სპორტულმა მიმომხილველმა ოლეგ ვინოკუროვმა "ეხო კავკაზასთან" ფიფას გადაწყვეტილება გაამართლა
გულშემატკივარს მოეხსენება, ფიფა თავს იზღვევს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველო-რუსეთისა და სომხეთი-აზერბაიჯანის საფეხბურთო დაპირისპირებას შეგნებულად გამორიცხავს. შედეგად, პოლიტიკურად დაპირისპირებული ქვეყნების ეროვნული ნაკრებები ევროზონის სხვადასხვა ჯგუფებში მოხვდებიან.

საერთოდ, პოლიტიკისა და ფეხბურთის გამიჯვნა-არგამიჯვნაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში სპორტულმა მიმომხილველმა ოლეგ ვინოკუროვმაც გამოთქვა და ვგონებთ, ეს ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- ვფიქრობ, ფიფა გონივრულ გადაწყვეტილებას იღებს, ნაკრებებს რომ აშორიშორებს. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ფეხბურთი და მთალიანად სპორტი, პოლიტიკისგან შორსაა, სინამდვილეში ასეთი შეხედულება უტოპიაა. ყოველ შემთხვევაში, დაუშვებელია რიგით ადამიანებს ომები, კონფლიქტები შევახსენოთ და თან ფეხბურთზე ფიქრი მოვთხოვოთ.

ფიფა ასეთ გადაწყვეტილებას იძულებით იღებს, რამდენადაც უკვე არსებობს პრეცედენტი, როდესაც ერთ ჯგუფში მოხვედრილმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს. მაშინ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა, მაგრამ ამაოდ და იმ ორი მატჩის ანულირება მოხდა.

ფიფა სწორად იქცევა. რა საჭიროა ზედმეტი დაძაბულობა? ის ქვეყნები, რომლებსაც ბოლო დროს ერთმანეთში უთანხმოება ჰქონდათ, სასურველია, რომ დავაშორიშოროთ.

- კი მაგრამ, რუსეთის ჩემპიონატში ხომ წარმატებით გამოდიან ქართველი ფეხბურთელები?

- საუბარი არაა იმაზე, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში რუს ადამიანებს უფრო ცუდად ექცევიან, რუსეთში კი - ქართველებს. რა თქნა უნდა, ეს ასე არაა, მაგრამ როდესაც პირისპირ ნაკრებები დგებიან, მაშინ ფეხბურთი ეროვნულ იდეად გარდაიქმნება, აქტიურდებიან ნაციონალისტები და სხვა ძალები, რომლებსაც ეს ყველაფერი თავიანთი მიზნების განსახორციელებლად სჭირდებათ... ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

ამისგან გათავისუფლებას აქამდე ვერ ახერხებს თვით ინგლისი. ყოველთვის, როდესაც ამ ქვეყნისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა უნდა შედგეს, ყვითელ პრესაში კამპანია იწყება - გერმანელ ფეხბურთელების ნაცისტურ ჩაფხუტებში ხატავენ და სხვა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა