დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯეიმს ლინჩთან ინტერვიუში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ხუთშაბათს გავიგე, რომ მოვსარ ევლოევს კორონავირუსი დაუდგინდა. იმედი გამიცრუვდა, ის ბევრ ცუდ რამეს ამბობდა ჩემზე და მასთან ბრძოლა ძალიან მინდოდა.

რაც შეეხება ჩარლ ჟორდანს, ჯერ ეს შეხვედრა ოფიციალური არ გამხდარა. დიდი შანსია მას შევხვდე, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, 100%-ით გადაწყვეტილი არაფერია.

მის შესახებ არაფერი მსმენოდა, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად მისი ბრძოლები ვნახე. კარგი, ტექნიკური მებრძოლია, მშვენივრად ურტყამს, მაგრამ აქამდე ჩემნაირ ძლიერ მოწინააღმდეგესთან არ უბრძოლია. მგონია, რომ 1 რაუნდზე მეტს ვერ გაძლებს, მაგრამ თუ მოახერხა, ჩემთვის უკეთესი, გამოცდილებას მივიღებ.

ჩხუბის გეგმა ასეთი მაქვს - შევიდე უნდა და სახე ჩავუმტვრიო. ბრძოლისას სულ სიმშვიდის შენარჩუნებასა და გონივრულად მოქმედებას ვცდილობ, მაგრამ იმ ტიპის მოჩხუბარი არ ვარ, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებას დაელოდება. მე ოქტაგონზე ყოველთვის ნაადრევად გამარჯვების მოპოვებისთვის ვმუშაობ და ამას უეჭველად მივაღწევ.

ჟორდანის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, მგონია, ტოპ 15-ში დამაბრუნებენ. მაგრამ რეიტინგები საერთოდ არ მაინტერესებს, თუნდაც ტოპ 5-ში შემიყვანონ, ეს არ გამიხარდება. ბედნიერს მხოლოდ UFC-ის ქამარი გამხდის", - თქვა თოფურიამ.

ილიასა და ჩარლის ბრძოლა 23 იანვარს უნდა შედგეს.

ჩორნა
რატო არ გესმით იქ საცეკვაოდ არ გადიან, რეიტინგი და შოუ თვით უფც ითხოვს რომ პოპულაცია მოხდეს სპორტის.. მაკრეგორი არ ბაქიბუქობდა ? მან აწია ეგ სპორტი მაღლა ..მანამდე ქართველების 70 პროცენტი აზრზე არ იყო ეგეთი სპორტი თუ არსებობდა.. მიდი გიჟო ცხვირი მოტეხე და მეხუთე ხვრელში გაუკეთე შენ ჩემპიონი ხარ..
ეგ რა შუაშია რომ ფავორიტია
მიმართვის ტონი არ მოგვეწონა, სახეს ჩავუნტვრევო, თორემ ფავირიტია მაგასთან კი არა ევლოევთანაც იყო და ზოგადად საჩენპიონო კანდიდატია. ცოტა უფრო დასტოინად რომ ილაპარაკოს ეგ გვინდა
G.LA
რა გჭირთ? თოფურია ძალიან დიდი უპირატესობით არის მიჩნეული ფავორიტად. ასეთი უპირატესობა არცერთ წყვილში არ არის. события 1 2 1.Журден, Чарльз 2.Топурия, Илия 5.45 1.144
Levani
მე შემიძლია მაგრა დავგეგმო ბრძოლა.აი რო მაჩხუბონ ნგანუსთან- უცებ მოულოდნელად ვხევ ცხვირში და სწრაფად მივაყრი სერიას სანამ თავს აწევს და დავანოკაუტებ 20 წამში. ვინმე სხვასთან- ფეხში შევუვარდები ტეიკდაუნზე დავაგდებ და გავგუდავ- 30 წამში ტექნიკირი ნოკაუტი. ვინმე კიდე უფრო მაგარს-ჩუმად მარილს შევიტან,თვალებში შევაყრი და სანამ ის გაიხსენებს მისი ჩხუბის მაწავლებელი თვალახვეული ჩხუბს რო ასწვლიდა-მაგდენსაც არ ვაცლი მივაყრი სერიას და დავაგდებ. კიდე ბევრი რამის მოფიქრება შემიძლია და UFC ში მაინც არ მიწვევენ.
კიაბარა
რა შუაშია ბაქიბუქი?! პროგნოზის გაკეთება ბაქიბუქობაა? რაც აქამდე თქვა ყველაფერი ისე მოხდა , კარგი იქნება თუ ილიას წინა ციტატებსაც გადახედავთ
baggio
სთხოვენ ამათ ამდენ ბაქი-ბუქს? ნუთუ თვითონ არიან ასეთები
ელგუჯა
თუ რამეა და ვერ მოიგო სურათი მაინც არ გადაიღო ბოლო ბოლო
levani
ჯობდა რომ ეთქვა დავანოკაუტებ! ასეთი სიტყვების მსროლელი ადამიანის გულშემატკივარი ვერ ვიქნები!!!
ეს რა ტრაბახაა
მეკარგება უკვე ამის გულშემატკივრობის მუღამი. რამდენს ტრაბახობს. ამდენსაც არ ითხოვს სპორტის ეს სახეობა რამდენსაც ეს ლაპარაკობს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია