გუშინ, 12 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში "ინტერი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

25-ე წუთზე "ბებერი ქალბატონი" ვესტონ მაკკენიმ დააწინაურა. 35-ე წუთზე წონასწორობა ლაუტარო მარტინესმა აღადგინა, არგენტინელმა შემტევმა თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. გრანდებმა ვერც დამატებულ 30 წუთში ვერ შეძლეს გოლის გატანა. თითქოსდა საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე უნდა მისულიყო, თუმცა ჩილელმა ალექსის სანჩესმა 120+1 წუთზე გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა და "ნერაძურის" ისტორიაში იტალიის სუპერთასი მეექვსედ მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ მილანელების მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ისტორიაში უნიკალური შედეგით შევიდა. ექსფეხბურთელმა და ნიჭიერმა მწვრთნელმა 1929/30 წლების შემდეგ პირველად მოახერხა და "ბიანკონერის" ზედიზედ მესამედ სძლია სუპერთასის ფინალში (ორჯერ "ლაციოს" შემადგენლობაში, კონკრეტულად 2017 და 2019 წლებში).

ამრიგად, "ინტერმა" ამ სეზონში პირველი ტიტული უკვე მოიპოვა. ამასთან ერთად, "ნერაძური" 49 ქულით სერია A-შიც 1-ელ ადგილზე იმყოფება. თანაქალაქელ "როსონერის" 48 ქულა აქვს, თუმცა მოქმედ ჩემპიონებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სიმონე ინძაგის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ტურინის "იუვენტუსი" 38 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. "ბებერი ქალბატონი" შემდეგ ტურში (15 იანვარს) "უდინეზეს" უმასპინძლებს.

ვახო...
წინ ინტერ!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა