემილიანო ვივიანო გადაებირებინათ “ბოლონიადან”, თუმცა “ბრმა აუქციონის” შედეგად კიპერი “ინტერს” დარჩა. “ბოლონიას’ მესვეურებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ვივიანო “რომასთვის” უნდა მიეყიდათ, აი მილანელთა პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. გამომდინარე აქედან, “ტრიგოიაზე” გადაწყვიტეს, რომ ვივიანოს უნდა შეეშვან და სხვა მიმართულებით გაააქტიურონ მუშაობა.

“გაძეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჰოლანდიური წყაროები უმაგრებენ ზურგს, ლუის ენრიკემ მარტენ სტეკელენბურგს დაადგა თვალი და უახლოეს დღეებში, მასთან პირადად შეხმიანებას აპირებს. 28 წლის ჰოლანდიელი მეკარე “აიაქსის” ღირსებას იცავს, ამასთან ეროვნული ნაკრების პირველი ნომერია - ისიც ცნობილია, რომ მისით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. სტეკელენბურგის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, თუმცა ბოლო მომენტში ინგლისელებმა ესპანელ დე ხეიაზე შეაჩერეს არჩევანი. მოკლედ, “რომას” სერიოზული კონკურენტი გამოაკლდა და სწორედ ამიტომ, ამსტერდამს იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ეწვევა - ამას მისივე კომენტარი ადასტურებს:

“ჩვენ მართლაც გვსურდა ვივიანოს გადაბირება და “ბოლონიას’ მესვეურებთან მოლაპარაკებულნიც ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ემილიანო “ინტერს” დარჩა. ამიტომ, მიზნად მარტენ სტეკელენბურგის გადაბირება დავისახეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. რამდენიმე დღეში, ამსტერდამში ჩავალ და არსებულ ვითარებას ადგილზე გავეცნობი - ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადება და ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ჰოლანდიელები”.

“გაძეტას” მტკიცებით, “რომას” მესვეურები მზად არიან სტეკელენბურგის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ - ამსტერდამელთა პოზიციას მალე გავიგებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე