დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, კახა ცხადაძის გუნდს დიღმის ბაზაზე ორჯერადი ვარჯიშები აქვს. 16 იანვარს საწვრთნელ პროცესში 24-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. გუნდს შეუერთდა ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც ინდივიდუალურად ემზადება.

მის მსგავსად სპეციალური პროგრამით ემზადება გიორგი გვიშიანიც, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ გაგრაში გაატარა. ახალგაზრდა შემტევი მომავალი სეზონისთვის თბილისურ კლუბში დაბრუნდა და შეკრებას ძირითად გუნდთან ერთად გაივლის.

16 იანვარს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გვიშიანი

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა.

დინამო თბილისს ლეგიონერები, ანდრეს პრიეტო, ბარნს ოსეი და ახალწვეული უსმანე კამარა, მომავალი კვირიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში განაგრძობს, შეკრების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე

ბელეკში გამგზავრებამდე კი, დინამო თბილისში ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი 20 იანვარს 14:00 საათზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტს, თბილისის სპაერს უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი დახურული იქნება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

fcdinamo.ge

მარუსიჩი სადაა?
დჭ
მარუშიჩი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა