ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 121:109 დაამარცხა.
"ბაქსის" მწვრთნელი სანდრო მამუკელაშვილს ენდობა და სოლიდური დროითაც ტვირთავს. სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/4), ამდენივე მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მიუხედავად არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაგარისა მართლაც, რომ კარგია ასეთი დონის წინაარმდეგ დიდი დროით ასპარეზობა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულით, 7 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ბრუკლინის" მხრიდან კევინ დურანტმა გუნდს 29 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 16 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ბაქსი" 16 გამარჯვებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნეტსი" 24 მოგებითა და 13 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 9 იანვარს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ გამართავს.
ბრუკლინი - მილუოკი
"ოკლაჰომა სითი თანდერმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 135:105 დასრულდა.
"მინესოტას" შემადგენლობიდან დიანჯელო რასელმა ბრწყინვალე შეხვედრა გამართა. 25 წლის სპორტსმენმა 27 ქულა (11/12), 1 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ენტონი ედვარდსმა 24 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
"თანდერის" მხრიდან ლუგენტს დორტმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ტიმბერვულვზი" 19 გამარჯვებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა" 13 მოგებითა და 25 წაგებით იმავე დასავლეთში მე-14 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 10 იანვარს, "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ გამართავს.
მინესოტა - ოკლაჰომა
zura222
ძალიან მაგარია ასე დამაჯერებლად რომ გამოიყურება ! 4 ქულა თითქოს არაფერია მაგრამ აქ მთავარია როგორ თამაშობს როგორ მოძრაობს და საერთოდ როგორ გრძნობს თავს ! და ეს 4 ქულაც ძალიან მაგრები ჩააგდო ორივე სროლა ! ბითაძესგან განსხვავებით შებოჭილობა საერთოდ არ ეტყობა და გარეგნულად სუფთა ამერიკელს გავს ამ სურათშიც დურანტს ძველი ძმაკაცივით ელაპარაკება
ნუგზარი
აირჩიეს
Just Georgian
დიდი ალბათობით ინდიანა ე.წ. "ტანკინგზე" წავა და გაცვლების დედლაინამდე შეელევა გოგას მინიმუმ 1 კონკურენტს, შესაბამისად ბითაძის სათამაშო დროც გაიზრდება და ეს შანსი, უნდა გამოიყენოს გოგამ.
სოსო
წინა თამაშში იანისი არ იყო და სანდრო დააყენეს.ახლა იანისი დაბრუნდა და სანდროს მაინც მისცეს დრო.ესე იგი წინა თამაშში მოეწონათ და კიდევ მისცეს შანსი.ისიც კარგია,რომ იანისთან კარგი ურთიერთობა აქვს და ის ხშირად ეხმარება რჩევებით,სამი ტურის წინ კი,მთელი წუთი და ოცი წამი,თამაშის მიმდინარეობის პროცესში,კამერების ყურადღება მათზე იყო გადართული,როცა იანისი ჯერ სკამზე უხსნიდა რაღაცას,მერე კი ორივენი წამოდგნენ და მოძრაობით უჩვენა,რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.ამის შემდეგ სანდრო მოედანზე შევიდა და ზუსტი სამქულიანითაც შეეწია გუნდს.იანისს ძალიან დიდი სათამაშო დრო უწევს მოედანზე და თუ სანდრო კიდევ უფრო მოუმატებს,ეს მისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება.ამოსუნთქვა ყველას სჭირდება.
კუ კობსონი
ne svizdi
არასწორ გუნდშია გოგა
ბითაძეს თავის პოზიციაზე მინიმუმ ორი თავისზე გამოცდილი კონკურენტი ჰყავს. სამი ცენტრით ხომ არ ითამაშებს გუნდი. არასწორ გუნდში მივიდა
rrr
ნდობა კარგია მარა უნდა გაამართლოს ეს ნდობა თორმ უნდობლობაც იწვეა ჩასაფრებული.წარმატებები მამუს.
Nukri
სანდრო ყოჩაღ, მაინც ეტყობა ამერიკაშია გაზრდილი და იოლად აუღო ალღო, მაგრამ ბითაძის ამბავი მადარდებს, უკვე მერამდენე წელია და ვერაფრით ვერ დამკვიდრდა გუნდში
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 32 წუთი - "ტორონტო" "მინესოტასთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა