ბეკენბაუერი: ნუ სთხოვთ ლამს ეფენბერგობას!
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოარკვიეს, რომ მიუხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის კიდევ მხოლოდ ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.

რეკორდმაისტერის სამიზნეები ამ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი და „ლევერკუზენის“ საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი არიან. „ბილდი“ ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში, სხვა მოთამაშეების შეძენაზე აღარ იზრუნებენ. ასეთი ტენდენცია კი აშკარად არ მოსწონს მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს. „კაიზერი“ აფასებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც „ბაიერნმა“ აქამდე იყიდა (რაფინია, ნილს პეტერსენი, მანუელ ნოიერი) და ძალიან მოსწონს როგორც ბოატენგი, ასევე ვიდალიც,

მაგრამ ბეკენბაუერი ისურვებდა, რომ „ბაიერნს“ ეგრეთ წოდებული „აგრესიული ლიდერიც“ ეყიდა.

„მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის, აშკარაა, რომ „ბაიერნს“ ნამდვილი ლიდერიც ჭირდება. სწორად გამიგეთ, ამ განცხადებით ბასტიან შვაინშტაიგერისა და ფილიპ ლამის გაკრიტიკება სულაც არ მინდა. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები, „ბაიერნისთვის“ ფასდაუდებელი მოთამაშეები არიან, მაგრამ ნამდვილი ლიდერობისთვის რაღაც არ ჰყოფნით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონში ორივე მათგანმა შეძლოს ჩემ მიერ ნახსენები ლიდერის ფუნქციის შესრულება, - აცხადებს „კაიზერ-ფრანცი“ „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - ბოლოს „ბაიერნში“ ასეთი ფეხბურთელი მარკ ვან ბომელი იყო. შესაძლოა, ეს უკანასკნელი არ იყო მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი, მაგრამ ლიდერის ფუნქციებს უზადოდ ასრულებდა“.

ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა შვაინშტაიგერს და ლამს ძალით აიძულებენ იმის გაკეთებას, რაც მათ არ შეუძლიათ და კაიზერი ამაში იმ ფუნქციას გულისხმობს, რომლის შესრულება ახლო წარსულში ერთადერთ ბაიერნელს, ვან ბომელს შეეძლო. „არც ფილიპი და არც ბასტიანი არ არიან ისეთი ტიპები, როგორებიც ლოთარ მათეუსი ან შტეფან ეფენბერგი იყვნენ. ლამი ყოველთვის ლამი იქნება, მისგან ახალი ეფეს გამოძერწვა შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაპიტნობის ისეთი სტილი, როგორიც ლამს აქვს,“ - ამბობს ბეკენბაუერი.

სხვამხრივ, რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი, იუპ ჰაინკესის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით კმაყოფილია. კაიზერის აზრით, „ბაიერნი“ კარგადაა დაკომპლექტებული და წესით, მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა