კარგ ფორმაში მყოფი ქუთათურების ძლევამოსილი სვლა მათმა უშუალო კონკურენტმა ,,არმიამაც" ვერ შეაჩერა
აია-არმია 17:15

აია: (15-9) ხამაშურიძე, ჩხიკვაძე, ი.გიორგაძე (ძნელაძე),სინაურიძე, აბრამიძე, შარვაშიძე, გოგია. (1-8) ლომიძე (მატკავა), გურეშიძე, ჩხიკვაძე (ლომიძე), მეტრეველი, შალამბერიძე, რევიშვილი, ცირეკიძე, თხელიძე

ლ: ლომიძე, 4ს: სინაურიძე

სინბინი: გოგია.

არმია: (15-9) ბ.კობახიძე, ტუჩაშვილი, ბაირამაშვილი (ნუცუბიძე), მჭედლიძე, ხარაზიშვილი(კ.კობახიძე),ელიზბარაშვილი,სამხარაძე, (1-8) კაკოვანი (ცაბაძე), ბრეგვაძე, ნავროზაშვილი (ჭავჭავაძე), ცხადაძე, კიკვიძე, კალმახელიძე, ბიწაძე (მორჩაძე), დარასელია,

5ს:ბ.კობახიძე

სინბინი: ტუჩაშვილი

არბიტრი: უ.ნარიმანიძე

ქუთაისის ,,აია" წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. კარგ ფორმაში მყოფი ქუთათურების ძლევამოსილი სვლა მათმა უშუალო კონკურენტმა ,,არმიამაც" ვერ შეაჩერა. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს.

"აიას" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და საშინაო მატჩებს მალთაყვის სტადიონზე მართავს. მიუხედავად ამისა, ქუთათურები გულშემატკივართა სიმცირეს არ უჩივიან.ახლაც, მსუბუქი ავტომანქანებითა და მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით, საკუთარი გუნდის საქომაგოდ ფოთში სამასამდე გულშემატკივარი ჩავიდა. ,,არმიის" საქომაგოდ კი სენაკის სამხედრო ბაზის თითქმის მთელი შემადგენლობა ჩაიყვანეს და მალთაყვის უტრიბუნო მოედანიც მთლიანად მაყუბელთა რკალში მოექცა.

თამაშმა ქომაგთა იმედები სრულებით გაამართლა. შეხვედრა დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა. გუნდები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, ანგარიში მე-6-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ქუთაისელმა გაგა სინაურიძემ გახსნა. თუმცა არმიელებმა ბახვა კობახიძის უზადო დარტყმით მალევე გაათანაბრეს - 3:3 და მცირედი სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. ქუთათურები კიდევ ორჯერ დაჯარიმდნენ და კობახიძემ ორივეჯერ ზუსტად დაარტყა - 3:9.

ანგარიშში ჩამორჩენას ,,მასპინძლების" იერიშები მოჰყვა. ქუთათურები მოლით მიაწვნენ და სტუმრებმა რევიშვილი ზედ ჩათვლის ხაზთან შეაჩერეს, თუმცა რიონისპირელებმა იქვე დაიბრუნეს ბურთი, შემდეგ ათმეტრიან დერეფანში აუტი მოიგეს, მოლით მიაწვნენ და თორნიკე ლომიძეს ლელო გაატანინეს. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა- 8:9.

ქუთაისელებს ზეიმი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ კობახიძემ კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა და სხვაობა გაზარდა-8:12. ტაიმის ბოლო წუთები ,,არმიისთვის" არასახარბიელოდ წარიმართა. ჯერ იყო და ლაშა ბაირამაშვილმა ორთაბრძოლისას ფეხი მოიტეხა და სასწრაფოთი წასაყვანი გახდა, შემდეგ კი სინაურიძემ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირა 11:12

მეორე ტაიმი წვიმის ფონზე წარიმართა. კობახიძემ თითქმის შეხვედრის განახლებისთანავე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა 11:15 და უპირატესობაც "არმიის" მხარეს გადავიდა. სტუმრები ორჯერ ლელოს დადებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ქუთათურები დაცვაში უდრეკად იდგნენ და ორივეჯერ ზედ ჩათვლის ხაზთან ჩაშალეს არმიელთა მასიური შეტევა. აღარც ბახვა კობახიძეს წაუვიდა დარტყმები, მორიგი ორი ჯარიმისას მას მიზანმა უმტყუნა. შეცვლაზე შემოსულმა ვეტერანმა ლევან ცაბაძემ კი ტრავმა მიიღო და მალევე გახდა შესაცვლელი.

ამასობაში კი ,,აია" კარგად ათამაშდა. სინაურიძემ ანგარიში საჯარიმო დარტყმით ჯერ კიდევ 45-წუთზე შეამცირა 14:15, 78-ე წუთზე კი მორიგი და როგორ აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი ჯარიმაც გაიტანა 17:15. ბოლო წუთებში არმია ბევრს ეცადა, რომ კაცნაკლული ,,აიასთვის" (ლევან გოგია გაასინბინეს) გასაღები მოეძებნა, მაგრამ ქუთათურები კვლავ კარგად იცავდნენ თავიანთ ლელოს. სტუმრებს კვლავ ჯარიმიდან მიეცათ შეხვედრის მოგების შანსი, მაგრამ კახა კობახიძემ საკმაოდ შორი მანძილიდან, თანაც მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა. მალე ნარიმანიძემ საფინალო ნიშანიც მისცა და ქუთათურებმა ძალიან გაიხარეს. გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და ,აიას"გამარჯვება მიულოცეს.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 7 7 0 0 +97 14

2.არმია 7 4 1 2 +19 9

3.აკადემია 7 3 2 2 +8 8

4.ლელო 7 4 0 3 +36 8

5.ლოკომოტივი 7 4 0 3 +22 8

6.არმაზი 7 2 1 4 -31 5

7.ხარები 6 1 0 5 -66 2

8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura74
"აია"მ კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ ფული ყველაფერი არა.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა