დორტმუნდელთა სიმბოლოს სჯერა, რომ BVB თავს არც მომავალ სეზონში შეირცხვენს
ფეხბურთელი, რომელიც 14 წლის წინ დორტმუნდისა და მთელი საფეხბურთო გერმანიის სუპერგმირი გახდა და რომელსაც ყველა ლოგიკით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, დღეს 35 წლისაა, კარიერა დამთავრებული აქვს და „ბორუსიას“ ბავშვთა გუნდების მთავარი კოორდინატორია.

ლარს რიკენმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა და ბოლომდე გაუხსნელ ტალანტად დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სახელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მაინც ასოცირდება, რადგან 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსს“ გაუტანა გოლი, რომლის წყალობითაც დორტმუნდელებმა ჩემპიონთა თასი მოიგეს. რაკი წელს „ბორუსიამ“ 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა, მომავალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, ჩვენი გერმანელი კოლეგები რიკენს შეხვდნენ და სიტუაციის გაანალიზება სთხოვეს.

- ჰერ რიკენ, ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორს, „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან თითქმის ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა. როგორი კოლეგაა კლოპი?

- შესანიშნავი, საუკეთესო! არა მგონია, რომ ოდესმე იურგენზე უკეთესი კოლეგა მყავდეს.

- რატომ?

- წლებია, „დორტმუნდს“ ვემსახურები და ყველამ იცის, რომ „ბორუსიას“ ჩემზე ერთგული თანამშრომელი ბევრი არ ჰყავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლოპის ხელში გუნდი ძალიან მაგარია და აქ იმდენი რამ კეთდება, ჩამოთვლა რომ დავიწყო, დიდხანს ვერ მოვრჩები. ბავშვებმა იციან, რომ რაკი კლოპი დორტმუნდში მუშაობს, შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო შანსი აქვთ. გერმანიაში არ არსებობს გუნდი, სადაც ნიჭიერ ბავშვებს უფრო მეტად დააფასებენ. დააკვირდით, რამდენი ტალანტი გამოჩნდა „ბორუსიაში“ მას მერე, რაც ამ გუნდს კლოპი წვრთნის. მისი ფილოსოფია უბრალოდ საუკეთესოა.

- მაინც როგორ მუშაობს იურგენი პატარებთან?

- მაგალითად, ორიოდე დღის წინ კლოპი ბავშვთა გუნდის კიდევ ერთ მოთამაშეს შეხვდა. იმ ბიჭის გვარს განგებ არ დავასახელებ. ის 15 წლისაა, იურგენი სახლში ესტუმრა და მშობლებთან ერთად ელაპარაკებოდა. კლოპი ბავშვთა გუნდის თამაშებს თითქმის არასდროს აცდენს და პატარებს პირადად ეკონტაქტება ხოლმე. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს ჩვენს ბავშვებს მოტივაციას მატებს.

- ნაცვლად იმისა, რომ ახალი ვარსკვლავები იყიდოს, კლოპს ურჩევნია, თვითონ აღმოაჩინოს ტალანტები...

- დიახ, სწორედ ასეა. „ბორუსიას“ ბევრი ფული არ აქვს და რომც ჰქონდეს, იურგენი საქმეს მაინც ასე მიუდგებოდა. კლოპის აზრით (და მე მას ამაში ასი პროცენტით ვეთანხმები), კლუბის მიერ აღზრდილი და აღმოჩენილი ფეხბურთელი გაცილებით სანდო და პერსპექტიულია, ვიდრე ის მოთამაშე, რომელიც სხვაგან აღიზარდა და რომელშიც ფულია გადახდილი. მხოლოდ კევინ გროსკროიტცის მაგალითის მოყვანა რად ღირს.

აი, მაგალითად მარსელ შმელცერი, რომელიც ახლა უკვე გერმანიის ნაკრებშიც თამაშობს და დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში იასპარეზოს. ეს ფეხბურთელი კლოპმა მეორე გუნდიდან გადმოიყვანა. თავის დროზე, გროსკროიტცი აქ უნიჭო ფეხბურთელად მიიჩნიეს და „ალენში“ გაუშვეს. როცა იურგენმა ის „ბორუსიას“ პირველ გუნდში გადმოიყვანა, კევინს არაცინ იცნობდა. ახლა გროსკროიტცისა და შმელცერის ბედი მარვინ ბაკალორცმაც გაიზიარა, რომელსაც ასევე არავინ იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე მთელი გერმანია და ევროპა გაიცნობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ კლოპისთვის მთავარი არა გვარები, არამედ ის არის, რასაც ესა თუ ის ფეხბურთელი მოედანზე აკეთებს.

- ერთი წლის წინ, იაპონელ ახალწვეულ შინჯი კაგავას იურგენმა „ვესტფალენშტადიონი“ პირველად პირადად დაათვალიერებინა. ახლა კი იგივე გააკეთა გიუნდოგანისა და ლაიტნერის შემთხვევაშიც...

- იცით, რომ ილქაი გიუნდოგანის „ბორუსიაში“ გადმოყვანა მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ მინდოდა? მაშინ ის „ბოხუმში“ თამაშობდა. ვფიქრობ, მაშინ ილქაისთვის „ვესტფალენშტადიონი“ რომ დამეთვალიერებინა, „ნიურნბერგში“ არასდროს გადავიდოდა.

- მომავალ სეზონში „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს...

- და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კლოპის გუნდი თავს არც ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში შეირცხვენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა