ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

<p>რუსული Euro-football-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:</p><p>"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.</p><p>ყველაფერი ეს, თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან, მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც - "დინამოსგან" მიღებული "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.</p><p>შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია - დახარჯული ფული და დამყარებული იმედები ხშირად ვერ მართლდება."</p><p>ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურ "ვულვზს" დაუკავშირეს.</p><p><p><p><p><br></p>

  • ილია

    ერთმანეთის შურის,სიხარბის,შუჭმის პოზიციიდან ნუ შევხედავთ ნებისმიერ მოვლენას.იმ კაცმა, არველაძემ,გასაგებად თქვა,რომ არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე.(ამას გულისხმობდა).კვარას წარმატებები მას ჩვენზე ნაკლებად არ უხარია.

  • ზურა

    ხალხო ცუდი ფეხბურთელი არ არისო, უბრალოდ არ ღირს მაგდენიო ჯერჯერობითო თქვა კაცმა,

  • tngh

    ნუ შეაწუხეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი... წარმატებები ხვიჩას!!!

  • სოსო

    მას წინათ ამავე საიტზე,ფეხბურთელის შეფასების კრიტერიუმის ფოტოსურათი იყო დადებული.არც ინგლისური ვიცი,სამწუხაროდ და აღარც მხედველობა მაქვს ძველებური,რომ საკმაოდ ბუნტი ცხრილიდან რაიმე გამეგო,მაგრამ ის კი დავითვალე,რომ შეფასების 24 კრიტერიუმი ჰქონია და ამას ალბათ მენტალურიც უნდა დავამატოთ.ასე რომ ფეხბურთელის შეფასება,ვფიქრობ რომ საკმაოდ ობიექტურად ხდება.სხვა საქმეა კონიუნქტურა,სანახაობრივი ფაქტორი და მოცემულ მომენტში კონკრეტული ამპლუის ფეხბურთელზე მოთხოვნა.სწორედ მოცემულმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული ფეხბურთელის არ დაფასება,ან გადაფასება,დროის კონკრეტულ მომენტში.სწორედ აქედან გამომდინარე,ატლეტიკოს მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ სჭირდება ამ ამპლუის ფეხბურთელი,ასეთ ფასად და არველაძეზე თოფის სროლა,სრული უაზრობაა.რა,თვითონ მოიგონა ეს სიტყვები?ან მილიონად რომ იყოს,უარს იტყოდა ხვიჩაზე?მე მგონი,სწორად ვფიქრობ.

  • მამუკა

    ხალხო რას აბულინგებთ არველაძეს რა თქვა არასწორი რატომ გგონიათ რომ ევროპელები ისე ადვილად გადაიხდიან ქართველში 20-25 მილიონს როგორც დანიელში, შვედში ან თუნდაც ხორვატში. დამისახლეთ ერთი ქართველი ტალანტი ვინც თავის ნიჭი ბოლომდე სრულყო, ჩამოვთვლი აქვე: ჭანტურია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ყენია, ზარანდია, არაბიძე და ამათ ემატება ჩაკვეტაძეც რომ ვაკვირდები და თქვენ რა გგონიათ ევროპელები ამას ვერ ან არ ამჩნევენ. დროა ჰაერში ფიქრს მოვეშვათ და არა ამქვეყნიურ ოცნებებს, უნდ ვიაზროვნოთ პრაგმატულად, ქართველებს გვჩვევია სასურველის რეალობად გასაღება, შენიშნვას ვერ ვიტანთ, ჯანსაღი კრიტიკა არ გვინდა და ვართ ასე ჩაფლავებული. შოთამ თქვა სწორად ყველაფერი ამაზე კიარ უნდა აიბზუოს ცხვირი ხვიჩამ და ვიგინოთ ჩვენ. დამისახელეთ როდის გვყავდა ქართველებს აიქასის დონის გუნდში თავდამსხმელი რომელმაც სეზონში 37 გოლი გაიტანა. ივარჯიშო ბატონო ხვჩამაც, მოუმატოს, პრესინგზე თამაში ისწავლოს, ფიზიკაში გაძ₾იერდეს, პასის კულტურა დახვეწოს და წავა ევროპაში აბა რა იქნება. ეგება ამ ხვიჩამ მაინც შეძლოს ახალი სტატუსი დაუმკვიდროს ქართველ ფეხბუღთელებს ევროპაში და მათ გზაზე გაიკვალოს სხვებმაც. თორემ ვინც წავიდა საშუალოზე დაბალი დონის გუნდში ყველამ ჩაისვარა და აქ ხალხი კიდე არველაძეს აბრალებთ რატომ არ აქვთ ევროპელებს ნდობა ქართველი ფეხბურთელების მიმართო!

  • roina

    ნეტა არველაძის დონეზე ითამაშონ და შენ მოგწონს თუარა ეგ მეასე ხარისხოვანია პატივცემულო

  • რონი

    არველაძე არც ფეხბურთელობის დროს მომწონდა და არც მწვრთნელად... ტაშკენტში ფულით გაძეძგილ გუნდში დაყარა ტიტულები სხვაგან რა ქნა? ყველგან გამოაბუნძულეს... ფეხბურთელობის დროს აიაქსი და რეინჯერსი თავის ქვეყნებში საუკეთესო გუნდები იყვნენ კი გაქონდა გოლები მაგრამ მანდ იმდენი გოლი გადის... პანტა პუნტით. დაცვას არ აქცევენ ყურადღებას. თავი ტოპ ფორვარდი რო გონია წასულიყო იტალიაში ესპანეთში ან ინგლისში და იქ ეჩვენებინა რა შეეძლო... იცოდა რომ ვერ გაქაჩავდა და მაგიტომაც იყო იქ სადაც იყო. ნაკრებში კი გაიტანა ყველაზე მეტი გოლი მაგრამ თავს არ იკლავდა თვეების უთამაშებელი ქეცბაია სჯობდა ხოლმე მთელ ამ გაპიარებულ სასტავს...... ფეხებს კარგად უფრთხილდებოდნენ და მერე უკვირდათ რატო ვერ გადიან ევრო ან მსოფლიოზეო))) კვარა დღევანდელი ფასებით 20 იც ღირს და მეტიც.... მაგრამ ქართველია და ეს უკვე დიდი ფასის დაგდებაა. კვარას ნახევარი რო იყოს ბრაზილიელი ან არგენტინელი 20-30 ეღირებოდა... რეალმა რეინიერი 35 მილიონად იყიდა და 3წელია დორტმუნდის სკამს ხეხავს..... ღირდა ეხლა ეგ ბიჭი 35 მილიონი?

  • მართლა ჩოლოა

    ჯერ სად ნახა სიმეონემ კვარაცხელიას თამაში იმდენჯერ, რომ დასკვნა გამოიტანა, ეგ მხოლოდ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. ამ ჩვენს “კომბლესაც” გაუხარდა და გვახარა, არ ღირებულაო და კიდევ სიმეონეს ვიცნობო ))

  • H

    სიმეონეს, რომ მაღალი კომპეტენცია ჰქონდეს ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების დადგენაში ჟოაო ფელიქსში არ გადაიხდიდა 11 0 მილიონს. ისე სადაც გრილიში 120 მილიონად გაიყიდა, კვარაცხელიაში 16 მილიონის მოთხოვნა არამგონია გადაჭარბებული იყოს. აბა ის იყო სწორი 79 ლარად, რომ მიყიდეს მამარდაშვილი შავი პარასკევის აქციაზე ვალენსიას?!.

  • )))

    ხოდა ვინ იხევა კარგად ჩანს _არველაძეები და შენნარი ჩასაფრებულები))) რუბინი როდესმე მაინც გაყიდის მოუწევს უბრალოდ და ამიტომ არაა საჭირო ზედმეტი მატრაკვეცობა.სიმეონე არაა ტრანსფერმარკეტის დირექტორი და შოთის ინტონაციები მინიმუმ გაუგებარია.ჩანს რომ ხვიჩას დარდი კი არ აქვს რო სადმე გადავიდეს არამედ ინტერესი აქვს რამდენი ღირს.

  • Skeleton

    ფეხბურთის მცოდნე ადამიანებთან მაქვს ეგ შეკითხვა: როცა ტრანსფერმარკეტი ფეხბურთელს ფასს ადებს, რის მიხედვით არის ეს ფასი შედგენილი? ვისი შედგენილია და ფეხბურთელს ან გუნდს თუ მიუძვის ამაში ბრალი? ტრანფერმარკეტმა რომ გადაწყვიტა კვარაცხელია 16 მილიონი ღირსო, არველაძე დადის და იძახის, სიმეონემ მითხრა არ ღირსო :)) სავარაუდოდ საჩივარი უნდა გადავცეთ ტრანსფერმარკეტს იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელი ძვირად შეაფასა. ჩვენზე არაადეკვატური ხალხი არ მეგულება დედამიწის ზურგზე. მადლობთ ყურადღებისთვის.

  • Skeleton

    ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი ოფიციალურად და ან ხვიჩა ან სხვა ვინმე რა შუაშია. ვინც აპროტესტებთ არველაძეების ჩათვლით შეგიძლიათ უჩივლოთ ტრანსფერმარკეტს, რატომ დაადეთ კვარაცხელიას 18 მილიონი (უკვე 16) ფასითქო. გაუძლებს მაგ წნეხს. ეგ არ არის ჯანსაღი კრიტიკა მაგრამ არაუშას.უბრალოდ ამხელა დონის ლეგენდის მხრიდან ცოტა არიყოს სირცხვილია ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დამაკნინებელ კონტექსტში საუბარი.

  • ჩასაფრებული

    მაინც რას იხევით ერთ ადგილზე - კვარას 20-25 მილიონის გაყიდვით? საერთოდ რომ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად გაუშვან რომელიმე ტოპ გუნდში-არა? რომელიღაც რუსული გამოცემა ბჭობს,როგორ გაყიდოს სარფიანად ხვიჩა რუბინმა და ფული იშოვოს, თორემ ერთ ადგილძე კიდიათ მისი მომავალი საფეხბურთო კარიერა.არველაძის და მითუმეტეს სემიონეს დონის სპეციალისტმა მშვენივრად იცის,რომ ერთნახევარ გოლიან კვარაში 20-25 მილიონ ევროს ევროპაში არავინ გადაიხდის. რა სთქვა შოთიმ ისეთი? შეეკითხენ და უპასუხა-ამ ეტაპზე გაბერილი ფასიაო....სემიონემ იგივე მითხრაო....

  • ამატაკი

    ხვიჩა რომ ტალანტია ამის უტყუარი დასტური ტრანსფერმარკეტია. ფასი რამდენიმე მილიონი ამას ამბობს თვალნათლივ. მაგრამ ეს არ არის იმის გარანტი რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ეს უკვე, თავად ხვიჩამ ყოველი მომდევნო თამაშით უნდა შექმნას. ძალად და სასათბურე პირობებით დიდი ფეხბურთელები ვერ ხვდებიან. მათ მიმართ სულ არის და იქნება უამრავი ჭორ-მართალი, კრიტიკა და ქება-დიდება. თუ ამას ვერ გაუძლო, არველაძეები და ვინმე კი არა მთელი ქართველობა როგორც არ უნდა ერთ მუშტად მივაწვეთ მაინც არაფერი გამოვა. ჩვენ სამწუხაროდ გვყავს არაერთი ნაადრევად გამქრალი ან შეუმდგარი ტალანტები. ასე რომ ყველაფერი მის ხელშია. მინდორზე უნდა ამტკიცოს რომ დიდია, ყველგან სადაც არ უნდა იყოს: რუსეთში, თელავსა თუ მადრიდში. მოკლედ თავისი ტალანტის რეალიზება უნდა შეძლოს ეხლა და იქ, ან მაშინ და იქ სადაც ითამაშებს. სხვა შემთხვევაში ვინც არ უნდა, რა ტრანსფერიც არ გაჩარხოს მაინც სკამის ხეხვა მოუწევს სამწუხაროდ, ამას ხომ ყველა ვხვდებით. რასაც არ ვისურვებდი არავითარ შემთხვევაში. მისი თამაში ზოგჯერ აშკარად საუცხოო იყო და ამას ყველა აღნიშნავდა რუსიც, ქართველიც და გადამთიელიც. წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს და ჩვენ გულშემატკივრებს ამ ახალ წელს!

  • xxxxx

    ეს არველაძეები არც მე მევასება მარა ეს შოთი ყველაზე ნორმალურია ეხლა მაგათ შორის. და მართალი თქვა. რუსები გაამტყუნა "შორიდან" რომ სპეციალურად დაადეს გაბერილი ფასი მყიდველების დასაფრთხობად. სიმეონემ ხომ უთხრა 20 მილიონი არ ღირსო ეგ ზედმეტი ფასიაო აშკარად

  • Winter

    არველაძემ რა კომენტარიც გააკეთა მაგით დაეხმარა კვარას რუსეთიდან წამოსვლაში? ზედმეტი ლაპარაკის მაგივრად რომელიმე გავლენიანმა ფეხბურთელმა მართლა რომ გაუკეთოს საქმე და რუსეთის იმედად არ დარჩეს ბიჭი ეგ გვინდა ჩვენ ხალხო! არველაძის არაკომპეტენტურ ნათქვამს თუ ვაპროტესტებთ ესე იგი რუსეთი გვიყვარს და რუსეთში გვინდა ხვიჩა რომ დარჩეს? რა ლოგიკაა :დ რუსეთზე მართლა შეყვარებულ ადამიანსაც კი არ ენდომება დღეს ხვიჩას რუსეთში ყოფნა. მთლად სასწაულად უნდა გიჭირდეს ეგ რომ გინდოდეს :დ

  • ილია

    არველაძის კეთილგანწყობაში რატომ გეპარებათ ეჭვი.სიმართლე,რომ თქვა იმიტომ ხომ.არ არის რუსეთი მაგ ბიჭის არსად გამშვები სანამ პერსპექტიულია.ახლა ცოტა არ გაგიტყდეთ რუსეთის სინამდვილეში უნახავად შეყვარებულები.

  • კაი რაა

    რა სიტყვის დასველება მაგაზე რო იყოს ვატო არველაძეზე დაელაპარაკებოდნენ იმ ნაცნობ სიმეონეს არველაძეები და აიყვანდა ვატოს. მართლა რას ბოდავთ. მოკლედ ხვიჩას კომენტირებას შეეშვით და ვატო აკომენტარეთ ძმებო თუ მაინცდამაინც ენა გექავებათ

  • მე ქართველი ვარ.

    არველაძეებმა რომ ცოტა ჭკუას მოუხმონ დროა დიდი ხანია. ყველას ყველაფერი ახსოვს და არც მათი თურქეთისთვის დაღვრილი ოფლი დაგვვიწყებია.არც ის დაგვვიწყებია თურქეთი ვინ არის. როცა ფული უფრო ღირებულია ვიდრე შენი ქვეყნის ისტორია და პრინციპი...ჩუმად უნდა იყო.

  • არტ

    არველაძემ მაგრად მიქარა თავისი კომენტარით. რომც ეთქვა სიმეონეს ის რასაც არველაძე ამბობს, ეგ რა გასახმოვანებელი იყო. ზოგადად მე წინააღმდეგი ვარ ფეხბურთელებისათვის თავზე ხელის გადასმის და არც კრიტიკისაგან მათ დაცვას ვემხრობი, მაგრამ ეს კრიტიკა არაა. რაღაც უსიამოვნო ელფერი დაკრავს - ანტიპატია იგრძნობა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს ბოლობოლო.

  • zura222

    რეებს ბოდიალობ @@

  • კახა

    ვეთანხმები ყველას ვინც არველაძეების ამ გამოხტომას უარყოფითად აფასებს, სიმიონეს არა იმას კიდე დარწმუნებული ვარ საერთოდ არ იცის სიმეონემ რუბინის არსებობა და რომც რამე ეთქვა რატო ტკენთ გულს ახალგაზრდა კაცს. აქ საქმეშემდეგშია კვარაცხელია გახდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში და ალბათ ყველაზე მაგარი მითუმეტეს შემტევ ფეხბურთელებში კალაძესაც აჯობებს ალბათ მილანზე უკეთეს გუნდში მოხვდება და აიქსზე და გლაზგო რეინჯერსზე ხო საერთოდ მოკლედ გაგვაბრაზეს თავიანთი გამოხტომით ჯერესერთი ნაკრების გაწვრთნაზე უარის თქმით გამოჩნდა ვინც არი სამშობლოს არ ებუტებიან და ვინმემ თუ გაწყენინა ჯერ დაფიქრდი იქნებ შენ მიეცი საბაბი კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.

  • ირაკლი

    კვარა, შენ იყო ცუდი ბიჭი, თუ ყველას არ მოაკეტინო და მაგარი ფეხბურთი არ ითამაშო. - შეგიძლია მეგობარო და დაადუმე რა კრიტიკოსები (მოძულეები)…

  • კაპიტან გარდენბურგი

    ხელოვნებას რატომ ? :))

  • კაპიტან გარდენბურგი

    100% გეთანხმები

  • ilia

    არველაძეს,რომ სიკეთე უნდა ორი აზრი არ არსწბობს.ამ ატაპზე განსაკუთრებით, რომ უნდა მოვერიდოთ რუსეთს ესეც ფაქტია.მაგრამ აგერ თვითონ აუწუწურაქეს სული კრასნოდარით.ასე,რომ ჩვენ ოცნებაღა დაგვრჩა,რომ დიდი იმპერია შეგვიცოდებს და გაგვახარებს[ალბათ 200 წლის შემდეგ].

  • Skeleton

    რეკომენდაციის გაწევა სხვა რამეა, თუ გამოვა და მისი რეკომენდაციით რომელიმე ნიჭიერი ფეხბურთელი მაგარ გუნდში მოხვდება და რუსეთში არ ჩარჩება, მაგას რა ჯობია. მთელი ერი მადლობას გადავუხდით. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ აი მე ვცადე და არავის უნდა, თან სიმეონემ ასე თქვა მაგდენი არ ღირსო... რავიცი მოგწონთ ასეთი მიდგომა? მე არ მომწონს და ეს ჩემი აზრია. ჩემი აზრით არავის სახვეწნი არაფერი სჭირს კვარაცხელიას. არველაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და ახალგაზდა ფეხბურთელების მიმართ სხვანაირი მიდგომა მართებს. თუ მაინც არ გამოვიდა ატლეტიკო და აიაქსთან მოლაპარაკება, რა ემატება მაგით ახლა რომ აჟღერებს? თავის თავს არეკლამებს ანუ, მე ვცადე და არავის უნდაო. თან მიამადლა, შენს გამო სიმეონეს ველაპარაკე (სიმეონეს იცნობს გავიგეთ) და მაინც არავის უნდევხარო. რომ შეენახა ეგ აზრები თავისთვის არა? კარგით რა.

  • გრიგოლი1408

    ესეა მთელს საქართველოში. ყვეკა პროფესორია და ყველამ ყველაფერი იცის. საქმე საქმეზე რომ მიდგება ჩასვრილი ბავშვებივით არიან.( დიდოსტატის მარჯვენა კ. გამსახურდია)

  • ზუსტად მასეა

    შეეშვით ხვიჩას რა ეს არველაძეები .ვინ ეკითხება რას ეჩრებიან.აშკარად ჩანს რომ სინამდვილეში რაღაცა არ ასვენებთ ძმებს- ბოღმა სავარაუდოდ. ხვიჩაზე დამამცირებელი ვინ და რატო და როგორ უნდა თქვას თუ მისი არ შურს. ადმინ გადაეცი ძმებს დაოკდნენ და თავიანთი ვატო შესთავაზონ აიაქსს და რეაქციებიც გადმოგვცენ თუ ძალიან უნდათ. ხვიჩას აგენტები ესენი არ არიან, ხვიჩას არ უთხოვია და ხვიჩაზე ვითომ ზრუნვას და მერე ვითომ მის გაუფასურებას შეეშვან. არსებობს შემფასებელი საიტი- ტრანსფერმარკეტი.სადაც ვატო არველაძე სხვათაშორის რამდენიმე ათასი ღირს და მასზე და მის შეფასებაზე ილაპარაკონ რამდენიც უნდათ ძმებმა. გვაღიზიანებენ თავისი მომენტები ხვიჩაზე.ზუსტად ასე გადაეცი

  • dima

    აქ არ იყო ზოგი კალაძეს თხოვდნენ და ზოგი ვის მაგ ბიჭზე სიტყვის დასველებას და ეხლა აღარ გინდათ? და არველაძეებს ეჭვით უყურებთ? როდის გახდა ჯუღელი ანგარიშგასაწევი? მართლაც კაცმა ხმა არ უნდა დაძრას და იქნება რუსეთის გლუბინკაში კონტრ.ბოლომდე.

  • Skeleton

    გასაგებია მაგრამ ესე სტამბოლის მონათა ბაზრობასავით ატაროს არველაძემ და ვინმეს ხომ არ გინდათო? და მერე ინტერვიუებში იძახოს, მე ვცადე ძმაო და არავის უნდა და რა ვქნაო?! ეგ მიდგომა თუ მოგწონთ მაშინ წარმატებები :დ მე ისეთი უნიჭიერესი ფეხბურთელის მიმართ, როგორიც კვარაა ძალიან მეუხერხულება ეგ დამამცირებელი განცხადებები. თუ მსგავი რამ მართლა მოხდა თავისთვის რომ შეინახოს არველაძემ ის ჯობია და არა სიმეონესთან ნაცნობობა გვიმარიაჟოს ყოველ მეორე სიტყვაში... არუნდა არავის და რა ქნას თურმე. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ამ ბიჭის წინააღმდეგ აზრზე არ ხართ. რუსებს ვაბრალებთ რაღაცეებს და თავად რას ვაკეთებთ, ლეგენდების ჩათვლით.

  • ვენეციის კომისია

    Skeleton არც გუნდი ვარგა და მითუმეტეს არც აგენტი და რა პატივი უნდა ვცეთ? დაიღუპოს ბიჭი მაგ აგენტის იმედად?

  • Skeleton

    თემას ვუხვევ თუმცა... უკაცრავად მაგრამ არ შეიძლება ბატონმა არველაძემ ხვიჩას თავი დაანებოს და კომენტარი აღარ გააკეთოს მასზე? უკვე მერამდენე ინტერვიუში იძახის, რომ აიაქსს და ატლეტიკოს შესთავაზა, მაგრამ იმათმა დაიწუნეს და თქვეს, რომ ამდენი არ ღირს და ასე შემდეგ. კვარაცხელიას გუნდი ჰყავს და აგენტი, კარგი თუ ცუდი პატივი ვცეთ, იმას, რაც ოფიციალურად უნდა მოხდეს და არა ჭორაობით. ისინი გადაწყვეტენ სად გადავიდეს და თუ ვინმე გავლენიანი ქართველი ფეხბურთელი რეკომენდაციას გაუწევს ეს სალაპარაკო და დასაყვედრებელი რატომ უნდა იყოს.. ვინ ეკითხებათ ვეტერანებს მისი ვიღაცეებისთვის შეთავაზებას და მერე მსგავსი დამამცირებელი კომენტარების კეთებას. ჯერ ერთი ძალიანაც რომ უნდოდეთ ,ატლეტიკოს სტილის ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობს ხვიჩა და არც გუნდისთვის და არც ხვიჩასთვის ეს მომგებიანი არიქნებოდა, აიაქსმა კიდე თავის დროზე შესთავაზა რუბინს, მაგრამ არ გაყიდა რუბინმა. ვინმემ სთხოვა რომ აიაქსთან და ატლეტიკოსთან საქმე ჩამიწყვეო? თუ რაიმე გააკეთა და მართლა რეკომენდაცია გაუწია, ეგ რა სალაპარაკოა, მითუმეტეს 20 წლის ფეხბურთელის მიმართ მსგავსი კომენტარებით. ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანაში არც სპორტს და არც ხელოვნებას.

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?