ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოგება შეიძლებოდა...

მოგება შეიძლებოდა...

მატჩის დასრულებისთანავე მეგობარმა მომწერა: რა გახდა ერთი თვითმფრინავის დაქირავება... პოლონეთთან ასეთი ომის შემდეგ გუნდმა...

სამქულიანებზე ტაბუ დაგვიდეს

მატჩის დასრულებისთანავე მეგობარმა მომწერა: რა გახდა ერთი თვითმფრინავის დაქირავება... პოლონეთთან ასეთი ომის შემდეგ გუნდმა ღამე გაათენა, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრა, იქიდან ბრიუსელში ჩაფრინდა და ავტობუსით ანტვერპენამდე იარა... იქ კი არანაკლები ბრძოლა ელოდაო.

ბელგია-საქართველოს მატჩის მიმოხილვა გადაღლაზე ლაპარაკით იმიტომ დავიწყე, რომ ეს ფაქტორი წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიმაჩნია. თავად განსაჯეთ: მატჩის პირველ და მეორე ტაიმებში სხვადასხვანაირი ზაზა ფაჩულია ვიხილეთ. დასაწყისში მისი შეჩერება ბელგიელებს ძალიან გაუჭირდათ (8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო), ხოლო მეორე ნახევარში მხოლოდ სამი ორქულიანი ისროლა. არადა, ბელგიელები როგორ ხისტადაც საწყის 20 წუთში ეთამაშებოდნენ, ისევე განაგრძეს დასკვნით მონაკვეთში. სხვათა შორის, ზაზამ მატჩის წინა დღეს თქვა: მგზავრობამ ძალიან დაგვღალაო.

გიორგი ცინცაძე პირველ ტაიმში ისევე კარგად გაისარჯა, როგორც პოლონეთთან, მეორე 20 წუთში კი 4 შეცდომა დაუშვა.

მანუჩარ მარკოიშვილი ხედავდა, რომ თანაგუნდელებს პირველ ტაიმში თამაში კარგად მიჰყავდათ და ერთ სამქულიანზე მეტის სროლა საჭიროდ არ ჩათვალა. იგი, როგორც წესი, სამქულიანების სასროლად გადამწყვეტ ეპიზოდებში იწევა. იტალიურ "კანტუში" ბოლო წუთნახევარში ორი-სამი სამქულიანიც ჩაუგდია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თამაშის შემოსატრიალებლად ანტვერპენში არც მას ეყო ენერგია.

სხვათა შორის, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მესამე პერიოდი სასტარტო ხუთეულის წევრებს დააწყებინა (ცინცაძე, გრინი, სანიკიძე, შენგელია და ფაჩულია), მაგრამ მათ შეტევაში ძალიან გაუჭირდათ და ბელგიელებმა შორეული ტყორცნების წყალობით 11 ქულით გაგვასწრეს. ამის შემდეგ მოედანზე ერთმანეთის მონაცვლეობით შემოვიდნენ გამყრელიძე, შერმადინი, მარკოიშვილი (სანიკიძე მოედანზე დარჩა) და სწორედ სათადარიგოებმა შემოატრიალეს თამაში: შვიდწუთიანი მშრალი სერია შერმადინმა ორი საჯარიმოთი დაასველა, ამას მოჰყვა გრინის ორქულიანი, სანიკიძის სამიანი და ორი საჯარიმო, ხოლო მეოთხე პერიოდის წინ მანუმ ეფექტური პასით სანიკიძეს ფარქვეშიდან ჩააგდებინა და ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს - 54:54.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო საქართველოს ნაკრების ბოლო აფეთქება. მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მეოთხე პერიოდი იმ შემადგენლობით დაიწყო, რომელმაც მესამე ათწუთეული წარმატებით ჩაამთავრა. ამას დაერთო გულშემატკივართა შეძახილი - სა-ქარ-თვე-ლო... მაგრამ მეოთხე რაუნდში ქართველთა თოფებს წამალი გამოელიათ. სამაგიეროდ, ბენილუქსელთა არმიაში გამოჩნდა კარგი მეზარბაზნე: საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე იტალიური "აველინოს" წევრმა დმიტრი ლაუერსმა ორი სამქულიანი გამოიყენა და ბელგიელთა მინიმალური ჩამორჩენა ხუთქულიან ფორად აქცია - 61:56. მართალია, ფაჩულიამ მოედანზე დაბრუნებისთანავე ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ ბოლო წუთებს მასპინძლები უფრო ქორფად შეხვდნენ და შესარჩევი გამარჯვებით გახსნეს - 74:64.

ქართველი კალათბურთელები მხოლოდ მგზავრობას არ დაუღლია, ისინი ბელგიელების დევნამაც გათანგა. თუ პოლონეთის ნაკრებში სამი კარგი მსროლელი იყო (მათგან ორი მეფარე), ბელგიის ნაკრების კალათბურთელები პერიმეტრზე ბუზებივით ირეოდნენ. ხან ფეისონი ისროდა შორიდან, ხან ლაუერსი, ხანაც ტაბუ-ებომა... მათ ქართველებზე სამით მეტი სამიანი (21) ისროლეს და ორჯერ მეტი გამოიყენეს - 8. თუ გერმანიასთან ჩაგდებულ შეხვედრას არ ჩავთვლით, ბელგიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში 30-მდე სამქულიანს ისროდა და 10-ზე მეტს იყენებდა. გუშინ ეს მაჩვენებელი ცოტა შეიკვეცა, რაც ქართველთა დაცვის დამსახურება იყო. ბოლო პერიოდში ლაუერსისთვის ორი შორეული ტყორცნის უფლება რომ არ მიეცათ, შეგვეძლებოდა თქმა, რომ დაცვაში უკანახაზელებმა მისია კარგად შეასრულეს, მაგრამ...

წინა ხაზში კი ვლადიმერ ბოისა გვაკლდა... სწორედ მისი სიმაღლის კრისტოფ ბეგინმა იმუშავა კარგი კალატოზივით და ქულა-ქულაზე მიაწყო. მას საბოლოოდ 17 ბალი მოუგროვდა და სამით ჩამორჩა მატჩის სნაიპერ ზაზა ფაჩულიას. მართალია, 9 ქულას ვერ ასცდა აქსელ ერველე, მაგრამ მან შავი სამუშაო არ ითაკილა და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრებმა წლეულს სლოვაკეთთანაც 10 ქულის სხვაობით წააგო და უნგრეთთანაც, თუმცა ბელგიურმა მარცხმა ფინეთში 10-ქულიანი წაგება გამახსენა: 2006 წელს ჰელსინკიში 81:91 დავთმეთ. ვისაც ის შეხვედრა ნანახი აქვს, შეიძლება გაუკვირდეს - რა შუაშია ეს ორი პაექრობა ერთმანეთთანო. მართალიც იქნება: ბელგიასთან და ფინეთთან ერთნაირი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ თამაშის ხარისხი და ხასიათი ცასა და დედამიწასავით განსხვავებული იყო. 2006 წელს ფინეთში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ (91 ქულა მივიღეთ); არც შეტევაში გამოვიყურებოდით კარგად - 81-დან 36 ქულა ფაჩულიამ ჩააგდო. ზაზამ ორთაბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იმიტომ აიღო, რომ გუნდურად არაფერი გამოვიდა.

დღეს საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია: დაცვაშიც გუნდურად თამაშობს და შეტევაშიც. ეგაა მხოლოდ, რამდენიმე ეპიზოდში მცირე ჩავარდნა მოუვიდა, რაც მეტოქემ არ აპატია. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მოწინააღმდეგე ბელგიის შეკრული ნაკრები იყო, რომელსაც შარშან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვერად ნაბიჯიღა დააკლდა.

მთავარი კი ისაა, რომ ჩემ მსგავსად ბევრს დარჩა შეგრძნება: ბელგიაში მოგება შეიძლებოდა...

5 აგვისტო

ანტვერპენი, ლოტო არენა

3500 მაყურებელი

ბელგია-საქართველო 74:64

19:23, 19:18, 16:13, 20:10

ბელგია: მოორსი (5ქ), ვან როსომი (7ქ), ბეგინი (17ქ), ერველე (6მ, 3ჩ, 9ქ), ოვენეკე, იონკჰეიდი, ლაუერსი (13ქ), დრიესენი, ტაბუ-ებომა (14ქ), მუია (2ქ), ფეისონი (7ქ)

საქართველო: გამყრელიძე, ფაჩულია (20ქ), ცინცაძე (5ქ), შერმადინი (5ქ), მარკოიშვილი (7ქ), სანიკიძე (8მ, 10), გრინი (10ქ), ცქიტიშვილი (3ქ), შენგელია (4მ, 4ქ)

მსაჯები: ედი ვიატორი (საფრანგეთი), იოანის ფუფისი (საბერძნეთი), ჰაიდნ ჯონსი (უელსი)

თ მ წ სხ ქ

1. საქართველო 2 1 1 148/139 3

2. პოლონეთი 2 1 1 151/148 3

3. ბელგია 1 1 0 74/64 2

4. ბულგარეთი 1 1 0 67/59 2

5. პორტუგალია 2 0 2 123/153 2

• Ch0xeLa

რატო არ დატვირთეს ნიკა და იმიტომ რომ ბელგია ისეთ დაცვას გვეთამაშა 3 იანზე კაცს არ ტოვებდნენ რომ ესროლა . მე ვთვლი რომ მართლა ჩარტერის ბრალია. ისეთი დაღლილები გამოიყურებოდნენ ბიჭები რომ კიდე კარგად ითამაშეს.

• state

გირსეული ყველაფერი საამაყოა... მადლობა ბიჭებს...

• georgia-07

ზაზა ფაჩულიამ უმაღლეს დონეზე ითამაშა, მიუხედავად იმისა რო ჯარიმები ბლომად აიკიდა, აი უკანა ხაზში მაგრად გვიჭირდა, მარკოიშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა ალბათ მომდევნო 5 შეხვედრაში მაგდენს აღარ დაუშვებს, მოხსნებზეც სანიკიძე და ფაჩულია თითქოს ხელს უშლიდნენ ერთმანეთს, ცქიტიშვილი რატო არ დატვირთეს მაინც ვერ ვხვდები, იქნებ 2 სამიანი მაინც ჩაეგდო. გადაღლილობამ, ზედმეტმა თავდაჯერებამ, ცოტა ურცხვმა მსაჯობამ, პლიუს ბელგიელებმა დაგვამარცხეს

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა