ლიონელ მესისთვის 2022 წელი ისე ნამდვილად არ დაიწყო, როგორც საუკეთესო შემთხვევებში ხდება ხოლმე. არგენტინელს კოვიდ 19-ის სიმპტომები გამოუვლინდა და იზოლაციაში მოუწია გადასვლა, თუმცა ახლა პარიზში იმყოფება და წლის ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

სამხრეთამერიკელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2022 წელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატაროს. მაშ ასე, მივყვეთ:

ლიგა 1-თან ადაპტაციის დრო გავიდა, ახლა თავის გამოჩენაც უნდა დაიწყოს

ამბობენ, ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო, მაგრამ იმის შანსი, რომ "პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატი ვერ მოიგოს, ფაქტობრივად, არ არსებობს (მეორეადგილოსან "ნიცას" 13 ქულით უსწრებენ), რაც იმას ნიშნავს, რომ ლეოს კოლექციას ახალი მედალიც შეემატება. თუმცა, რა თქმა უნდა, "ალბისელესტეს" კაპიტანს უფრო დიდი გეგმები აქვს, ლოგიკურიცაა, ამას დამატებული, ხელმძღვანელობა ითხოვს იმას, რასაც ამდენი წელი "ბარსელონაში" აკეთებდა. მოგეხსენებათ, ახალ გუნდში მესის 1 გოლი და 5 ასისტი აქვს (11 მატჩში).

დაეხმაროს პსჟ-ს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და გახდეს კიდევ უფრო დიდი ლეგენდა

როგორც უკვე აღვნიშნე, მესის ლიგა 1-ში წარმატებული თამაში არ გამოსდის, თუმცა ამას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიტყვით. ამ ტურნირზე არგენტინელმა 5 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში უკვე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, დიდებულ შეხვედრას, სავარაუდოდ, ნეიმარი გამოტოვებს (დადასტურებული არ არის). ამიტომ ლეოს კილიან მბაპესთან ერთად გამარჯვებისთვის ყველაფრის გაღება მოუწევს, რათა სანუკვარი ლიგის ტიტული ერთად მოიგონ.

ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი

ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლეოს ყველაზე ძვირფასი ტურნირის მოგების უკანასკნელი შანსი ექნება. შეგახსენებთ, "ალბისელესტე" 2014 წელს მიზანთან ახლოს იყო, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.

მაგრამ თუ არგენტინის თამაშს შევხედავთ, გამორიცხულიც არაფერია, რადგან ეს ნაკრები კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მესი კი, როგორც ლიდერი, მშვენივრად გამოიყურება.

მე-8 "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა

რა თქმა უნდა, 8 "ოქროს ბურთი" უკვე ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ამას ასე თამამადაც ვერ ვიტყვით. თუ შემტევი ჩემ მიერ ჩამოთვლილ ტურნირებზე წარმატების მიღწევას მოახერხებს, გამორიცხულიც არაფერი იქნება.

მესისთვის 2022 წელი დიდებული და საპასუხისმგებლოა. მოახერხებს თუ არა წარმატებული სვლის გაგრძელებას, ამას დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

mamuka
ნონა შენნაირი გულშემატკივარი, მართლა დასაფასებელია.
ნონა
უბრალოდ, მაგარო ფეხბურთელო და კარგო ადამიანო! ახალი წელი წარმატებების წელი ყოფილიყოს, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდეს!
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება