მაგათს ფული ბევრი აქვს და რა ენაღვლება...

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ტრეში კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს.

„კიკერის“ ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და წინ აღარაფერი დაუდგება. 23 წლის ტრეშს, რომელსაც საყრდენი ნახევარმცველობის გარდა, დაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, შვაბურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს. „შტუტგარტის“ ხელმძღვანელებმა მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, მაგრამ ტრეშმა ამაზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვაბები ვალდებულები არიან, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ახლავე გაყიდონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგის“ მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი მზადაა, „შტუტგარტს“ ტრეშის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ტრეშის გარდა, ვოლფსბურგელებს ახალი თავდამსხმელიც სურთ. თურქული და გერმანული პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ „მგლებმა“ ბეშიქთაშის 26 წლის გოლეადორი ბობო გადაიბირონ, რომელსაც თურქულ გრანდთან კონტრაქტი დაუმთავრდა, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუგრძელებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა