ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა?" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე საუბრობს

"ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა?" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე საუბრობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებს აქტიურად უწყობს ხელს და იგი აგენტ მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ახლა აქტუალური ირაკლი აზაროვის თურქეთში ჩაშლილი ტრანსფერიცაა. ასე რომ, ნუკრისთან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- მამუკა ჯუღელის მიმართ საქართველოში ისევ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ბევრი კრიტიკაა, რაც კვარაცხელიას არშემდგარმა ტრანსფერმა უფრო გააღვივა. რატომ დარჩა ხვიჩა "რუბინში"?

- მამუკა ჯუღელი გვერდით უამრავ ქართველ ფეხბურთელს დაუდგა, მათ შორის, მეც. მისი კრიტიკა იმის გამო, რომ კვარაცხელია ახლა "ბაიერნში" არ თამაშობს, საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების მხრიდანაა. ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა? გასულ ზაფხულს რეალური სატრანსფერო წინადადება არ ყოფილა. "რუბინი" თავად ყიდულობს ფეხბურთელებს 7 მილიონ ევროდ და უფრო მეტად. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, საკუთარი ლიდერი უფრო ნაკლებად გაასხვისოს?

- ჩვენთან ინტერვიუში ჯუღელმა "ტოტენჰემზე" ისაუბრა. კიდევ რა ვარიანტები არსებობდა?

- შესაბამისი შეთავაზება რომ ყოფილიყო, კლუბი მას აუცილებლად განიხილავდა, რადგან ხვიჩას ტრანსფერი მათ ინტერესებშიც იყო. ვხედავთ, რომ არსებული პანდემიური ვითარების გამო დიდი გარიგებები იშვიათია, გუნდები უფრო იჯარაზე მუშაობენ.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" ინტერესს, ის არსებობდა, მაგრამ ტრანსფერისთვის ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი. ეს ჯუღელმა ძალიან კარგად იცის. რადგან პრემიერლიგის კლუბია, ეს არ ნიშნავს, რომ კვარაცხელია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაბარგებულიყო, მერე იქ კეინის და სონის კონკურენციას უპირობოდ დაძლევდა, გუნდს მოერგებოდა და ა.შ. რამდენიმე თვეში უკან რომ დაბრუნებულიყო, ამაზე არ გვიფიქრია?

ხვიჩას ბოლომდე სწამს თავისი აგენტის, მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭირო და ფეხბურთელისთვის უკეთესი იქნება.

- იწერება, რომ ყაზანელებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს, რათა ტრანსფერს ხელი შეშლოდა. ამავდროულად, ე.წ. შავ თანხას მიუთითებენ...

- ეს ტყუილია... კვარაცხელიას აქვს თავისი ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია და იმაზე მეტს ვერავინ მოითხოვს. ხვიჩას იაფად და უამბიციო გუნდში არავინ გაუშვებს და ამის სურვილი პირველ რიგში, თავად მას არ აქვს.

"ტრანსფერმარკეტზე" დაფიქსირებული ფასით ვერ იხელმძღვანელებ, მოლაპარაკებების დროს სხვა ნიუანსები არსებობს. რეალობა ისაა, რომ ხვიჩას ხელოვნურად არავინ აყოვნებს.

- არსებობს თუ არა მოლაპარაკებები ამჯერად და შეგვიძლია თუ არა რომელიმე გუნდზე საუბარი? ისევ პრემიერლიგის კლუბებზე იწერება - "ვულვზი", "ევერტონი"...

- გარკვეული მოლაპარაკებები არის, რისი წინასწარ თქმა არ შემიძლია, თუმცა გადამწყვეტი არაფერია. ბევრი ჭორიც იწერება. "კვარას" ტრანსფერზე ევროპაში ლიცენზირებული აგენტებიც მუშაობენ. ზამთარში მოკლე დროა და დიდი ტრანსფერები არ კეთდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ რომელიმე კლუბი ფორსმაჟორულ სიტუაციაში იყოს და ხვიჩამ გუნდი ახლავე შეიცვალოს. ამის შანსი მომავალ ზაფხულს მეტად იქნება.

- იმ საუბრებმა, რაც ზაფხულში იყო, მოახდინა თუ არა გავლენა კვარაცხელიას თამაშზე - მას ნაკლებად წარმატებული საკლუბო სეზონი აქვს და შეგვიძლია თუ არა ფეხბურთელის მხრიდან ერთგვარ შინაგან პროტესტზე ვისაუბროთ, რომელიც კლუბის არშეცვლას უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას იქონიებდა, თუმცა ვიცნობ ხვიჩას, თავისი საქმე უყვარს. არანაირი პროტესტი არ ამართლებს. ამით ფეხბურთელმა რა უნდა მოიგოს? "რუბინი" ვერ იქნება მხოლოდ კვარაცხელიაზე დამოკიდებული, ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით უთამაშია. მან უნდა გააგრძელოს ძველებურად თამაში. კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- კიდევ ერთი მსჯელობაა, რომ შესაძლოა, კვარაცხელიას აგენტს მისი ტოპ-კლუბებში გასხვისება სურდეს, თუმცა შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდეს...

- ვის არ უნდა ხვიჩამ უკეთეს ლიგაში ითამაშოს, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგაა, თუნდაც ფინანსური, ასევე პრესტიჟის თვალსაზრისით. მამუკა ჯუღელს გაუჭირდა ისეთი ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ევროპულ ტრანსფერზე იმუშავებს? არიან წარმომადგენლები. ვიღაცას ჰგონია, მივიდეს პირობითად "ბრაიტონის" ოფისში და ფეხბურთელი შეიძინეთო? ძალიან ბევრ დეტალს აქცევენ ყურადღებას, ცხოვრების რეჟიმს, დამოკიდებულებებს. მილიონებს ზერელედ არავინ გადაიხდის.

აგენტებს ავტორიზაცია აქვთ და მუშაობენ იტალიასა და ინგლისში. ერთ-ერთი გასულ წელს დუბაიში გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო გახდა.

ხვიჩას ყველაფერი გააჩნია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა და უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელია საჭირო. მაგალითისთვის ირანელი აზმუნი ავიღოთ. წლებია, რუსეთის ჩემპიონატში 15 გოლზე ნაკლებს არ იტანს, მაგრამ მისი ტრანსფერი ვერ ხერხდება. ასე რომ, მარტივი არაა ეს საკითხი.

- ირაკლი აზაროვის ტრანსფერის ჩაშლას ვნებათაღელვა მოჰყვა. თურქული მედია ბათუმელთა მხრიდან თანხის მომატებაზე წერს, თუმცა ქართულ კლუბს სხვა ვერსია აქვს...

- ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მიზეზი კარგად ახსნა. ის პირობა, რაც თურქებმა გამოაგზავნეს და გუნდი ამას ელოდა, ადგილზე ჩასვლის შემდეგ შეიცვალა - 40%-ით შემცირდა და ამით როგორც კლუბი, ისე ფეხბურთელი დაზარალდებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბათუმელთა მხრიდან არანაირი დამატებითი მოთხოვნა არ ყოფილა. აზაროვი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, არაერთი წინადადება აქვს და ის ვინმეს არ უნდა აჩუქონ. ყველაფერს თავისი ფორმები გააჩნია.

ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია, თავისი ფასი იცის და ისეთი დამოკიდებულება არ ჰქონია, რომ აუცილებლად დარჩეს. როგორ უნდა წახვიდე "ტრაბზონში" და იმაზე დაბალი ხელფასით ითამაშო, ვიდრე "დინამოში", როცა ჰამშიკი და ჟერვინიო მილიონებს იღებენ. ვიღაც იტყვის, 18 წლის ბიჭი ხელფასზე არ უნდა ფიქრობდესო, მაგრამ აქ თვითშეფასების საკითხი ხდება. თავად აზაროვმა თქვა, რომ სხვა შეთავაზებას დაელოდება ან ბათუმში ზაფხულამდე დარჩება. ამ დონის მარცხენა მცველი ძალიან მოთხოვნადია. არ მაქვს განცდა, რომ ტრაგედია მოხდა.

- რადგანაც აზაროვის აგენტიც მამუკა ჯუღელია, ხოლო ირაკლის მიმართ ინტერესი "კრასნოდარს" აქვს, ქართველი გულშემატკივრები მასაც რუსულ საკლუბო მომავალს უწინასწარმეტყველებენ...

- აზაროვის შესახებ არა მხოლოდ "კრასნოდარმა", სხვა რუსულმა კლუბებმაც იციან, თუმცა ლეგიონერებზე ლიმიტი არსებობს და თავს იკავებენ. თუნდაც, რუსეთში წავიდეს, ამაში ტრაგედია რა იქნება. ასე გადავიდა კვარაცხელია, იქ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და უფრო დიდი ინტერესები გაჩნდა.

- წინა ინტრვიუებში ბერიაშვილისა და ხაბულიანის მიმართ დაინტერესებაზე ვისაუბრეთ, ახლაც ხომ არ შეგვიძლია ვინმეზე თქმა, ვისი ტრანსფერიც იგეგმება?

- ამ ეტაპზე, ვერავის დავასახელებ. საქართველოში არაერთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. მაგალითად, "საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილი მომწონს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი რუსეთში ტრანსფერი იგეგება, თუმცა ამისგან ტრაგედიას რატომ ქმნიან, ეს არ მესმის.

თითქმის ყველა გუნდთან ვთანამშრომლობთ. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. უამრავ დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, დროულ ტრანსფერსაც.

- საკმად დიდი ხანია, გია გრიგალავაზე არაფერი გვსმენია, ზურიკო დავითაშვილი კი როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში მშვენიერ ფორმაშია...

- გრიგალავა ჯერჯერობით უგუნდოდაა. "როტორში" ჩარიცხვის ვარიანტი იყო, მაგრამ უარი თავად თქვა. იმედია, ზამთარში ახალ კლუბს იპოვის.

ზურიკოს რთული პერიოდი ჰქონდა, როცა არ უმართლებდა. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულებები აქვს. ახლა კარგად გამოიყურება. "არსენალი" აუტსაიდერია, მაგრამ აწყობილი ინფრასტრუქტურით და დიდი ბიუჯეტით, ზურიკოთი კი ყველა კმაყოფილია.

- არიან ქართული გვარის ფეხბურთელები, რომელთა საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე საუბრობენ, მაგალითად, კონსტანტინე მარადიშვილი...

- მარადიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მხოლოდ გვარი საკმარისი ვერ იქნება. ჯიქიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ რუსეთში დაიბადა, მენტალურად იქ უკეთ გრძნობს თავს. როგორ შეიძლება, ვინმემ ეროვნულ ნაკრებში ძალდატანებით ითამაშოს? ამის სურვილი თავად მას უნდა ჰქონდეს. ვისთანაც ასე იქნება, ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად დაელაპარაკება და საქართველოს ნაკრებს გააძლიერებენ.

- ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილის მიმართ დიდი მოლოდინებია, თუმცა "ვალენსიაში" ახლა ნაკლებად ენდობიან...

- მამარდაშვილს რაც შეეხება, მან მოთმინების უნარი უნდა გამოიმუშაოს. გიორგიმ შანსი მიიღო, თუმცა ძალიან ცუდია, რომ თამაშის შესაძლებლობა ახლა არ ეძლევა. წარმომიდგენია, მაგის გულში რა ხდება. ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყოს და იქ არავინ დაჩაგრავს.

- ნაკრების ძირითადი მეკარე ისევ გიორგი ლორიაა. ჩვენი ფეხბურთელები წლის ბოლოს კარგ ფორმაში შევიდნენ, შვედები დაამარცხეს და ახლა "ერთა ლიგისთვის" ემზადებიან...

- ვეთანხმები იმას, რომ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა. სანიოლი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. სტაბილურია, დღე და ღამე ვარჯიშობს და კარიერას წარმატებით აგრძელებს. ფრანგმა მწვრთნელმა წელი კარგად დაიწყო და ასევე დაასრულა. შედეგი მაინც ყველაფერს ამბობს. თუკი ამბიცია გვაქვს, "ერთა ლიგის" ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, დანარჩენი შემდეგ ვნახოთ.

• ჩორნა

იცი რატო გვიყვარს ეს ბიჭი??? პასუხი მარტივია პატარა ,,ქართველმა" ბიჭმა რუსეთში რუსები ჯერ დაადუმა და მერე აალაპარაკა..

• vinmes

რუსეთთან არანაკლები დაძაბული ურთიერთობა ააქვთ დანარჩენ მსოფლიოს, მაგარამ ძალიან კარგად ვაჭრობენ ერთმანეთში და თანამშრომლობენ,ეს აქ ამბობენ უაზრო ტელევიზიები რო რუსეთი ასე და რუსეთი ისეო, რომლებიც თვითონ სწორედ რუსეთიდან წამოსული ფულით ფინანსდებიან,ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რუსეთი ვინ არის, უაზრო პატრიოტიზმი აქ საჭირო არ არის, ფეხბურთელს თუ კარგ კლუბიდან და კარგი წინადადებით მიმართავენ რუსეთიდან რატომ არ უნდა წავიდეს იქ სათამაშოდ,კვარაცხელია და კიდევ ბევრი ქართველი ფეხბურთელი რუსეთიდან არ გამოჩნდნენ.კვარაცხელიამ კი უნდა იშრომოს ჯერ კიდევ ბევრი რადგან თავისუფლად აიყვანონ ევროპულმა კარგ კლუბებმა ყოველგვარი შიშების გარეშე.ჯუღელმა კი ფაქტია ეს ბიჭი გზაზე დააყენა,მაგალითად დინამომ კვარაცხელია ისე გაუშვა ვერც კი გაიგეს ბოლომდე რა ტალანტთან ქონდათ საქმე.

• 150-ის მძღოლი

რა არადექვატური შეფასებებია. ანუ რუსეთია ჩიხი, მაქედან ვერ გახვალ და დინამოდან გაშვებული კვარაცხელია რუსთავიდან ნოტინგემ ფორესტში წავიდოდა

• ID

და კიდევ ერთი: ნეტა ის დღე გათენდეს, როცა ყველა ქართველი ერთად და ოფიციალურად გამოაცხადებს რომ არასოდეს არანაირ ფასად არ წავლენ რუსეთში სათამაშოდ... მიზეზებს არ ჭირდება დაზუსტება... რა ამაყი იქნება ერი... რა ძლიერი რეზონანსი ექნება ყველას თვალში... ნეტავ....

• ID

აი განსხვავების ნათელი მაგალითი "გაუნათლებლობასა" და საღ აზრს შორის. ვინც მტრის ქვეყანაში ყველანაირი წასვლის წინააღმდეგია, არც ერთ კომენტარში შეურაცჰყოფა არ მიუყენებია ამ კომენტარის ავტორისნაირი "რუსეთში არაფერი უშავს" ტიპებისთვის (ესეც რუსული წესია...). დიახ - უშავს და თანაც მაგრად... ვინც რუსეთში სათამაშოდ/სამუშაოდ წასვლის პრომოუშენს აკეთებ, ვინც ამას ხელს უწყობს და მით უმტერეს ვინც ამ მტრულ ქვეყანაში ფულს შოულობს ამ ყველაფრის ხარჯზე, რბილად რო ვთქვა/ გავიმეორო ან მართლა გაუნათლებელია, ან კიდევ თავმოყვარეობა არ აქვს . . . საერთოდ ამ სპორტულ საიტებზე რუსული ნეუსებით რო იწყება საწყისი გვერდები - ძაან უხერხულად და დამამცირებლად ჩანს....

• bejo

რატო ქმნიან რუსეთში წასვლით პრობლემასო და იმას ვერ გვეუბნება ვინ განვითარდა , ძალიან სერიოზული ტალანტების სასაფლაო რუსეთი … ირანელზე რომ თქვა 15 გოლო გააქვს და ვერსად ვერ მიდისო ))))) მეტი რაღა უნდა თქვა ანუ აზრი არა აქვსო რა რუსეთში თუ წახვედი იქ უნდა მოკვდეო ეგეე გამოუვიდა თავისივე პირით ))))))

• არტ

ხუთწლიან კონტრაქტს რომ მოაწერინა ხელი რუბინთან და თან იტყუებოდა ოღონდ კარგმა ევროპულმა გუნდმა მოინდომოს მისი წაყვანა ხელს ვინ ოხერი შეუშლისო- ჯუღელი იყო თუ მეშლება რამე? რევიშვილს კი ვურჩევდი ნაკლები ილაპარაკოს - აკეთებ ადვილ ფულს რისეთში დაგააკეთე ოღონდ არ გინდა ჯყღელის და ირიბად საკუთარი თავის გაპრავება. და სისულელეების წერა ხვიჩა კეინს ხომ ვერ ამოაგდებდა შემადგენლობიდანო))) კეინი რომ ცენტრ ფორვარდია და ხვიჩა ვინგერი ჭორის დონეზეც არ გაგიგია არა?

• კაპიტან გარდენბურგი

არ მომეწონა ნუკრი რევიშვილის ინტერვიუ. ტენდენციურია და რეალურ მდგომარეობაზე არ საუბრობს. გეგონება გადაყავს თემა უბრალოდ, რომ მძაფრი საუბრები შეწყდეს. ნუკრი ეგრე არაა ჯიგარო- ამ კაცს ადევს არაადეკვატური ფასი ქართველი ფეხბურთელისთვის, ჯერ არ იყო ამხელა ტრანსფერი ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული და ცხადია უჭირთ გარისკვა ევროპაში! მომატება კი არა დაკლებაზე უნდა ეხვეწოთ კლუბს რომ 10მილიონამდე ჩამოვიდეს თქვენ თუ ხვიჩასთვის გინდაც უკეთესი. გავა წლები და თქვენი ჯუღელიც ვეღარ აიღებს მაგ თანხის მეასედსაც, ნუ არის ასეთი ხარბი ეს გადაეცით ჯობია! მიეხმარეთ ამ ბიჭს სანამ დროა, კაცს განვითარება სჭირდება ეხლა! ამბობდა სლუცკი უკვე 1 წლის წინ წასასლელიაო - არწივს გალიაში არავინ სვამსო და რომ ამბობთ შემოთავაზება არაა რეალურიო , აბა ამხელა ფასი რომ ადევს ან უნდა იცნობდეთ პირადად ვინმეს იუვეში და თქვენ უწყობდეთ ხელს, ან ამხელა თანხაას დაკლება უნდა და მადასაც ცოტა მოკლება. კაი რა მართლა

• Polon

ეს უაზრო ურაპატრიოტიზმია ერთერთი მიზეზი ასე რომ დაძირულია ეს ქვეყანა რუსეთის ჩემპიონატში თუ არ გადავა ქართველ ფეხბურთელი მათ ლიგას არაფერი აე დააკლდება დამიჯერეთ, რუსეთის წამყვანი გუნდები ზენიტი სპარტაკი ცსკა კრასნოდარი ლოკომოტივი დინამო არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ აიყვანს მიზეზი მარტივია მათ დონეს არ აკმაყოფილებს არცერთი ხვიჩას გარდა. ათ მილიონს არგენტინელ ბრაზილიელ და წამყვანი ნაკრებების წევრებში იხდიან და ქართველებს უფასოდ რომ მიცე არ აიყვანენ ეს გუნდები 23 კაციან განაცხადში შეიძლება ვერ მოხვდნენ დიდი კონკურენციის გამო, და რუსეთის ჩემპიონატში რეგრესია თამაშიო ამას რომ იტყვი დილეტანტი ხარ წელს რუსეთიდან ტოპ 5 ლიგაზე 8 ფეხბურთელი გადავიდა და ბოდიში ურალიდან ტულადან და როტორიდან თუ ქართულ ფეხბურთელი ვერ შენიშნეს ამ წამყვან გუნდებში როცა ერთი ფეხბურთელი არ გყავს და რაღაცნაირად კონსპირაციულ შინაარს გამოცდილ თეორიებს უფრო ემხრობი ეს დიაგნოზია უკვე. და პლეიოფში ზენიტი და სპარტაკი თებერვალში ქართულ გუნდებს ხოლო არ ხვდებიან. ან უეფას თასი ზენიტს და ცესკას ხომ არ აუღიათ შემთხვევით წინა დეკადაში.

• ხიხო-2

რუსი დამპრყობელი აკოწიწებს ახალ იმპერიას, ფეხბურთსაც და კალათბურთსაც ეხება ეს. ჯუღელი კი ჩვეულებრივი ფულზე გაყიდული მონაა, იმპერიის სამსახურში. რევიშვილიც...

• Semi

მართალი ხარ ბარსელონაში ან ბაიერნში უნდა წავიდეს აზაროვი მაგარი ტალანტია რა კრასნოდარი ტო

• alexandre

რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თურქეთთან ერთი და იგივე ისტორიაა. მოილაპარაკებენ, ჩადიან ჩვენები და ადგილზე გაუარესებულ კონტრაქტს ახვედრებენ. ეს მათი სტილია! ჩამოვიდნენო და უკან ისე ხომ არ წავლენო! ამიტომ ვურჩევ, რომ ონლაინ დადონ ხელშეკრულება.

• Semi

რა გაუნათლებლები ხართ კომენტარებში, რას წერთ რომ ტოტენჰემს და არსენალს ინდა თურმე ყიდვა და ჯუღელმა ჩაშალა ტრანსფერი? აგენტი ფეხბურთელის ინტერესებს იცავს მხოლოდ,რუბინს რომ გაყიდვა სურდეს საერთოთ ჯუღელს არაფერს შეეკითხებიან. და კვარა რასაც თამაშობს ეგ მაგ აგენტის დამსახურებაა, რუსთავის დუბლებიდან წაიყვანა და გუნდში მოაწყო.

• jiji

ჯუღელს პირადი გამორჩენის გარდა არაფერი აინტერესებს თორემ სიომინისგან პროვინციაში გაყიდვა საიდანაც ყოველთვის პრობლემაა ნორმალურ ქვეყანაში ტრანსფერი ყველა ნორმალურად მოაზრუნვემ კარგად იცის.თან ზაფხულში რა სიაფანდობები გააგორა რამაც ხვიჩაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.სანამ ამ ხორცმეტს არ მოიცილებს ხვიჩა სულ პრობლემები ექნება.

• ilia

განვითარებაში ვინმემ ხელი შეუშალაო? კითხულობს.ასე ფულმა, როგორ უნდა დაგაბრმავოს...ფეხბურთი ფეხების გარეშე ვინმეს გაგიგიათ?

• ziko

კვარაცხელიამ თავდაუზოგავი შრომა უნდა გააგრძელოს და ჟურნალისტებს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს,ისე ხვიჩა ინგლისში კი არა იტალიაში ან ესპანეთში ითამაშებდა კარგად.მაგარი ტალანტია კვარაცხელია და შრომა უნდა გააგრძელოს, ევროპული გრანდები 1-2 კარგი თამაშით მოთამაშეს არ აიყვანენ, ისინი ყველა დეტალს უყურებენ ფეხბურთელის ცხოვრების წესს და ასე შემდეგ.ჩემი აზრით კვარაცხელია ახლა ნაპოლში ან სევილიაში გამოჩნდებოდა კიდევ უფრო უკეთესად,ეს კლუბები მიმაჩნია კვარასთვის ამ ეტაპზე ზედგამოჭრილად ამათ აიაქსს დავამატებდი კიდევ თუმცა აიაქსი დიდ ფულს არავისში იხდის სულ რო მარადონა იყოს ისინი თავიანთ აკადემიას ეყრდნობიან.

• niko

ბოდიშIთ მაგრამ ნუკრის ეშლება რაღაცეები, დავუდოთ ჯუღელის ვიდეოები ნატრაბახები რომ იტალიის და ინგლისის გრანდები ხვიჩაზე ფან ჩარს იპუტავდნენ შარშან ძაფხულში? ეგა რა დაგვესიზმრა. ჯერ ეს ერთი გრანდებობის დაბრალაბე ყველა უცხოურ გუნდზე როგორ შეიძლება, გასაგებია ვენ ჩემპიონატსა და რუსეთის ცემპიონათან შედარებით, მაგრამ გუნდები როგორიც ლიდსო, ვესტ ჰემი, ვულვერჰემტონი.. გრანდები არ არიან და არ ევერტონი იტვლება გრანდად კარგა ხანია. იმას არ ვამბობ რომ ვესტ ჰემში თამაში რუსეთში თამაშშ არ სჯობს მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის გაუფასურება ან კიდევ ოქროს ჩარჩოში ჩასმა. ამ ჯუელს და მისნაერებს სანამ სააქართველო თავის ადგილზე არ დააყენებს ან მოსთხოვს პროფესიონალიზმს არაფერი გამოვა კარგა ხანი. იტალია ჰყავს რაიოლა ჩვენ კიდევ "რა იოლა" - რომელიც რა იოლად უყურებს ფულის შოვნას და ხინკლალ მწვადებში ხარჯვას. გაყიდის ნიჭერ ფეხბურთელებს ჭ ლიგებში, რუსეთში კაპიკებად დასაღუპავად და მერე მოლხენს მამა პაპურად და სულ ფეხებზე ჰკიდია მათი მომავალი. აგანტები აქ რასაც მუშაობენ მაგ ბედოვლათს ვერც დაესიზმრება. მეგობრები მყავს აგენტები და მათი კონტრაქტის ქვეშ ატლეტების ცხოვრების განრიგი აქვთ შედგენილი ყოველ დღიურად, სად რა და როდის, ან ტერვიუ იქნება , ხალხში გამოჩენა... ყველაფერს ისე გეგმავენ რომ უფრო მეტი ყურადღება მიიმპყრონ მას მედიიდან, გულშემატკივერებისგან და რაც მთაარია სპონსორებისგან. ესენი გაუფორმებენ კონტრაქტს რუსეთში და რესტორნიდან ვერ გამოყრი მერე. კარგით რა

• ქ. გ.

ვინ დაუწყებს ჯუღელს იტალიაში ან ინგლისში სერიოზულ საუბარს? ჯუღელი მართლა აგენტი ხომ არ გგონიათ? ვიღაც ძველი ბიჭივით იქცევა და ლაპარაკობს. უცხო ენებიც არ იცის.

• ნუგზარი

არაფერს არ დაკარგავს. შეუძლია ჩაწეროს კონტრაქტში რომ შემდეგი გაყიდვიდან %-ს მიიღებს.

• ლადო

მაშინ ბოდიში ჟუღელთან. კია გაიძვერა მარა მაინც :D

• Gio

ხვიჩას წარმატება დიდი წილად არის დამოკიდებული ხვიჩას თამაშის ხარისხზე ინტერესი შეიძლება იყოს მაგრამ ინტერესის ხარისხსაც გააჩნია ტოტენჰემის ვესტ ჰემის და ევერტონის ნაირი გუნდები იხიდან 30-40 -50 მილიონსაც იმ ფეხბურთელებში ვინც უნდათ თუ დიდი ინტერესია ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ 10 მილიონად რუბინი რომ არ გაყიდიდა ეგ გასაგები იყო იმიტომ რომ თვითონ ყიდულობს და მაგაზე მეტს ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე და არ უღის ესეიგი აქედან გამომდინარე არ ყოფილა მაღალი ხარისხის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ და თუ კვარას უნდა რომ მის მიმართ სერიოზული ინტერესი გაჩნდეს პირველ რიგში კლუბში უნდა მოუმატოს უნდა გახდეს მისი თამაში სტაბილურად კარგი გაიტანოს გოლები გაკეთოს საგოლე გადაცემები სტაბილურად რომ მართლა გამოჩნდეს კლუბი ვინც გარისკავს და გადაიხდის და რაც მთავარია სკამისთვის არ იყიდის და ათამაშებს და ესე არასტაბილურად სანამ გაგრძელებს თამაშს იქამდე მე პირადად არამგონია რომელიმე სერიოზულმა კლუბმა წაიყვანოს 1-2 კარგი თამაში სეზონში ყველსა შეიძლება ქონდეს ნაკრებშიც და კლუბში ეს სეზონის პირველი წრე რომ ჩაუვარდა კლუბში ეს ნათელია იმედი მაქ მეორე წრიდან მოუმატებს და ზაფხულში უკვე ისეთ დონეზე იქნება რომ ზაფუში წავა კარგ კლუბში და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ვინც ძალიან უნდათ იმაში იხდიან კიდეც თანხას ყოველთვის ტოპ ლიგის ბინადარი კლუბები.

• ქ. გ.

ხვიჩა ინგლისში ან იტალიაში რომ გადავა, ჯუღელი კონტროლს დაკარგავს. შემდგომი ტრანსფერები ჯუღელის გარეშე განხორციელდება. ამიტომ ჯუღელს ურჩევნია ერთი რუსული გუნდიდან მეორე რუსულ გუნდში გაყიდოს. ამას ეწოდება მავნებლობა.

• გიორგი

"თუნდაც, რუსეთში წავიდეს, ამაში ტრაგედია რა იქნება". აქ შევწყვიტე კითხვა. მიდგომა გასაგებია.

• ბაჩი

ჯუღელი არა ჩელებაძე ამხილა

• tngh

წარმატებები საქართველოს ნაკრებს...

• დდდ

მიზზები ხომ გაგაცანით, მთელი კომუნისტური პარტიის ნარჩენები მაგ ტრანსფერის წილში ზის და ელოდება,.

• პოლონელი ემიგრანტი

ხალხო, ეს უაზრო ამბიცია დაგღუპავთ. ჩვენი ლიგიდან რუსეთში გადასვლა რეგრესია?ან ინგლისში ჩვენები ასე იოლად რატომ უნდა წაიყვანონ? ვინმეს ევროპელი თუ შეუძლია, მამუკას რატომ უყურებენ, იმასთან მივიდნენ

• ქ. გ.

წელს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გადავლენ კარგ გუნდებში და უმაღლეს დონეზე ჩაატარებენ სეზონს ნაკრებშიც და ახალ გუნდებშიც. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა ვეღირსოთ ამას.

• ID

"თუნდაც, რუსეთში წავიდეს, ამაში ტრაგედია რა იქნება. ასე გადავიდა კვარაცხელია, იქ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და უფრო დიდი ინტერესები გაჩნდა". ამას როგორ ამბობ? სხვა პლანეტაზე ცხოვრობ სადაც ეს ვითომც არაფერი არ არის? გეყოფათ. საკუთარ შვილსაც ასე ელაპარაკები რო თუ გინდა რუსეთში წადი სამუშაოდო? თუნდაც ფეხბურთელი არ იყოს? თავმოყვარეობა სად არის? კვარავხელიაზე ინტერესები როგოიც გაჩნდა ისევე დააკარგინეს რუსებმა ყველას...

• ლადო

ჟუღელი კარგად ამხილა ჟანომ. მაგის მერე მაგ კაცთან თანამშრომლობა სამარცხვინოა

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოვარდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"შახტარია" თუ ბრაზილიის ნაკრები? - გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა

ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან