"ერთა ლიგის" დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა, თუმცა საქართველოს ნაკრებზე სულ გვეფიქრება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ ვის დაუპირისპირდება ვილი სანიოლის გუნდი მარტის ამხანაგურ შეხვედრებში. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა თითქოს ექსპერიმენტები დაასრულა, თუმცა ახალი ფეხბურთელების გამოცდის კიდევ ერთ შანსს, ალბათ, ის მაინც გამოიყენებს. რესურსი კვლავ არსებობს, წინ კი მჭიდრო გრაფიკია.

ტრავმირებულები

"ჯვაროსნების" რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას სანიოლი მათი ტრავმის გამო ვერ ახერხებდა.

პირველ რიგში, ჯიმი ტაბიძე უნდა ვახსენოთ. მას კარგი საკლუბო სეზონები ჰქონდა და ვლადიმირ ვაისის გუნდსაც მოერგო. "უფას" მცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და საკმაოდ ბევრის გამოტოვება უწევს, თუმცა მასზე გამოცდილი და ძლიერი ალტერნატივის მოძიება რთული იქნება.

მართალია, ოთარ კაკაბაძე ახალ ამპლუას მშვენივრად მოერგო, თუმცა ის ცენტრალური მცველი მაინც არ არის და თავდაპირველად მისი ამ პოზიციაზე გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი დეფიციტი იყო. ამ მიმართულებით კონკურენციის გაძლიერება საჭიროა.

ოთარ კიტეიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითია. "შტურმის" ნახევარმცველს სანიოლის ახალ ტაქტიკაში არ უასპარეზია და საინტერესოა, ფრანგი მის ადგილს სად უფრო ხედავს.

ახლა მთავარია, ტრავმირებულები დროულად მომჯობინდნენ.

ფორმაში შესვლის მოლოდინში

თუკი ვინმეზე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავის აჩრდილად იქცა, ეს საბა კვირკველია იყო. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად "მეტალისტ 1925"-ის მცველმა ეტაპობრივად სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა და იმედია, ძველებურ კონდიციებს მიუახლოვდება. როცა საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" ფინალამდე გააღწია, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კაშია-კვირკველიას წყვილის მაღალ დონეზე თამაში იყო.

ტრავმის შემდეგ ლაშა დვალის საქმეები სათანადოდ არ აეწყო. შესაძლოა, მან კლუბიც შეიცვალოს. ჯერ კიდევ "ფერენცვაროშის" მცველს თამაშის შესაძლებლობა ისევ არ ეძლევა.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა და თუკი რთულ პერიოდს უკან მოიტოვებს, მას ნდობას ვილი სანიოლიც გამოუცხადებს, რომელიც ბოლოს გიორგის მონდომებით უკმაყოფილო იყო. როცა "ერთა ლიგის" წინა გათამაშებას ვახსენებთ, იქ "ჩაკვე", უბრალოდ, შეუდარებელი იყო.

ალტერნატივები

არსებობს პოზიციები, სადაც მაინც მეტი კონკურენციაა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი მარჯვენა ფლანგია, სადაც ისე ჩანს, რომ საბა ლობჟანიძეს სათანადო ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ საინტერესოა, თორნიკე კირკიტაძის საკლუბო მომავალი როგორ გაგრძელდება. მისი სანაკრებო შანსის ამბიცია ისევ უნდა ვახსენოთ.

მართალია, გიორგი მიქაუტაძეს დავით ვოლკოვის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა წინა ხაზზე სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ღირებულის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ბექა მიქელთაძეზე დავწეროთ, რომელიც ავსტრალიაში მშვენიერ ფორმაშია.

შანსი ეროვნული ლიგიდან

ვილი სანიოლი და მისი შტაბი ეროვნული ლიგიდან დებიუტანტებს თამამად ენდობიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უმეტესად ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იყვნენ, რაც თავის მხრივ, ლოგიკურიცაა. ალტერნატივების ძიება კვლავ შესაძლებელია.

"საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილის მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლისა და მშვენიერი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და იქნებ ამხანაგურ შეხვედრაში შანსი ეროვნულ გუნდშიც მიიღოს. კარგი სეზონი ჰქონდა გორის "დილაში" ირაკლი ბიძინაშვილს, რომელიც უკვე ჩემპიონ ბათუმელებს შეუერთდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ივნისიდან ჩაერთვება, მანამდე კი, სავარაუდოდ, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

tngh
წარმატებები საქარტველოს ნაკრებს... კარგი თაობაა!!! იმედია, 2024 წელს ევროპის პირველობაზე ვიხილავთ!!!
zura222
მართლა ძალიან საეჭვოა იმ ორი თამაშის ასე უაზროდ და უჯიგროდ წაგება კვარაცხელიას და შენგელიას "კორონავირუსებიც" და ისიც რომ ვაისმა საერთოდ არანაირი ცვლილებები არ გაააკეთა არც მოთამაშეების და არც ტაქტიკის @ გამოსაძიებელია ეს ყველაფერი და ვინმეს დანაშაული თუ დამტკიცდა ისინი უბრალოდ უნდა ჩაიქოლონ @@
Levan1
სამჭედლო არა საამქრო კიდე , რომელიმე ფეხბურთელი მაგათი გაზრდილია ?
Zaza
თამაში კიარ გაყიდეს უეფას მოთხოვნით დათმეს და თუ გაყიდეს რამდენი აიღეს? ვინდა რამდენი გადაიხადა.ეგეც დაწერეთ.კვარა ამიტომაც ჩახსნეს აგერ ნახავთ მაკედონიას რას უზამენ ხოა ჩვენთან ჯგუფში.ოთხ ქულას ავართმევთ უეჭველი.
Sis
თამაში თუ გაყიდეს კვარას ვერ აკიდებდნენ კორონას თუ გაუჭირდებოდათ?! მაფია ჩარია პანდევმა დაურეკეს კალას და მანდ უკვე კალა უზლური გაიჩითა კალას ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა ზატო Bათუმში 21-ფინალი გვაჩუქეს!!!!!!
მწარე სიმართლე-ს
როცა მიხვდებიან რო ნაკრაბში განათლებული მწვრთნელები უნდა დაიმატონ და ძმაკაცებისგა დროებით თავი შეიკავონ მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილ რამდენიმე ფეხბურთელსაც ცოტა ეშველებათ
gabu
ანანიძე დიდი ძალაა ნაკრებისათვის,ის ახლა ბათუმის დინამოში თამაშობს და,ბათუმის დინამო კი ნაკრების სამჭედლოა. დარწმუნებული ვარ ისიც დიდ წვლილს შეიტანს ნაკრების წარმატებაში
მწარე სიმართლე
კარგით რაა... სად ფეხბურთი და სად საქართველო.... ფეზბურთელი ვარო ვინმე რომ იტყვის ხალხს გვეცინება ხოლმე უკვე
დათო
მეტალისტ 1925-ის მცველია ჩვენი იმედი?
კანკავა შენელდა
კანკავა ძირითადისთვის შენელდა. უკან და გვერდზე პასებსღა აკეთებს. ძირითადში ვინმე ახალგაზრდას დავაყენებდი, მაგალითად კვეკვესკირი-კიტეიშვილის წყვილს. აბურჯანიას სამწუხაროდ არ აქვს მუდმივი პრაქტიკა. გვილიაც ხშირად არ არის ფორმაში. თუმცა რუსეთში რომ გაგნიძეა, ეგ ძალიან პერსპექტიულია. კანკავას შემადგენლობაში მაინც გამოვიძახებხი, თუნდაც შეცვლებზე ანგარიშის შენარჩუნებისთვის ან დაღლილების შესაცვლელად მაგრამ არა პირველ ნომრად

გადავამოწმე და ჰქონდა კვარაცხელიას კორონა გადატანილი.
Ucxo
Tavidanve davcere rom gaiyida eg tamashi magas gamocnoba rat undoda tu gindat kvaracxelia shemocmet tu qondes magas korona gadatanili. Specom ar atamashes rom unda cagvego rom etamasha kvaras ubralod saxels gautexavdnen da moeridnen tamashs vinc uyura didi gamocnoba ar undoda rom gayiduli iyo.
giorgi janikashvili
სრულად გეთანხმებით.რამდენი ხანია ამაზე მეც ვწერ,მაგრამ.კედელს ცერცვი შეაყარეო-ასეა დღემდე.მოსდგნენ გაპარტახებას და ,,წარმატებით აგრძელებენ''.რაგბი,ფეხბურთი,მკლავჭიდი,ჭიდაობები(ცოტა შეეხო ძიუ-დოსაც)-ის სახეობებია,რომლებშიც მტრის ხელი აშკარად დაააჩნდა.,,დინამო'' კი განადგურდა განსაკუთრებით,რადგან საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა.აღარაფერი გამიკვირდება პრარაბებისგან და ვაჭრუკანებისგან.მეშინია ამ არეულობაში კალათბურთი მაინც გადარჩეს-მეთქი,მაგრამ როგორც კი დანიშნეს სნიკიძე და სასახლის მშენებლობაც გაჩერდა-სერიოზულად თუ არ მივუდგებით საქმეს-ზუროსსაც გააგდებენ და ...მეყოლეთ ვარდიკოსავით.
რონი
წყლის ნაყვაა რასაც ამბობ. რო სდომებოდათ აქამდე გამოიძიებდნენ.. გაყიდული რო იყო ამას წყალი არ გაუვა გულშემატკივარი სტადიონს არ გააკარეს იქ კვარას და შენგელიას კორონა გაქო და ბიჭები ჩახსნეს თან ისე რო სურდოც კიარ ქონდათ რომელ კორონაზე იყო საუბარი.. ასე ნებისმიერს აუღებენ ტესტს და ეტყვიან კორონა გაქვს და ან ღორის გრიპიო რასაც უნდა იმას ჩაუწერენ........ ფიფიასაც გაკოჭავდნენ აქამდე ნორმალურ სახელმწიფოში რო ვცხოვრობდეთ. მარტო ისმის მიშა გრიშა და ცოცხები. მარტო ფულის კეთებაზეა მავანები გადასულნი...... მე არაფრის იმედი არ მაქვს და თქვენი არვიცი.
შოკირებული გულშემატკივარი
ანუ ისევ არაფრის იმედი
ნუგზარ ნუცუბიძე
ბატონებო და ქალბატონებო ალბათ სიხარულისგან უნდა ვხტოდეთ..ქარველი ფეხბურთის მოყვარულები!!!!ფიფას რეიტინგში წინ წავიწიეთ!!!! და თანაც ისე რომ არ გვითამაშია!!!!!! ომანმა და ბაჰრეიმა ითამაშეს და ჩვენ მოვიგეთ!!!!! აი მე რომ ძმაკაცებს ვეღადავებოდი..მე და გიორგიმ კენჭი ვყარეთ და თამაზ შენ წააგე მაღაზიაში წასვლა თქო!!!! ჯერ ფიფას რეიტინგის შემდგენელის ტვინში ჩამახედა!!! ალბათ ილიკო და ილარიონის არ იყოს დიდი ვერაფერი სანახავი იქნება...ვეჭვობ აბასთუმნის ტელესკოპითაც გაჭირდება ნაცრისფერი სუბსტანციის მოძიება!!!! ან დიდი გამიზნული თამაში მიდის...ისე საქმე მილიარდებთან გვაქვს და ძნელი დასაჯერებელია რომ იქ თლად გამოყეყეჩებული ხალხი იჯდეს!!!!!არ მინდა რომ ისევ შეთქმულების თეორიაზე ვისაუბროთ მაგრამ!!!! ფიფიამ ისევ დაანონსა გარდაქმნები.....თბილისის დინამოს დაცვის ცენტრში მასაების ტომის მწყემსის დარი ბენიო და ამჟამად ფეხბურტელობიდან ძალიან შორს მყოფი პა[ავა შეუვალ ბასტიონს ქმნიან????...ბრწყინვალე აკადემიის აღზრდილები და გაურკვეველი ფუნქციის ჰოლანდიელი ???!!! და ბალკანელი ვირტუოზები...მოკლედ ისევ კრახი ელოდება თბილისის დინამოს..მე და ჩემი მეგობრები ისევ სიმწრისგან ..არ მჯერა რომ გამოსავალი არ არი...კვარაცხელიას...ჩაკვეტაძეს..ოქრიაშვილის და სხვა ფეხბურთელების არსებობა გვაჩვენებს რომ მიუხედავად კორუფციისა ბავშვთა ფეხბურთში ტალანტები მაინც იზრდებიან საქართველოში!!!!დასკვნა ერთია ამ ფეხბურტელებს სჭირდებათ სწორი მენაჯმენტი და არა ფეხბურთში გაუთვითცნობიერელი ფიფიასნაირი პიროვნებები....და კიდევ ძალიან საინტერესოა რატომ არ იძიებენ ამ ფედერაციის და ვაისის რბილად რომ ვთქვატ ძალიან საეჭვო საქციელს მაკედონიასთან მატჩში ..როდესაც ამ გადამწყეტ თამაშში ვაისი გაუნძრევლად ეგდო და არ შეცვალა მოთამაშეები ბოლო წუთამდე?! რას მოიტანდა შეცვლა არ ვიცით..მაგრამ ასეთრი დონის მატჩში ყველაფერს ცდიან!!!!!! მერე წაგება სომხებთან რომ გული მოეკლათ ხალხისთვის..სომხეთის ნაკრები რა ღვითოც არი მანამდეც ჩანდა და მერეც დავრწმუნდით..ალბათ ასე იყო საჭირო რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს დამარცხებულის მენტალიტეტი ღრმად გაუჯდეს ჯიგარში.......მერე კოსოვოსთან დიდი ექსპერიმენტი....და როგორც კი ყველა შანსი დაიკარგა...მერე გავინავარდეთ ან უფრო ნება მოგვცეს გაგვენავარდებინა!!!!!! ქართველი გულშემატკივრები ვითხოვთ გამოიძიონ მატჩები მაკედონიასთან და სომხეთთან..ძალიან ცუდი სუნი ადის ამ თამაშებს...ეს გუნდები მაინც არ გვჯობდნენ!!!!!! კონკრეტულად !!!უნდა შეიქმნას გულშემატკივართა საბჭო რომელიც დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური ჯურნალისტებისაგან ...სტაჟიანი გულშემატკივრებისაგან და ყველასაგან აღიარებული ფეხბურთის სპეციალისტებისაგან ( დევდარიანი, მაისურაძე, ...). დაისვას საკითხი დინამოს სააქციონერო გუნდად გადაქცევის..ხალხო ეს უკვე ცდება სპორტის ჩარჩოებს..ეს უკვე პოლიტიკის საკითხია..ცნობილია რომ სპორტში გამარჯვება რამდენად მაღლა წევს პატრიოტულ სულისკვეთებას..ეს ახლა საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს..ჩვენ არავინ მოგვცემს სიხარულის საშუალებას თუ ჩვენვე არ გავანძრიეთ ხელი და სხვა სხეულის ნაწილები... გამარჯვება ყოფილიყოს ყველაფერში საქართველოს წილხვდომილი..ამინ!!!!
რონი
ლორია. ხოჭო კაშია ტაბიძე ან რავი ვინმე ნორმალური. ფლანგებზე აზაროვი ლობჟანიძე უალტერნატივოა. კანკავა კიტე წიტაიშვილი ან ჩაკვეტაძე. წინ კვარაცხელია ვოლკოვი. აბა შეაფასეთ ბიჭებო როგორი შემადგენლობაა
მდაა
ანუ ერთხელ მაგარი გოლის გატანის გამო, ნაკრებში? საინტერესოა.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..