ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალმა" დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "ბარსელონა".

"რეალმა" "ბარსას" მიჯრით მეხუთედ სძლია - კატალონიურ გუნდს ელ კლასიკოში თითქმის 5 წელია არ გაუმარჯვია.

ეს ხავის ხელმძღვანელობით „ბარსელონას“ პირველი ელ კლასიკო იყო. გუნდმა განაცხადში ფერან ტორესის შეყვანა მოასწრო. მწყობრში ჩადგნენ არაუხო, ფ. დე იონგი და ფატი და კატალონიელები ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ - მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ ლა ლიგაზე 17 ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის მიმდინარეობას თანმიმდევრობით მივყვეთ: „სამეფო გუნდი“ 25-ე წუთზე ვინისიუსმა მოედნის ცენტრში ბურთის ბუსკეტსის მიერ დაკარგვის შემდეგ დააწინაურა - მას საგოლე გადაცემა ბენზემამ გაუკეთა. 41-ე წუთზე ლ. დე იონგმა ანგარიში გაათანაბრა. რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ „კადისში“ უშვებენ, მან 4 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იქამდე მას ზედიზედ 8 შეხვედრაში არ გაუტანია.

69-ე წუთზე ბენზემამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 72-ეზე „ბლანკოსი“ წინ გაიყვანა. თუმცა კასტილიელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - შეცვლაზე შესულმა ფატიმ, რომელსაც ნოემბრის მერე ტრავმის გამო არ უთამაშია, კურტუა დაამწუხრა. მორიგი შეტევისას დემბელეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება, 2:2 და დამატებითი დრო დაინიშნა.

98-ე წუთზე ვალვერდემ ისევ დააწინაურა „სამეფო გუნდი“, ხოლო კურტუამ ისევ გამოიჩინა თავი - ამჯერად ბუსკეტსს არ გაატანინა, კომპენსირებულ დროში როდრიგო ტერ შტეგენთან პირისპირ გავიდა, ვერ შეძლო მისი კარის დალაშქვრა და ეს ძალიან საინტერესო მატჩი "რეალმა" 3:2 მოიგო. თუმცა, ფაქტია, ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" ძლიერდება, მით უმეტეს, თავისი ახალგაზრდული შემადგენლობის გათვალისწინებით.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „ატლეტიკო“ და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული „ბილბაო“ დაუპირისპირდებიან.

ერ-რიადი. „მეფე ფახდის სახელობის სტადიონი“

ბარსელონა - რეალი 2:3

გოლები: 0:1 ვინისიუსი (25), 1:1 ლ. დე იონგი (41), 1:2 ბენზემა (72), 2:2 ფატი (84), 2:3 ვალვერდე (98)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, არაუხო, დანი ალვეში (ნიკო გონსალესი 79), გავი (დეპაი 78), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (პედრი 46), ფერან ტორესი (ეზალზული 46) (ჟუდჟლა 100), ლ. დე იონგი (ფატი 66), დემბელე

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, მილიტაო, კარვახალი (ვასკესი 91), კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 82), ვინისიუსი (კამავინგა 110), ბენზემა, ასენსიო (როდრიგო 68)

- 38 წლისა და 251 დღის დანი ალვეში ელ კლასიკოს ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახდა. ეს ბრაზილიელის კარიერაში მე-1000 მატჩი იყო - 394-ე „ბარსელონაში“.

- ბენზემას გოლი+საგოლე პასის მიხედვით ელ კლასიკოში მესის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (11+10). მესის ანგარიშზე 26 გოლი და 14 პასია. ქარიმმა მიმდინარე სეზონში 23-ე გოლი გაიტანა და „ლივერპულის“ თავდამსხმელ სალაჰს გაუთანაბრდა - მასზე მეტი ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს გატანილი (31).

- პედრიმ „ბარსელონაში“ სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

- ვალვერდემ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.

- ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "ბარსას" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია.

- "რეალმა" 100-ჯერ დაამარცხა "ბარსელონა", 96-ჯერ ელ კლასიკოში კატალონიელებმა იმარჯვეს, ხოლო 52-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

Labirinti...
ძალიან ლამაზი და და გახსნილი თამაში იყო..ხავის ხელი ნამდვილად ეტყობა ბარსას..და ეს გუნდი დაბრუნდება ისევ ლამაზი ფეხბურთვისთის...მე არა ვარ რეალის ფანი.მაჰრამ ანჩელოლოტის რეინკარნაცია მოხდა და ეს ვინისიუსი როგორ აათამაშა..მესამე გოლის ეპიზოდში ამას ტალანტი უნდა რაც გააკეთა...თუმცა ბარსა ქულებს აკრიფავს...ვიცე მაინც გახდება..წარმატებები ხავის...
ბო ნო
მაგდენი არ იციან, ვერ ხვდებიან. გუშინ ხო წერდნენ 5:0-ებს და ეგეთებს. ძაან ცოტაც და ეს ბავშვები დაღვინდებიან. მერე ვნახავთ.
გიო
5 ცოტაა 10 წელია არ მოუგიათ)) 2019 ში მოუგო ბოლოს ბარსამ რეალს, ანუ 2 სეზონია არ მოუგიათ რეალისთვის,კაი იქნება თუ გადაამოწმებთ ხოლმე სანამ დაწერთ
მეგრელი
მოკლედ სადაც დაიჭირეს იქ მოუგეს ბარსას.
bobi
როგორ გეტყობა რო ფეხბურთი კარგად იცი.დ.დ.
რონი
აბა რაააა. სად არის ბარსას მოსაგები?! ამ გუნდს გაისად მბაპე და ჰალანდი რომ დაემატება მერე ნახე გოლების წვიმა..........
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს