ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 108:103 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

მალიკ მონკმა 22 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

რასელ უესტბრუქმა 20 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია 9 დაკარგვაც.

რაც შეეხება "ტიმბერვულვზს", ნეზ რაიდმა გუნდს 23 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 19 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მინესოტა" 16 გამარჯვებითა და 20 წაგებით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 4 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ლეიკერსი - მინესოტა

"ბოსტონ სელტიკსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 116:111 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა თავი 50 ქულით, 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

დენის შროდერმა 21 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "მეჯიქს", ტერენს როსმა გუნდს 33 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა.

უენდელ კარტერ ჯუნიორმა 15 ქულა, 16 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "სელტიკსი" 18 მოგებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ორლანდო" 7 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 4 იანვარს, "ჩიკაგო ბულზის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ბოსტონი - ორლანდო

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს