რუსულმა Sport24-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელ კონსტანტინე მარადიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის ნაწილია, სადაც 21 წლის ნახევარმცველი საქართველოს ირგვლივ საუბრობს:

"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...

დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...

ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.

ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო. რთულია, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს...

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან...

"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...

2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.

იაკობი
მამა როცა ქართველია და დედა უცხოელი, შვილმა ქართული არ იცისო. პირიქით როცაა, დედა ქართველი და მამა უცხოელი, მაშინ ხომ იზრდება ბავშვი დედასთან, რატომ არ იციან ქართული?! სუფთა ქართული მენტალიტეტია, ჩვენი ჭირსაც წაუღია, სხვებს უნდა შევეტენოთ.მამას ხომ არ აწყენინებენ, იმ იმ უცხო ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ხომ უნდა ასიამოვნონ და განაცვიფრონ-აგერ ბატონო, მე დედა ვარ და ქართულად კი არ ვზრდი, არამედ თქვენს ყაიდაზეო! ორივე შემთხვევაში, ქართველი დედის ან მამის შვილი, უცხოეთში არაქართველად იზრდება და ყალიბდება!
ვასო
ვისაც არ უნდა ნუ უნდა,შეეშვით რა რას ეხვეწებით?!
Vasili
დიდი პრობლემაა ეგ ამბავი, ახლა ის დაემატა რომ ადრე თუ რუსულენოვანებთან მიდიოდა დაოჯახება, ან რუსი ან უკრაინელი ცოლის მოყვანა, დღეს ევროპაში ძალიან ბევრი ქმნის ოჯახს, მე ვისაც ვიცნობ ბევრის ბავშვი ვერ ლაპარაკობს ქართულად, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად არიან დედასთან პლიუს ამას ემატება ბაღი და შემდეგ სკოლა, რაც აბსოლიტურად ცვლის ბავშვის ტვინს, როცა ამ დროს ეს ქართველი მამა დილიდან საღამომდე გარეთაა პახაობს, დრო არ რჩებათ ელემენტარულად რომ შვილებთან მეტი დრო გაატარონ, ერთი ისაა რომ საქართველოში როცა გაუშვებენ შვილებს, ეს ბავშვები ისეთი თვალებით ჩამოდიან უკან გეგონება სადღაც ზღაპარში მოხვდნენ და უყვარდათ საქართველო ! მაგრამ ისევ იმ სოციუმში დაბრუნება და ისევ ის სკოლა , მეგობრები, ამ ყველაფერთან ერთად ძნელია ქართული იცოდე, ძალიან უჭირთ მაგ მხრივ!! მთავარია მშობელმა სულით გაზარდო ქართველი და იცოდეს რომ ქართველია და არა ფრანგი, ან გერმანელი, ან ინგლისელი! თორემ ბავშვის დედა თუა გერმანელი რათქმაუნდა ბავშვი გერმანულად უფრო ილაპარაკებს , აბა დედამ როგორ დაელაპარაკება ქართული თვითონაც რომ არ იცის, ისიც თავის ენაზე ცდილობს საკუთარ შვილს ელაპარაკოს და ვერც გაამტყუნებ. ზოგიერთი გოიმი სამწუხაროდ თავის შვილს უნერგავს იმას რომ არაა ქართველი და ეამაყება რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, “ღამურას ამბავი”.
გრიგოლი1408
მარტო ქართულად ლაპარაკი და ქართულ ტრადიციებზე გაზრდა არ ნიშნავს ქართველობას.საქართველოში რადენი "ქართველი" ქართველია
ირკლი
ჩემ გარშემო ვისაც რუსი ცოლი ყავს არცერთის შვილმა არ იცის ქართული,ეს კი მამების ბრალია არ ასწავლიან ქართულს და შესაბამისად არც ქართველობენ
სოსო
ვისაც ქართველი დედები ყავდათ ომში დაიღუპნენ და ზღაპრებს ნუ გვიყვები რა
Status quo
მართალია ეს კაცი.შვილს როგორც გაზრდი, იმ ეროვნების იქნება.
Jordan belis
Mère ra gonds ro tkva ro misi bralia ro kartuli ar ici?
გიორგი
შენი ძმისშვილი გამონაკლისია
jordan beli
ბექა შამოგევლე-ჩემ ძმისშვილს დედა ჰყავს რუსი,მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა,მაგრამ პირველი სიტყვებიდან მოყოლებული ბავშვობაში რო თქვა,იქიდან მოყოლებული ქართულად წერს,კითხულობს და ლაპარაკობს კახური კილოთი.ნეტა საქართველოში უყვარდეთ საქართველო ისე როგორც ამას მოსკოვში უყვარს საქართველო.2008 წლის აგვისტოს ომის დროს წითელი ხიდი გადატენილი რო იყო,კახეთის გზაზე საცობი რო იყო,დედით ქართველები რო გარბოდნენ,ჩემი ძმიშვილი დედით რუსი საქართველოში მაშინ ჩამოვიდა,ზუსტად იმ დღეებში.და ერთს გეტყვი-საქართველოში მაცხოვრებელ ქართველებს უფრო უყვართ რუსეთი ვიდრე რუსეთში მაცხოვრებელ ქართველებს-გარწმუნებ.ასე რო ჩემო ბექა,დედა გინდა ქართველი გყავდეს გინდა ფრანგი მთავარია ქართველად გაზარდოს მშობელმა შვილი.სოხუმიდან ლტოვილები თბილისში რო ჩამოვიდნენ ძალიან ბევრი ქართულად არც კი ლაპარაკობდა,იმათ ხო ქართველები ჰყავდათ დედები?
მადრიდისტი
აზაროვს ოლიმპიაკოსი აკვირდება,რიგში კრასნოდარი და ლოკომოტივი არიან..
ანანიძეს გვარში სხვა პრობლემაა
ანანიძე გვარში სხვა პრობლემა ჰქონდა. სხვა მიმართულებით მიჰყავს ფიქრებით მოღლიცინეები და უაზრო ქილიკი და ბულინგი რომ აერიდებინა, მაგიტომ დაიწერა ჯანო დარწმუნებული ვარ და არა იმის გამო რომ გვარი ძე-ზე მთავრდება.
ვაჟა
თავისთვის არის რა. რუსეთში გაიზარდა, რუსად მიაჩნია თავი. არ უნდა ეს თქვენი აწეწილ-დაწეწილი საქართელო. რა, მართალი არაა?
ელგუჯა
)))) ეგრე პრიმიტიულადაც არაა საქმე რამდენი ერთი ჩამვთვალო ქართული გვარის რუსეთის ნაკრებებში
ბექა
ვისაც დედა რუსი ყავს ყველა რუსობს
ბაჩი
საიდან იგონებთ ასეთებს ,გვარი რა შუაშია,ჯიქიას ჯიქიევი უწერია ან ოდესმე ეწერა?
ID
100%
სოსო
ნიჭიერი ბიჭია,მაგრამ თავს რუსად მიიჩნევდა და ახლა რა შეიცვალა,არ ვიცი.შეიძლება გაიზარდა და ფიქრი დაიწყო.ღმერთმა ქნას.შვილს რომ მშობლიურ ენას არ ასწავლი,რა თქმა უნდა მშობელს ეკითხება პასუხი.ებრაელებმა 26 საუკუნე,დევნილობაში შეინარჩუნეს ენა,ტრადიციები და რელიგია.ჩვენ რა უბედურება გვჭირს?შვილებისთვის ვერ გვისწავლებია და შვილიშვილები უკვე არაქართველებად იზრდებიან.ალბათ ამიტომაა ისრაელი ასე ძლიერი და საქართველო;-ასე სუსტი.
გოგა
ეს ბიჭი უნდა წამოვიყვანოთ აუცილებლად
Fsiqiatri.
ტიპი რუსობდა, რუსობაზე თავს დებდა მარა მაინც ქართული გვარი რო აქვს მარადიშვილი და მარადოვად არ გადაიკეთა მაგის გულზე გააგდეს. მოიშორეს ვერ აიტანეს. მერე მიხვდა და დეპრესია დაეწყო. და ბევრ რამეზე თვალი აეხილა როგორც ჩანს. ანანიძეს გვარი არ ეწერა მაისურზე "ჟანო" დააწერეს და ქართული გვარი დაუმალეს და მაგიტომ ექაჩებოდნენ რუსეთის ნაკრებში მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. კვარაცხელიას გვარი იაზე მთავრდება მსოფლიოში კაციშვილი ვერ მიხვდებოდა რომ ქართველია რუსეთის ნაკრებში რომ ეთამაშა, მაგასაც მაგიტომ ებღაუჭებოდნენ მაგრამ ვერ მიიღეს. მესხი მესხი იყო და "მესკი" დ ასაღებდნენ. ეს კიდე მარადიშვილია იმენა შვილიზე უმთავრდება გვარი და ვერ "დამალავენ", თან ესეც ვერ მიხვდა რომ უნდა შეეცვალა და მოიშორეს გააგდეს. არადა ძალიან მაგარი მოთამაშეა მომავალი ამაზე უნდა აეწყოთ, თან რუსობდა ტიპი მზად იყო რუსეთში სათამაშოდ. მაგრამ ისეთი ღორები არიან რომ ესეც ვერ შეირგეს. საქმე იმაშია რომ, მარტო ტალანტების წაგლეჯვა კი არა გვარების რუსულად გადაკეთება და არარუსული წარმოშობის დამალვა უნდათ, რომ მსოფლიოში რუსები მაგრები გამოჩნდნენ და სხვა ერის გენეტიკა თუ ეხმარებათ ეგ არ გამოჩნდეს. აი ასე აზროვნებს "სტანდარტული" რუსების ტვინი. ამ დონეზეა მაგათი ფსიქოლოგია. უფრო სწორად ფსიქიკა. და ეს ფსიქიკა მათ გაანადგურებთ.
Gio
მე ამ ბიჭს როგორ მოვთხოვო საქართველოს სიყვარული თუ საკუთარ ოჯახში არ აღმოჩნდა მშობელი რომელმაც ასწავა ქართული ენა ქართული კულტურა და სამშობლოს სიყვარული ? მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მოსკოვში მეგობრები მყავს იქ ქართველები და ძალიან სამწუხაროა რასაც ვხედავ იქ მყოფ ქართველებს უკვე რუსი ცოლები ჰყავთ იმათი შვილების 90% ქართულად ვერ ლაპრაკობს და 100% რუსულ კულტურასთან არიან შერწყმულები და ჩემი აზრით ეს არ არის რუსეთის ბრალი ეს არის იმ კონკრეტული მშობელის ბრალი რადგან თუ მშობელმა არ ასწავა შვილს მშობლიური ენა საკუთარი სამშობლოს სიყვარული პატიოტიზმი სკოლაში მასწავლებელი საფრანეგთიში რომ იყო ფრანგულად დაგელაპრაკება და გერმანიში გერმანულად პირველ რიგში ოჯახიდან უნდა ისწავლო სამშობლოს სიყვარული საკუთარი კულტურის და იდენტობის პატვისცემა და ბევრ ქართველსრუსეთში ეგ უკვე დაკარგული აქვს და იმათი შვილები ნახევრად რუსები არიან ხოლო იმათი შვილიშვილები ბოლომდე რუსები იქნებიან. ებრაელებს სომხებს ამ საკითში ძალიან ჩამოვრჩეებით ებრაელი სადაც არ უნდა იყოს ან სომეხი თავის ისტორიას კულტურას ენას და ტრადიციებს არ კარგავს გადასცემს თაობიდან თაობას.
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
ფიქრობს თუ არა კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე - მარადიშვილმა ამ კითხვას უპასუხა
მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია