"მანჩესტერ სიტისა" და მათ ქართველ ვარსკვლავზე, გიორგი ქინქლაძეზე, thesefootballtimes-ზე ომარ სალეემი საინტერესო სტატიას წერს. გთავაზობთ სრულად:

"დიდი ხნით ადრე, სანამ სერხიო აგუერო, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი "ეტიჰადის" მოედანს სახლს დაუძახებდნენ, "მეინ როადის" სტადიონი იყო. პრემიერლიგის ტიტულისგან შორს, აღმოსავლური სიმდიდრის გარეშე ერთი ჩვეულებრივი, ძველებური სტილის დახრილი სტენდით. მოკრძალებულ სტადიონზე ადამიანისთვის გვერდის ავლა ჭირდა, თუმცა ბევრისთვის რეალური სილამაზე ამაში აღიქმებოდა, ვიდრე დღევანდელი, გათანამედროვებული მოედნები ულამაზესი ხედებით, თავისი კვების ობიექტებითა და სასტუმროს ტიპის ნომრებით. "მეინ როადი" ერთ-ერთი იმათგანია.

ზოგადად, ბრიტანულ ფეხბურთში "მანჩესტერ სიტისთვის" თვალის დევნება გულშემატკივრებისთვის დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული, რადგან წინასწარ არ იცოდი, რას უნდა დალოდებოდი. მაგალითად, დღეს "ქალაქელების" თამაშს თვალს რომ ადევნებ, სანამ ფეხბურთელები მინდორზე გავლენ, წინასწარ იცი, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. ყოველთვის "ლივერპულის" გულშემატკივარი ვიყავი, "იუნაიტედი" მეზიზღებოდა. ალბათ, "სიტის" მიმართ გარკვეული სიმპათია ამანაც გამოიწვია, მათაც ხომ ჭირივით ეზიზღებათ "წითელი ეშმაკები".

ასევე ერთი პატარა დეტალი იყო, საინტერესოა, ალბათ, რა არის ისეთი, რომ სხვა გუნდის თამაშების მოლოდინი გამიჩინა... ბრიტანული ფეხბურთის ძველი თაობის წარმომადგენლებს ქართველი გიორგი ქინქლაძე გემახსოვრებათ. მისი მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. დიდი ხნით ადრე, სანამ აგუეროს და დე ბრუინს გააღმერთებდნენ, ამას ქინქლაძემ მიაღწია. მოვიდა, ითამაშა (საყვარელი გუნდის წინააღმდეგაც) და თავი შეგვაყვარა.

"ქინქი" მთელი თავისი დიდებით მოედანს ერთხმად აღრიალებდა, თავდაკარგულ ფეხბურთის მოყვარულებს ბოლო ხმაზე აყვირებდა და გულში უდიდეს სიყვარულს უტოვებდა. ლამაზი ცრუ მოძრაობები და უფრო ლამაზი გოლები. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა, ადრეულ წლებში უხალისო სპორტსმენი იყო. საბჭოთა საქართველოში აკადემიკოსი მშობლების შვილი ბალეტითა და ტანვარჯიშით იყო დაკავებული, ფეხბურთისადმი კი ეს ფაქტი, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კარგი რამაა. სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი მის ადრეულ წლებში. მოცეკვავის ბალანსითა და შესაძლებლობებით გაჯერებულმა ქინქლაძემ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა. ყველაფერში სპორტის თავგადაკლული გულშემატკივარი მამა ეხმარებოდა, ავარჯიშებდა, რათა ჩამდგარიყო იმ ფიზიკურ კონდიციებში, რომლითაც მომავალში თავს დიდ ფეხბურთში დაიმკვიდრებდა. თითქოს ეს სპორტი დიდი ბიჭებისთვისაა? არა, შეხედეთ ქინქლაძეს, მესის და სხვა ტანდაბალ და მოქნილ ფეხბურთელებს...

გიორგის მამა რობინზონი შვილს თავის კონტროლს ასწავლიდა, აიძულებდა, ბურთთან რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა; სახლშიც კი ავარჯიშებდა მძიმე ფიზიკური დატვირთვით, რათა ფეხები რაც შეიძლება მეტად გამაგრებოდა. მან კარგად იცოდა, რომ შვილს სურდა, ნახევარმცველი ყოფილიყო, რომელიც თამაშში ბურთს ყველაზე ხშირად შეეხებოდა. ამიტომ ცდილობდა, გიორგი ამ პოზიციის შესაბამისად გამოეწვრთნა, მოგვიანებით კი, 1979 წელს, თბილისის "დინამოშიც" მოასინჯინა ბედი (სინჯებზე). ბავშვმა ყველას ყურადღება მიიპყრო, უზადოდ თამაშობდა.

ამ დროს კი მომავალ ქართველ ლეგენდას ფეხბურთისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღვივდებოდა და უფროსებშიც დროდადრო თავს იმკვიდრებდა. პირველ ოფიციალურ გუნდად "მრეტები" მოგვევლინა (ახლად შექმნილი გუნდი იყო). სწორედ იქ გაუსინჯა პირველად გემო მასზე ასაკით და ფიზიკურად დიდ, პროფესიონალ ფეხბურთელებთან ოფიციალურ თამაშს...

2 წლის თავზე გუნდმა მეორე ლიგის ტიტული მოიგო, თინეიჯერი კი ბრწყინავდა, მოედანზე დიდ სათამაშო სივრცეს იღებდა და ყველაფერს თვითნებურად, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, ეს ხომ ქინქლაძის შესაფერისი სტილი იყო. რა თქმა უნდა, მსგავსი სათამაშო უნარ-ჩვევები უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა და იმდროინდელი "დინამოს" მფლობელმა მისი საკუთარ გუნდში ხილვა ისურვა, თანაც შემადგენლობაში შოთა არველაძეც იყო, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდებულ და წარმატებულ გუნდში ბრწყინავდა, "ქინქი" 1991 წელს "დინამოში" დაბრუნდა და მოწინააღმდეგეთა რბევას ამჯერად შოთასთან ერთად შეუდგა. მოგეხსენებათ, იმავე წელს საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, ქინქლაძე და არველაძე კი ეროვნულ ნაკრებში აღმოჩნდნენ. ისინი ქართველთა გამორჩეული ნაკრების პირველი ვარსკვლავები იყვნენ.

რა თქმა უნდა, გიორგის საზღვრებს გარეთაც აკვირდებოდნენ, თანაც "დინამოში" კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - 34 გამართულ შეხვედრაში ჯამში 28 გოლ+ასისტი ჰქონდა. ეს შედეგი საქართველოს უმაღლესი ლიგისთვის მართლაც რომ შესანიშნავია. ყველა ხედავდა, რომ ტანმორჩილ პატარა ბიჭუნას წინ უდიდესი დიდება ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ, 1993 წელს საქართველოში მომხდარმა სამოქალაქო ომმა მისი კარიერა გარკვეულწილად დაამუხრუჭა.

1993/94 წლების სეზონში გიორგიმ 14 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მაშინ უკვე დედაქალაქურმა გუნდმა საუკეთესო ფეხბურთელების ომის კლანჭებისგან თავდასაღწევად ევროპაში გაშვება დაიწყო, იქ კი ამ სპორტსმენებზე ბევრი რამ არ იცოდნენ, მაგალითად, პატარა გამთამაშებელზე, რომელსაც ერთ კონკრეტულ სიტუაციაში მოხდენილობითა და სისხარტით, ტექნიკითა და უბადლო საშემსრულებლო კლასით მეტოქე გუნდის ყველა წევრის მოტყუება შეეძლო. "ქინქიმ" სათამაშოდ დასავლეთ ევროპას მიაშურა, კერძოდ, მე-2 ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენს". ქართველი კარიერის გადასარჩენად იბრძოდა. რთულია, საქართველოდან წასული გერმანული ფეხბურთის ფილოსოფიაში მარტივად ჩაჯდე, იქ ხომ გაცილებით დიდი ფიზიკური დატვირთვაა. ყველაფრიდან გამომდინარე, "ქინქი" მოედანზე 90 წუთს იშვიათად ატარებდა, 1994 წელს კი უკან, "დინამოში" დაბრუნდა.

1993 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" 200 000 ფუნტად შესთავაზეს. წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა, მისი ფიზიკური კონდიციებიდან და დისციპლინიდან გამომდინარე, ეს ტრანსფერი არ შედგა. შემდეგ ტალანტი სინჯებზე "რეალშიც" მივიდა, თუმცა დაიწუნეს. ამ დროს ქართველი "ბოკა ხუნიორსის" სკაუტმა შენიშნა (ეძებდა მადრიდელების მიერ დაწუნებულ ტალანტებს).

და იჯარით ქინქლაძე სათამაშოდ არგენტინაში გადავიდა, ჩავიდა და საკუთარი ნიჭის დემონსტრირება სრულიად უცხო კონტინენტზე დაიწყო. შეხვდა კერპ დიეგო მარადონას, თუმცა რეგულარული ადგილის შენარჩუნება ვერც იქ შეძლო. "ალბისელესტელები" მაშინ უცხოელ ფეხბურთელებზე მეტად უპირატესობას თანამემამულეებს ანიჭებდნენ. ამიტომაც გიორგი სამშობლოში დაბრუნდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩიხში შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში თავის გამოჩენას ყოველ შეხვედრაში ახერხებდა, სტაბილურად გუნდში ვერ თამაშობდა (სხვადასხვა გუნდში უწევდა წასვლა), საქართველოში იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და გიოს გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა მერაბ ჟორდანიამ სულ სხვაგან გაუშვა და აქედან დაიწყო "ქართველმა მესიმ" რეალური სახის წარმოჩენა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშე გიორგის რამდენიმე კადრი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტს, ფრანსის ლის, ქინქლაძე გაეფორმებინა. 1995 წელს "ქალაქელებმა" ქართველი 2 მილიონ ფუნტად შეიძინა, დანარჩენი უკვე ისტორიაა. ალბათ, ამ წინადადებას განსხვავებული შინაარსითაც იყენებენ, თუმცა აქ მართლაც რომ ასეა.

ამ ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გულშემატკივრები დანამატით უკმაყოფილონი იყვნენ, განა შეძლებს ვიღაც პატარა ბიჭი პრემიერლიგაში თამაშს? საერთოდ ვინ არის? შეკითხვები მთელი ინგლისიდან მოდიოდა, თუმცა მოგვიანებით გაჩუმდნენ და ამ დიდებული ფეხბურთელის თამაშით ტკბობა დაიწყეს.

უცნობი ქართველი ფეხბურთელის ერა 1995 წლის აგვისტოში დაიწყო. საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა ელოდათ წინ და ცოტა არ იყოს, სკეპტიკურადაც უყურებდნენ, თუმცა გენიოსმა პირველსავე მატჩში ყველაფრის მტკიცება დაიწყო, დაიწყო და თავიც მალევე დაიმკვიდრა.

დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, "ქალაქელების" გუნდი მაშინ საშუალო დონისა იყო, ქინქლაძე კი დიდ ფეხბურთელად ყალიბდებოდა და ჩრდილოელებსაც წარმატებისკენ მიუძღოდა. ქართველი მოედანზე გამოდიოდა და მარცხენა ფეხით ჩვეული ცრუ მოძრაობებით ბრიტანელებს ისეთ სპექტაკლს სთავაზობდა, როგორიც არასდროს ენახათ. ყოველმხრივ ხმაურიანი ინგლისელები უყურებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მათ თვალწინ უდიდესი ვარსკვლავი იბადებოდა. წარმოიდგინეთ, გიორგის სათამაშო სტილი დიეგო მარადონასას სულ მალე შეადარეს. რამხელა პატივია ფეხბურთელისთვის კერპთან შედარება, ალბათ, ხვდებით.

დამეთანხმებით, ინგლისში ადაპტაცია რთულია, თუმცა ქინქლაძე წინააღმდეგობას მედგრად ხვდებოდა, ცდილობდა, ფიზიკურად საუკეთესო კონდიციებში შესულიყო და "სიტის" უმაღლეს ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად დახმარებოდა. ერთ დროს უცნაურ ტრანსფერად მიჩნეულ ქინქლაძეს უკვე თამამად "მიდლბროს" გამთამაშებელს, ჟუნინიოს ადარებდნენ. საერთო ჯამში, ალბათ, ბრაზილიელი უკეთესი ფეხბურთელი იყო, თუმცა ბურთთან დამოკიდებულებით ქართველს ვერც შეედრებოდა. თვითონ "სელესაოელმაც" აღნიშნა, რომ ქინქლაძე გენიოსი იყო, აქამდე მისი მსგავსი დრიბლინგი ინგლისში არავის ჰქონია და ქინქლაძის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი ხელშეუხებელი იყო. ფორმის პიკში მისთვის ბურთის მოპარვა წარმოუდგენელიც კი იყო, იმდენად ჰქონდა ბურთი ფეხზე მიბჯენილი, დაახლოებით ისე, როგორც ამას არიენ რობენი და ლიონელ მესი აკეთებდნენ (ეს უკანასკნელი დღესაც გვანებივრებს). სწორედ ამიტომ, კავკასიელი ბიჭის შეჩერება რთული იყო. ალბათ, ყველას გვახსოვს "საუთჰემპტონთან" მაგიური გოლი, მარჯვენა ფრთიდან ბურთი წაიღო, 5 მეტოქე მოატყუა, დეივ ბისანტი თავხედურად მოედანზე დასვა და კიდევ უფრო მეტად თავხედურად თავზე ბურთი გადაუგდო (რა თქმა უნდა, თავხედურში საფეხბურთო ტერმინი იგულისხმება); გულშემატკივარი ემოციებს ვერ თოკავდა, წარმოიდგინეთ, ცოცხლად შედევრი ნახეს. ეჭვგარეშე იყო, რომ ქინქლაძე "სიტის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა. სიგიჟემდე შეყვარებული ინგლისელები ემოციებს ვეღარ თოკავდნენ, თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ამას ტკბილ ზღაპრებში გვიყვებიან. სამწუხაროდ, მანჩესტერელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, თუმცა არაფრიდან მოსული ქართველი ვარსკვლავი მიიღეს. ამბობდნენ, მისი სამსახურით ირიბად "ბარსელონა", "ლივერპული" და "ინტერი" ინტერესდებოდნენ იმის იმედით, რომ სახლს კიდევ ერთხელ შეიცვლიდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.

ქინქლაძემ "სიტიში" დარჩენა გადაწყვიტა, რათა გუნდს ელიტაში ასასვლელად დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უკვე მიღებული ჰქონდა. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ჯერ კიდევ ბოლომდე უნდოდა, რომ გულშემატკივრებს შეყვარებოდა. კარგად ესმოდა, რომ საქმე დამთავრებული ჯერ კიდევ არ იყო და დრო იყო, 100%-იან შედეგზე წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელებმა" 1996/97 წლებში 5 მწვრთნელი გამოიცვალა, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მაინც არავის დაუთმო... და აქ დამთავრდა გიორგის დიდი ფეხბურთი, "თბილისელი ჯადოქარი" ტრავმებმა გააწამა, ფორმიდან ამოვარდა და მოედნის გარეთაც პრობლემები დაეწყო. როილი "ქინქის" დიდ დროს აღარ უთმობდა. მიუხედავად "ქალაქელების" გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლისა, როილი არაფერს თმობდა:

"გულშემატკივრებს გეხებათ, მთელი ამ დროის განმავლობაში ის გუნდის ნათელი მარგალიტი იყო, თუმცა არ შეიძლება მისი გაღმერთება, მისი მოსვლის შემდეგ გუნდი ხშირად წარმატებას ვერ აღწევდა. მიუხედავად თქვენი ამხელა სიყვარულისა, ის ჩემი სუსტი რგოლი იყო და არა ძლიერი".

როილის "ხმლის ერთი მოქნევით" ქართველის კარიერის დანგრევა შეეძლო, მიუხედავად ხშირი გამონათებებისა, მოიმატა წონაში და ფიზიკურ დატვირთვაშიც რეგრესი დაეწყო, დაცვას ფაქტობრივად ვეღარ ეხმარებოდა...

ქინქლაძემ "სიტი" ლეგენდის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში გულშემატკივრები თავი გაგიჟებით შეაყვარა. მოგეხსენებათ, დღემდე რომ ჰკითხო სტაჟიან ფანებს, "ქალაქელების" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს დაასახელებენ.

თითქოსდა გარდაუვალი იყო ევროპის უძლიერეს ლიგაში თამაში, მით უმეტეს, "ბარსელონას" ქართველი აღარ აინტერესებდა, თუმცა გიორგის სამსახურით "აიაქსი" დაინტერესებული იყო, ამ ყველაფერში კი ლომის წილი შოთა არველაძემ გასწია. სწორედ მან დაარწმუნა ნიდერლანდური გუნდის ხელმძღვანელობა, რომ მისი თანამემამულე ეყიდათ.

5 მილიონად შეძენილი "ქინქი" იარი ლიტმანენის შემცვლელად მოიაზრებოდა, რომლის მიმართაც ინტერესს "ბლაუგრანა" იჩენდა, თუმცა ეს უკანასკნელი ამსტერდამელების შემადგენლობაში დარჩა. ამიტომაც ქართველს არასასურველ მარცხენა ფრთაზე მოუწია თამაში, ეს კი მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, ვეღარ ახერხებდა ელვისებური სისწრაფით მეტოქეების ჩამოტოვებას, ლიტმანენი კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ათიანად რჩებოდა. ამიტომაც გიორგის ძველი ფორმის დასაბრუნებლად "აიაქსიდან" წასვლა მოუწია. თუმცა, სანამ წავიდოდა, უნდა ითქვას, რომ როგორც კი საყვარელ პოზიციაზე ბურთს იღებდა, შედეგს აუცილებლად იღებდა...

ინგლისელი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ქართველი ტალანტი ნიდერლანდელებმა ძალიან გააკრიტიკეს. მათ სჯეროდათ, რომ გუნდში დიეგო მარადონას კალიბრის ფეხბურთელი მოჰყავდათ, თუმცა 15 გამართულ შეხვედრაში "ქინქიმ" გოლიც ვერ გაიტანა. ამიტომ "აიაქსის" ხელმძღვანელობას სპორტსმენის იჯარის წესით ინგლისში დაბრუნება მოუწია. "სიტის" გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ბოსებს ლეგენდის სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ, თუმცა "დერბიმ" იყოჩაღა და ქართველი წაიყვანა.

"ჩვენ გვინდა, რომ გუნდი გიორგის გარშემო ავაშენოთ" - თქვა მენეჯერმა ჯიმ სმიტმა. "დერბიმ" ფეხბურთელი 3 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ქინქლაძემ ინგლისის ჰაერი იგრძნო და მოუმატა, მალევე შეეწყო მალკომ კრისტის (როგორც "სიტიში" ნიალ ქუინს), თუმცა გამუდმებული ტრავმები ვერაფრის გარანტიას ვერ იძლეოდა, მწვრთნელმა კი ტაქტიკა 4-4-2-ით შეცვალა. აქ გიორგი სათადარიგო სკამისთვის იყო განწირული.

დროთა განმავლობაში "დერბის" ფინანსური კრიზისი დაეწყო და ფეხბურთელის გაშვებაც მოუწია. ამბობდნენ, რომ ცუდი ადამიანი იყო. ქინქლაძე მენეჯერს ეძებდა, რომელიც მის ტალანტს დაეყრდნობოდა და შანსსაც მისცემდა... 18-თვიანი ლოდინის შემდეგ კვიპროსული "ანორთოსისის" ვარიანტი გამოჩნდა. წავიდა, ბევრს ვარჯიშობდა, რათა ნაკრებშიც ადგილი შეენარჩუნებინა. ბოლო გასროლა უკვე ყაზანის "რუბინი" იყო. მისმა ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო, გამუდმებული ტრავმები და განიავებული ტალანტი...

ქართველმა საფეხბურთო კარიერა 2006 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა.

ქინქლაძის "პოსტქალაქური" კარიერა დამაინტრიგებელი თანამედროვე ზღაპარია. რატომ სთხოვდნენ ფეხბურთელს, ეთამაშა იქ, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობდა? კი შეეძლო იქიდანაც წარმატების მიღწევა, მაგრამ რატომ? მწვრთნელები ამ შეცდომას უშვებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, გიორგის თამაში 10-იანზე ზღაპრული იქნებოდა, ზუსტად ისე, როგორიც ქართველის "სიტიში" გამოსვლა. არის კონტრარგუმენტიც, რომ დღევანდელ ერაში "ქინქი" ისე ვერ გაიბრწყინებდა, ინგლისში უცნობ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებულმა ტრანსფერმა დიდი სახელი მოიხვეჭა, არავინ ელოდა ქართველის ასეთ თამაშს... ნებაყოფლობით ომს გამორიდებულმა ქართველმა თბილისის "დინამოდან" მთელი მსოფლიო მოიარა... სწორედ ასე გააოცა ქინქლაძემ ბრიტანელი გულშემატკივრები, არავინ არაფერს ელოდა, თუმცა რეალურად არ იცოდნენ, რომ მათ თვალწინ პატარა მხატვარი იქნებოდა, რომელიც ემოციების ზღვას გააჩენდა და "ქალაქელების" გულშემატკივარს შიგ გადააგდებდა. წარმოიდგინეთ, უცნობი ქართველი ბრწყინავდა ისეთ ეპოქაში, როდესაც "მიდლსბროში" ჟუნინიო, "იუნაიტედში" ერიკ კატონა, "არსენალში" დენის ბერგკამპი, ჯანფრანკო ზოლა და ფაუსტინიო ასპრილა გამოვიდოდნენ...

რა შეიძლება იყოს ქინქლაძის ყველაზე დიდი მიღწევა? ალბათ, ის, რომ ინგლისურ ფეხბურთში ახალი სტილი შემოიტანა, სადაც არა წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედებდნენ, არამედ იყენებდნენ იმპროვიზაციას; ისე თამაშობდა, როგორც საუკეთესო მხატვარი "სახატავ ტილოზე ფუნჯით" ხატავს, ამ ყველაფერმა კი ალი ბენარბიას, დავიდ სილვას და სხვა 10-იანებს გაუხსნა გზა. ქინქლაძე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ორი აკადემიკოსის შვილი, რომელმაც ფეხბურთს თავი მიუძღვნა და მასზე სიგიჟემდე შეყვარებულ ინგლისელებს დღემდე შეხვდებით. ცეკვავდა მოედანზე, აბითურებდა მოწინააღმდეგეებს და გულშემატკივრებს ღიმილს ჰგვრიდა, განურჩევლად დიდი იყო თუ პატარა. მისი წარმატება წარმოუდგენელი იყო. ხალხს სჯეროდა, რომ შორეული აღმოსავლეთიდან კეთილმა ადამიანმა გიორგი "მეინ რიდზე" სპექტაკლების ჩასატარებლად და ხალხის გასახარებლად გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოტენციალის დიდი ნაწილი ვერ გამოავლინა, "სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება და ასეც მოიხსენიებენ, იშვიათი გენიოსი, რომელიც არაფრით მოვიდა და თან ყველაფერი წაიღო, მათ შორის, ინგლისელი გულშემატკივრების გულიც. ალბათ, მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვუფიქრდებით, რომ ფეხბურთელმა გუნდში ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოები ვერ მოიგო, ვერ გახდა ისეთი დომინანტი, თუნდაც როგორიც იყო მოგვიანებით სერხიო აგუერო, თუმცა დღემდე როგორ უყვართ... როგორც უკვე ვთქვი, ქინქლაძე "სიტის" ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული".

Video

ქინქლაძე

zaza
მე ეგეთი ნიჭიერი და ნიჭის გამნიავებელი მიშა მესხი(შვილი) მახსოვს კიდევ. ისიც უდიდესი ტალანტი იყო.
isev me
ანუ ზარმაცი იყო თუ რა ჭირდა ზუსტად?
mania
როგორც გამიგია ინგლისსში მას KINGს ეზახდნენ! ანუ მეფეს ინგლსურად! ისიც გამიგია არ იყო მშრომელიო, დროს ტყუილად ფლანგავდაო, არ ვიცი რამდენად მართალია, ამ სტატიაში არ წერია ეს,ეგებ არ ვიცი და რაღაცას ვიგონებ
კ ო მ ბ ლ ე
მე რომ დავიბადე ჩემზე ნიჭიერი კაცი არ იყო მარა მერეა მთავარი, მერე! და ქე დავრჩი ბარდულზე ჩამომჯდარი.
სიმართლე
გენიალური ქინქი. მისი დარი არავინ გვყოლია და ჯერჯერობითაც არავინაა. არ გაუმართლა, თორემ დღეს რომ იწყებდეს ფეხბურთს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყოველეჭვგარეშე გახდებოდა!
უშო
სამაგიეროდ, აქვს სიყვარული გულშემატკივრისა, რომელიც 20 წელია არ განელებულა, გესმის? ეს რომ გაიგო ერთი 20 წელი კიდევ უნდა იცხოვრო... პატარა "სტატისტიკოსო" ..
Levani
პირველ სურათზე-მანჩესტერის ამომავალ ვარსკვლავს ნიკს ქინქლაძემ ისე ჩაუტარა ბატი შეარქვეს,ასე ერქვა მერე სულ ნიკი ბატი
ar dabloko tu zma xar
ეს მარტლაც ულამაზესი სტატია დიდ ქარტველ და უ ნიცჰიერეს პხბურტლზე,არველაზეებმა არ ცაიკიტხონ ტორემ პასჰვზე გასკდებიან
RX
ნიჭიერი ზარმაცი
1408
უდიდესი გენიოსი, ქართული ნიჭის და გენის გამოვლინება. ასე ინება უფალმა. დიდება უფალს. ქართველებო გჯეროდეთ უდიდესი ატლანტის მატარებელი ხალხი ვართ......
გიორგი
საქმე ისაა თვითონ გიორგი არ თვლის რომ სანანებელი აქვს რამე თავის კარიერაში. ხასიათი აქვს ასეთი. ასეც ხოშიანადაა. აქედან იწყება ყველაფერი თუ არა კარიერული შედეგები მაინც.
ფეოლა
ქინქლაძეს საქაეთველოს ნაკრების ოფიციალური შეხვედრებში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. არ უნდა ამას ბევრი ლაილაი
აკო
გაანიავა თუ ტა ქნა ეგ თავისი საქმეა, მარა ამხელა აღიარწბას პრაქტიკუკად აგენტის ფარეშე და ნაყიდი ჟურნალისტების და ბაქი-ბუქუა ფარწშე შექმნა ისტორია
100%
ძალიან ბევრმა გარეშე ფაქტორმა იმუშავა ცუდად გიოსთვის, თუნდაც გაზეთის გამოსვლამ. გაზეთი გამოვიდა და ერქვა ,,გიორგი ქინქლაძე,,. არ იყო საჭირო. ,,სუკონკა,, გახსოვს გიო? მაგარი დრო იყო, წლებით უფროსებს, რომ გვამატავებდი. ოქროს ბურთი სახლში უნდა გედოს წესით.
las
კაცმა ასე გაფლანგოს ნიჭი მე არ მახსენდება. ალბათ აგენტიც არ უვარგოდა. მესის და მარადონას დონის ფეხბურთის თამაში შეეძლო
ტოტორო
ქინქლაძე დიდი ტალანტი იყო. უბრალოდ, გამოუცდელი იყო. ჯერ კულტურული შოკი დამართა უცხო სამყარომ და უცხო ხალხისაგან ნანახმა სიყვარულმა, მერე კი მწვრთნელთან გაუგებრობამ ცუდად იმოქმედა, უცებ ჩამოაგდო დედამიწაზე ... გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ ულამაზესი თამაშით დაამახსოვრა თავი ხალხს და ამას დიდი ტიტულები ვერ დაემატა...ის ამას იმსახურებდა..
Givi
Xalxno ra dagemartat?!ra titulebi?aq saubaria fexburtis lamazad tamashze driblingze da lamaz golebze,torem ertxel maxsovs shevchenko seria A_s bombardiri gaxda tuar vcdebi 24 golit, romlis naxevari penalti iko da danarcheni golebis titqmis 90% pirispir gasuli an mekaris mogeriebulze damatebit,anu gols ver aarchevdi rom getqva ra magari gaitanao...shevchenkos martla arafers verchi magram risi tqmac minda albat gamiget...
ლაშა
100 %
ირაკლი
ქინქლაძე უდაოდ იყო დიდი ტალანტი და სულ მცირე საუკეთესო დრიბლინგის მქონე დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში. რაც მას აკლდა დიდებამდე იყო სტაბილურობა, მიზანმიმართულობა და თავდაუზოგავი შრომა, ის რაც ეხლა აშკარად არ აკლია მაგალითად ხვიჩას. ეს ყველა ახალგაზრდა და ნიჭიერმა ქართველომა ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანალოგიური შეცდომა არ დაუშვას. მე მჯერა რომ უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრები დადებს კარგ შედეგს და ყველას დაგვიბრუნებს სიამაყის გრძობას.
papai
რა შუაშია სტატისტიკა და ციფრები.. გენიალური ფეხბურთელი იყო და მისი ყურება თვალს უხაროდა
yverchita
არის ქუნქლაძე. რა სპორტული მიღწევები ან ტუტულები აქ? რამდენი წელი ითამაშა მაღალ დონეზე? რა სტატისტიკა აქ? კვარას მეათედი მითამაშე არაა.
მამუკა
აიაქსმა იმ დროს საკუთარი ტრანსფერის რეკორდი მოხსნა ქინქლაძის ყიდვით, ცოტა უხეშად ვიტყვი თავში აუვარდა ქინქლაძეს უეცარი წარმატება და შედეგმაც არ დააყოვნა
ზვიადი
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამის დამწერს, იგრძნობა რომ დიდი სიყვარულითაა დაწერილი...
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
საქართველოს ჰყავდა უდიდესი გენიოსები, მაგრამ უდიდესთაგან უდიდესი იყო მიშა მესხი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ, უძლიერეს გუნდში ითამაშებდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
Givi
Rogorc dges kvela kvaras gaidzaxis daaxloebit mase xdeboda shavbnel 90 shi qinqize, bavshvi vikavi mashin da dgesac misi gvaris gagonebaze jruanteli mivlis,ramdenjer magis tamashis sanaxavad raionidan mivlia tbilisshi, televizias ver endobodi an deni gaitisheboda an kidev ravi ragac da dagawkdeboda nervebi...
კინგი
საქართველოში არ დაბადებულა და ასე მგონია არც დაიბადება ქინქლაძეზე უდიდესი ტალანტი.რა ნიჭი გაანიავა გენიოსმა
status quo
როგორი გულდასაწყვეტია,რომ ასეთი ნიჭის პატრონი ვერ ავიდა სათანადო დონეზე და თავი საშუალოზე დაბალ გუნდს შესწირა.არადა, რა ,,უნამუსოდ,, ატყუებდა ინგლისელ ფეხბურთელებს,თითქოს უფროსკლასელი ბიჭი უმცროსკლასელებს ეთამაშებაო.
სოსო
ცუდი მაგალითიც,მაგალითია.დღევანდელმა ბიჭებმა,უკვე გაიგეს,რომ შრომის და დისციპლინის გარეშე,დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ.ამაში,მათ გიო ქინქლაძის ისტორიის ცოდნაც ეხმარებათ.ისე,ამ სტატიაშიც ცალსახად წერია,რომ გიოს შრომა კი არ ეზარებოდა,არამედ იქაურ მენტალიტეტთან შეგუება გაუჭირდა.
მამუკა
მისი თამაშის მომენტების ხილვით უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. რა ტალანტი დაკარგა მსოფლიო ფეხბურთმა
ქქ
კარგით ხალხო, რა ვერ დაიღალეთ ქართველების წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით. ვინც მართლა ვარგა, ნიჭიერი და მშრომელია არავინ არსად არ დაჩაგრავს ქართველობის გამო, გემოყოფათ რა. ქინქლაძე ცნობილია და ახასიათებენ როგორც უნიჭიერეს მაგრამ ზარმაც და უდისციპლინო ადამიანს, იქნებ ეს იყო მიზეზი რომ არ ათამაშებდნენ.
ზურა
ანუ რატომაც "დაძირეს" მაგის მიზეზი ქართველობაა??? ანუ შენ ფიქრობ რომ რახან ქართველი იყო მაგიტომ დაუნგრიეს კარიერა?! და ეს სხვებმა გაუკეთეს? რატო წაიყვანის მაშინ საერთოდ პრემიერ ლიგაში, იმიტომ რომ დინამოში ვერ შეძლებდნენ გიორგის დაძირვას და თავისთან მიიტყუეს?! :))))))))))
კიეზა
მორიგი ფუჭად გაფლანგული ნიჭია ეს ბიჭი..გვარდიოლას..კლოპის ხელში დიდ ფეხბურთს ითამაშებდა..მწვრთნელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული...ალბათ მეათედიც ვერ ითამაშა..რაც უნდა ეთამაშა..
ლაშა
უნდა გავიგოთ ხალხნო, რაც არ უნდა მწარე რეალობად არ უნდა ეჩვენებოდეს ზოგიერთს, რომ მარადონა, რონალდო, რომარიო, ბაჯო, რივალდო, ზიდანი, ფიგუ, ბენზემა, მოდრიჩი და სხვა ოქროს ბურთის მფლობელების უმეტესობა თამაშობდა ან/და თამაშობს ესპანეთში ან იტალიაში. ეს ფეხბურთელები, რომ პრემიერლიგაში წასულიყვნენ ნამდვილად არ ექნებოდათ ის აღიარება, რაც მათ მოიპოვეს და უპირველესად, ტექნიკური ფეხბურთელი რომ გაიზარდოს, მისთვის მისწრებაა ესპანეთი ან იტალია. შეხედეთ, ბრაზილიელები და არგენტინელები უმეტესწილად პირენეებსა და აპენინებზე მიდიან, რადგან ტექნიკური ფეხბურთელისთვის ეს ულეთესია, ხოლო ძოლა, რავანელი, აგუერო და ამჟამად კაზემირო კარიერის დასრულებისას წავიდნენ ინგლისში, ასევე შეიძლება მოიქცეს ბენზემა... მხოლოდ იმით ნუ საზღვრავთ ლიგას, რომ იქ დიდ ხელფასებს იხდიან. ეს ნამდვილად არაა მთავარი საზომი!
ლაშა
უი ხო, თუმცა ვან გაალმა სინჯებზე წაიყვანა გიორგი ქინქლაძე ბარსელონაში, მაგრამ დაიწუნა... ესაა რეალობა! ესპანეთში ან იტალიაში გაცილებით ძნელია ფეხბურთის თამაში და ვისაც ჰგონია, რომ რადგან პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ფული ტრიალებს ამიტომ ულაპარაკოდ პრემიერლიგა ჯობია მცდარ მოსაზრებას ადგას. მაშინ, როდესაც პრემიერლიგის გუნდები 2,5-ჯერ ან 3-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან ფეხბურთელს, ვიდრე ესპანეთსა და იტალიაში ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელის გასაზრდელად პრემიერლიგა უკეთესია! ეკეთესია ესპანეთი ან იტალია!
Gia
Dzaan nichieri iyo, ubralod calfexa iyo tore msoflio legend gaxdeboda. Marjvenas saertod ver xmarobda.kvarasavit orive fexi ertnairi qonoda roc ezarmaca did fexburts itamashebda.
ლაშა
ესპანეთში ან იტალიაში რომ წასულიყო გაცილებით დიდი მომავალი ექნებოდა!
G.LA
Shoda-ს კობიაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ჩვენ არც დეპუტატ და არც ფედერაციის პრეზიდენტზე არ ვლაპარაკობთ. კობიაშვილს როგორც ფეხბურთელს მე ვაფასებ და დიდი მადლობელიც ვარ მის. ნუ ვიქნებით უსამართლო რამეზე გაბოროტებულები.
მა.უკა
საოცარი ნიჭი.თითებზე ჩამოსათვლელ ფეხბურთელებს თუ შეეძლოთ ბურთთან მისნაირი ურთიერთობა.უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ მისი თამაშების ცქერით
მიშა
მოკლედ, დაავადებულები ვართ ქართველები, ისე გვსურს საკუთარი სისხლი და ხორცი დავუპირისპიროთ ერთმანეთს. რა შუაშია ეგ შედარება? კვარაც და ჩაკვეც, ორივე ჩვენი იმედია და არავის დასაკნინებლები არ არიან.
xxx
გიორგი ქინქლაძეს ჰქონდა უდიდესი ტალანტი, მაგრამ არ უყვარდა შრომა და არ ჰქონდა დისციპლინა. სამწუხაროდ მისი ტალანტის დაახლოებით 30% გამოავლინა.ფეხბურთში მთავარი არის შრომა რომ ნიჭი არ დაიკარგოს . მაგრამ დღევანდელ ფეხბურთს აკლია ის რასაც ქინქლაძე აკეთებდა.
რეალობა
ძალიან სასიამოვნოა იმის წაკითხვა რაც აქ წერია მაგრამ რეალობა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს უსიამოვნო. ქინქლაძემ თავისი ტალანტი გაანიავა. არ ვარჯიშობდა რეჟიმს არ იცავდა. არ ზრუნავდა თამაშის დახვეწაზე. ამიტომაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა და სიტის სტაჟიანი გულშემატკივრების გარდა არავის ახსოვს. სიტის რომელიც მაშინ საშუალოზე დაბალი დონის გუნდი იყო. ნამდვილად კარგ ევროპულ გუნდში არასდროს უთამაშია რომ ახლა შეიძლებოდეს იმის შეფასება თუ რამდენად ნიჭიერი იყო რეალობაში. თუმცა ნიჭი ნამდვილად ქომდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის ის იმის მაგალითია როგორ არ შეიძლება მოეპყრო იმას რაც ღმერთმა მოგმადლა.
მსოფლიო ფეხბურთის მანიფესტო.
დღევანდელი ფეხბურთი დასასჯელია, დასანგრევია და გასარღვევია. სასჯელი ის იქნება სულ 1 კაცი აპობდეს ცენტრიდან არღვევდეს ანგრევდეს თავზე ახევდეს "კოლექტივს" და ორგანიზაციას. სულ ფეხებზე მკიდია თქვენი "გუნდური თამაშის" წესები შურიანი უნიჭოების პრეტენზიები პასები მუშურ-გლეხური კოლექტივიზაცია... ფეხბურთი ის არის რასაც მარადონა თამაშობდა და გოლიც ის არიც რაც " საუკუნის გოლია". თქვენ მეფეზე უარი თქვით, თქვენ ხალხს ფეხბურთი წაართვით, ფეხბურთს გენია წაართვით და დაგმეთ გენია!... აი ამიტომ, სულ ერთი კაცი უნდა გარღვევდეთ ცხვირიდან ბდღვირს გდენდეთ იმის მიუხედავად რომ ბევრნი ხართ, იმიტომ რომ ბურთი მრგვალია, ადამიანის გენია შეუზღუდავია და შეუძლებელი არაფერია. დაუსჯელობის სინდრომი გაქვთ ბიძია და ვიღაცამ სულ თავში უნდა გირტყათ ეგ ბურთი სანამ არ შეიგნებთ რომ ბურთი მრგვალია. და თუ ბურთი მრგვალი არ არის ეგ არც ფეხბურთია!... თუ 1 კაცს 10 ის მოტყუება არ შეუძლია და მაინც რაოდენობა წყვეტს ყველაფერს მაშინ გამოიყვანეთ ტანკები დივიზიები და ეგრე დაამტკიცეთ ვინ მაგარია! ეგ ფეხბურთი არ არის!... ეგ ძალმომრეობაა, მაგრამ ფეხბურთი ვინც იცის ის მაინც გაჯობებთ მაგაშიც(!) ...მთავარი ჟინი და გენია.
1.
გიორგი ქინქლაძე. რომელიც მაინც რომ ვერ დაჩრდილეს მისი გენია. რომელსაც სპეციალურად კარიერა დაუნგრიეს, რადგან ქართველის გავარსკვლავება არ აწყობდათ არავის მსოფლიოში. რაც არ უნდა მაგარი ფეხბურთელი იყო გაგაქრობენ თუ აწყობს "მსოფლიოს". შენ 9ჯერ 10ჯერ მეტი უნდა იბრძოლო ივარჯიშო და იბრძოლო რომ რაღაცას მიაღწიო თუ ქართველი ხარ, მიზეზიც არ უნდა მისცე . რაც მაგან არ ქნა და მანდ ეტირა ყოფა. არ ელოდა უბრალოდ ასეთ წინააღმდეგობას, წესით და რიგით თავისუფლად უნდა ეთამაშებინათ და თავისუფლად გახდებოდა ვარსკვლავი. მარადონაც მაგარი ზარმაცი იყო მაგრამ მაგას ვარჯიში არ ჭირდებოდა მაინც იხევდა ყველას მაინც ითამაშა დიდი ფეხბურთი. ასე იქნებოდა ქინქლაძის შემთხვევაშიც, როგორც მინიმუმ ითამაშებდა დიდ ფეხბურთს. მაგრამ არ აკეთებდნენ ასე. ყველანაირად მოულოდნელი და ალოგიკური გადაწყვეტილება იყო ქინქლაძის არ თამაში. ის რასაც ჰოლანდიაში და განსაკუთრებით ინგლისში სიტის ახალი მწვრთნელის მხრიდან ქონდა ადგილი. კონკრეტული მაგალითი: არავითარი გამართლება არა აქვს იმ ფაქტს, რომ როცა სიტი აგებდა 2-0ს მოედანზე შეუშვა დიდი ხნის უთამაშებელი "ზარმაცი" ქინქლაძე რომელსაც გოლი გააქვს მაგრამ შემდეგ თანაგუნდელი ავტოგოლს იტანს და თამაშს აგებენ, და ამ თამაშის მერე მწვრთნელი ამბობს "უნდა გავყიდოთ ქინქლაძე." ნამდვილად არ იყო ჯანმრთელი ელემენტი და მაგან დაუნგრია კარიერა ფაქტიურად. თან შემდეგ თავი იმით იმართლა რომ ვიღაც ჩამოსული ქინქლაძის გამო ინგლისელი თანაგუნდელები ჩრდილში და დისკომფორტში იყვნენო და მაგიტომ გავუშვიო რომ გუნდი გამოსულიყო მისი ჩრდილოდან. შოვინიზმი. ოფიციალურად "გატარებული." ჰოლანდიაშიც უბრალოდ არ ჭირდებოდათ ასეთი სტილის ფეხბურთელები ეგ იყო მხოლოდ მიზეზი. ფეხბურთი იმისთვის შეცვალეს რომ აღარ გაეჭაჭანებინათ მარადონასნაირი ფეხბურთელები. ქინქლაძეს მოთხოვეს შეცვლა და გარდაქმნა სხვა სტილის მე2 ხარისხოვან ფეხბურთლად. რაზეც მან უარი თქვა და არც იკადრა, ამხელა გენია ფეხბურთელისთვის არც უნდა გაებედათ ეგეთი ლაპარაკი. ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ დათმობაზე წასულიყო ოღონდ ეთამაშა, მაგრამ 1). არ იქნებოდა ისეთი ეფექტური 2). მერე იტყოდნენ (ისე გამოვიდოდა) რომ თამაშობს არ არი კარგი ფეხბურთელი 3). და მორჩა, დაგსვამენ სკამზე და შენ დაგბრალდება თან ვითომ "ვერ გაქაჩე". როცა არა ხარ ეგ "დონე" სინამდვილეში, გენია ხარ უბრალოდ არ გათამაშებენ შენს პოზიციაზე. ეს არის ფეხბურთელების სპეციალურად გაფუჭების მეთოდოლოგია, თან ისე რომ ფეხბურთელს დაბრალდეს. ალბათ ჯობია უარი თქვა და არ უღალატო შენს თავს, არ ნახონ შენი თამაში იქ სადაც არ გამოგდის და ისევ მწვრთნელს დაბრალდეს რომ არ გათამაშა იქ სადაც გამოგდის. ინტერვიუშიც თქვა ქინქლაძემ რომ მე მარადონაც რომ ვიყო აქ სათამაშო სტილს არ შეცვლიანო ჩემ გულზე. უბრალოდ არ უნდა წასულიყო ასეთ შეუფერებელ და საწინააღმდეგო საფეხბურთო სტილის ქვეყანაში როგორიც არის ჰოლანდია. უნდა ჩასულიყო იტალიაში რასაც თვით მარადონა ეუბნებოდა ერთ დროს. მაგრამ მას სხვა არჩევანი არ ქონია.,სიტიდან გაუშვეს აიაქსში და წავიდა აიაქსში სადაც ქინქლაძე არ ჭირდებოდათ.
muro
ვკითხულობდი და გეგონებოდა ქართველი კაცი წერდა გიოს დიდი სიყვარულით.
პროფესტო
რა წაიღო? 1 სეზონი პრემიერლიგაში ითამაშა და მერე რანგით მეორე ლიგაში იყო, ბოლოს სიტი გავარდა მესამე ლიგაში და ქინქლაძემაც დატოვა სიტი :) კარგით რა, ნიჭიერი იყო და მანდ მორჩა ყველაფერი, ნაკრებშიც კი დავით სირაძეს უკეთესი შედეგი აქვს დადებული :)
S.K.K.
მიუხედავად ყველაფრისა, აი ფეხბურთელი, და არა ვიღაც კვარა და ჩაკვე - საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
თენგო
ჩემ კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ?
ბაბაია
"ზარმაცი ნიჭიერება" მრავალ ქართველთა დაუძინებელი სენია , საწურთოც ხომ უცებ წარმავალია. დაგეწევა და თუ დაგაგდო გადაგივლის ვერც გაიგებ როგორ გახდები ქოჩორა , ცქვიტი ,ყოჩაღი ბიჭი ღიპიან, მელოტ, მობარბაცე ბერიკაცად, ყოველ წუთს უნდა გაფრთხილება და გამოყენება, უნდა ისწავლო კმაყოფილება შრომაში და მერე დასვენებაში და არა პირიქით , აი ეს გაგხდის ბედნიერების მომტანად არა მარტო შენთვის, არამედ შენს ირგვლივ მრავალთათვის...ქინლაძე კი ისეთიც როგორიც არის და იყო მაინც ჩვენი ქოჩორა ბიჭია, ასეა ასე.
Shoda
აშკარად იგრძნობა იმ პროპაგანდის გავლენა, რომელის ათაყვანებს თანამედროვე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს! თურმე კობიაშვილი ფეხბურთელი ყოფილა ?
ირაკლი
ეს ამბავი და ქინქლაძის თამაშები დამწყებმა ფეხბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ და ნახონ, ნახონ და დარწმინდნენ, რომ მარტო ნიჭმა ისეთ გენიოსსაც ვერ უშველა როგორიც გიორგი ქინქლაძე იყო. რომელზეც, სანამ მისი თაობა ცოცხლები ვართ, სულ ვილაპარაკებთ, რომ ის იყო უბადლო ნიჭის უმაგრესი ფეხბურთელი, რომელიც დაიკარგა!
ვიდრე ქინქლაძეს განვადიდებთ…
საზოგადოების სწორად ფორმირებისთვის, მათ შორის მომავალი სპორტსმენების, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მაგალითის მიცემას. მე ვფიქრობ არ შეიძლება ზარმაცი ნიჭიერების ასე გაფეტიშება. ჩემთვის რიგითი გულშემატკივრისთვის,ბევრად დასაფასებელია ქეცბაია, კანკავა, კობიაშვილი, კაშია… ხალხი რომელმაც მაქსიმუმი დადო თავისი შესაძლებლობების იმის გათვალისწინებით რის საშუალებაც გარემომ მისცა.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია