"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ესპანეთის კურორტ ოლივაზე წაიყვანა, რომელიც ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის, საფორის კომარკის შემადგენლობაში შედის.

"გენტი" შეკრებას ხშირად გადის ოლივაზე. 3 იანვარს გუნდი ხანმოკლე შვებულების შემდეგ ანტვერპენიდან ალიკანტეში გაფრინდა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით მივიდნენ და უმალ საქმესაც შეუდგნენ.

გუნდთან ერთად არ არიან მაიკლ ნგადეუ, ტარიკ ტისუდალი და სულეიმან მარე, რომლებიც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. კოვიდი დაუდასტურდათ სინან ბოლატს, ლორან დეპუატრს, ნურიო ფორტუნას, ჯანი ბრუნოსა და იბრაჰიმ სისეს და ისინი ბელგიაში დარჩნენ. კრისტოფერ ოპერი გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.

ვანჰეზებრუკმა სანაპიროზე ვარჯიში 07:45 საათზე დაიწყო და ფეხბურთელები მზის ამოსვლას კროსით შეეგებნენ. 10:45 საათზე მეორე ვარჯიში ჩატარდა - მოედანზე ბურთით. სადილის შემდეგ დაისვენეს, ხოლო 16:15 საათზე მესამე ვარჯიში დაიწყო.

7 იანვარს "გენტი" ამხანაგურ მატჩში "ალკმაარს" შეხვდება, რის შემდეგაც შინ დაბრუნდება და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში, "კორტრიკს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, უკანასკნელ ხანს ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ ხვდებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის გამოცვლა მოუწევდა.

Gio
რახან გუნდმა წაიყვანა შეკრებაზე ესეიგი დიდი ალბათობით გენტში რჩება მინიმუმ სეზონის ბილომდე გაშვება რომ ქონიდათ გადაწყვეტილება შეკრებაზე არ წაიყვანდნენ.
art jgufi
სად ხართ უსაქმურებო კომენტარები ცოტაა,ზოგმა ლანძღეთ,ზოგმა კარგი წერეთ..ალბათ ინტერნეტის ფულიც არ გაქვთ..
hhh
თუ ტრამვის ყველა რეციდივი გამორიცხული და კიდევ ვერ შევიდა ფორმაში არ ვიცი რა, მაშინ გურულების არ იყოს ლენგერა უნდა წელზე და ეგებ გამოფხიზლდეს.Dდდდდდდდდ
თეიმურაზ
წარმატებები ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს. უფალი შეეწიოს...
თენგო
ახლა თავისი ბედი თავის ხელშია კარფი მომენტი აქვს მაგის ადგილზე ცალკე დამატებით ვივარჯიშებდი ჩვენზეც უნდა იფიქროს ცოტა უფალი მისცემს ნებისყოფას ითხოვოს და მიიღებს
რონი
მიდი ჩაკვე აკრიფე ფორმა რააა ამდენი ხანია უფეხბურთოდ იყავი ნახევარი წელი გავიდა რაც ტრამვა მოირჩინე ეხლა დროა ყველაფერი უკან მოიტოვო აკრიფო ფორმა. ჩაკვეს ყველაფერი აქვს ამწუთას ძველი ტექნიკა სისწრაფე ერთი რაც აკლია ამ შეკრებაზე უნდა გამოასწოროს ეს არია გამძლეობა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს რომ სირბილი არ დაეზაროს მთელი თამაში ერთ დონეზე ჩაატაროს. გუნდის ლიდერი უნდა ყოფილიყო და სკამზეც აღარ სვავენ იმიტომ რომ არ იხარჯება ბოლომდე არც ვარჯიშზე და თამაშიც არ იბრძვის ბურთის მოპოვებისთვის
თენგაბი
ღრმად ვარ დარწმუნებული ჩაკვე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებსაც გაახარებს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს
gia jashi
ვინც ჩემი თაობისაა და ფეხბურთის მოყვარულია ეხსომება ვაჟა კიკნაძე, დინამოს დიდი გულშემატკივარი და ძალზე ენაკვიმატი კაცი მე და ჩემს მეგობარს გვიყვარდა ლექციების მერე მუშტაიდის ბაღში შევლა და ცხელ-ცხელი საფეხბურთო ამბების მოსმენა, ვაჟას ენამოსწრებული ხუმრობები, იგი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.1978 წლის გაზაფხულია დინამომ კარგად დაიწყო, იმის ყველა ნიშანია,რომ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ყველა გაცხარებით განიხილავს თუ რა შედეგია მოსალოდნელი სეზონის ბოლოს,მოკლედ მუშტაიდში ხალხმრავლობაა და სწორედ ამ გაგანია კამათში გამოჩნდა ერთი "კეთილმოსურნე" ისეთივე აქ რომ ზოგიერთები არიან და ხმამაღლა და დაბეჯითებით დაიწყო ფეხბურთელების ლანძღვა- ყიფიანი მ-რია გუცაევიც ასევე,მოკლედ ჩამოთვალა თითქმის ნახევარი გუნდი და რატომღაც საუკეთესოები შეარჩია და სერთოდ დინამო მთლიანად მ-რის კასრიაო,ყველანი მოულოდნელობისგან გავშეშდით,ვაჟამ მოთმინებით დაასრულებინა მონოლოგი და მერე დაბალი მაგრამ აღმავალი ხმით დაიწყო-უკაცრავად თქვენ დასუფთავების კანტორაში ხომ არ მუშაობთ? შემოდგომა არც ისე შორსაა, დინამო ჩემპიონი გახდება! აი თქვენ და თქვენ ნაირებს ვეღარ გიპოვით, სწორედ თვითმფრინავის მ-რივით გაქრებითო.ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, დინამო იმ წელს ჩემპიონი გახდა!
Kazan_maniak.
შენ ვინც ფეხბურთი გაღირსოს იმის XXX
ცოდო
ძაან ცოდო ადამიანი ხარ. გულით შემეცოდე

რამეს მიაღწიე ცხოვრებაში და მერე აკრიტიკე ჩაკვე. შენ მაგაზე მეტად გინდა ფორმაში რომ იყოს რა.. ტრავმები ჰქონდა კაცს და შენნაირები ვერასდროს იგრძნობენ რას ნიშნავს როცა გტკივა და სხეული ხელს ვერ გიწყობს.. დამბლოკეთ ამის გინებისთვის.
სოსო
შენ ხარ საცოდავი,სხვისი ცუდი რომ გიხარია,თორემ გიორგი ჩადგება ფორმაში და ჩვენც გაგვახარებს.
გიორგი
რა გააწყალე გული,სულ ამ კომენტარს წერ არ მოგბეზრდა?
rubini
რესტორნებში და ბარებში ნავარჯიშებია მაგრად ეს საცოდავი,დამთავრდა ამის ფეხბურთი,აჯობებს რუბინის დუბლებში მივიდეს ან ვარკეთილის რეალში…
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია