თურქული Sport ifcumlele წერს, რომ "გალათასარაი" შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას საჭიროებს და "ჰათაისპორის" ფეხბურთელის საბა ლობჟანიძის ტრანსფერს განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდს პრობლემა აქვს, ოგულკან ჩაგლაიანი ძალიან შრომისმოყვარეა, დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე, დაცვას ეხმარება, მაგრამ "გალათასარის" ის არ სჭირდება, რუმინელი ოლიმპიუ მორუტანი უფრო ეფექტური ნახევარდაცვის ცენტრშია, ვინაიდან ფლანგზე მოქმედებაში ცოტა არ იყოს შეზღუდულია, ამ ეტაპზე სტაბილურობაც აკლია, ამიტომ მწვრთნელი ისევ სოფიან ფეგულის დაეყრდნო, რომელიც ასევე ვერ გამოირჩევა სტბილურობით და ყურადღებას ლობჟნიძეზე ამახვილებს.

"ლობჟანიძის სახელი "გალათასარაის" დაუკავშირეს. ის "ჰათაისპორში" თამაშობს და გასული სეზონის მიხედვით ვიცნობთ, როდესაც "ანკარაგიუჯიუ" ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, შეტევაში მათი მთავარი კოზირი იყო. ანკარაში მატჩში მარკაო კინაღამ ზღვაში გადააგდო. ამ სეზონში "ჰათაისპორში" ომერ ერდოღანის გუნდში კიდევ უფრო წარმატებული გახდა.

"ჰათაისპორში" 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მემარჯვენეა და უპირატესად მარჯვენა ფრთაზე თამაშობს. მიუხედავად ამისა ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. მოძრობისას ბურთს კარგად ფლობს, აქვს კარგი დრიბლინგი, ტექნიკა, დარტყმა და შეტევის დასრულება შეუძლია. სწრაფია. ტექნიკური არსენალი ყველაფერ ამაში ეხმარება. თუ გასაძლიერებლად ფეხბურთელი სჭირდებათ, ასეთი უკვე არსებობს, რომელიც სივრცეს თავისუფლად იყენებს.

თურქეთში თამაშის გამოცდილება გააჩნია და ეს პლუსია, რამეთუ ქვეყანას იცნობს და ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, 27 წლისაა. ეს კლუბისთვის წინ გადადგმული ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იქნება".

"ჰათაისპორმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, თუმცა უკანასკნელ ხანს წარმატებულად ვერ თამაშობს, მე-5 ადგილზეა, ხოლო ფათიხ თერიმის "გალათასარაი" მისთვის უჩვეულო მე-12 პოზიციაზე იმყოფება. სხვათა შორის, "ჰათაისპორი" "გალათასარაის" 16 იანვარს უმასპინძლებს.

focustransfer-ი იტყობინება, რომ ლობჟანიძე თურქეთში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს, უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ქართველი ფეხბურთელია და შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს.

ირაკლი
წარმატებები საბა! საქართველოსთვის მეგობარო!!!
Levani
ახლა ძმაო ფეხბურთელია- გოლს რო გაიტანს ბიდიშებს ხო არ მოუხდის მეკარეს,მეტოქის მწვრთნელს ხო არ ჩაეხუტება და იტირებს ბოდიშით შემომეგოლაო.რაზე აკრიტიკებთ,ბევრი გაიტანოს და როგორც უნდა ისე აღნიშნოს. ქეცბაიამ რო აღნიშნა გოლი ინგლისში ისე უნდა- ჯანმრთელობის დაზღვევამ ალბათ შესატანი გაუძვირა ისე ურტყა ფეხი ბანერს.
ბათუმელი ექსპერტი
აუ ეს ძაალიან მაგარი იქნება თუკი ნაღდად გამოვა. რატომღაც მჯერა რომ ამ ქვეჯგუფიდან ევროპაზე მოვხვდებით! ბიჭებიც ფორმაში შევლენ და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ!
Modric
რა ეტყობა თავმდაბლობის? გოლის აღნიშვნაზეც ეტყობა, რომ პირიქითაა. თავმდაბალი ადამიანები მასე საკუთარ თავზე ხაზგასმას არ აკეთებენ...
ჰიჰი
ღმერთმა ქნას. ძალიან კარგი ბიჭია. მშრომელი, თავმდაბალი, იმედიანი, მებრძოლი. მჯერა გაუმართლებს ყველა გუნდს და ზოგიერთებივით თავში არ აუვარდება.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში