მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლას-ვეგასში, UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ ქართველი მებრძოლის ე.წ. თრეშ-თოქს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა თვლის, რომ ეს ყველაფერი არაშესაფერისია და არც უნდა ხდებოდეს, ნაწილი კი მსჯელობას იმით ამყარებს, რომ ეს ყველაფერი ბიზნესია, დასამტკიცებელი ადგილი კი უშუალოდ რვაკუთხედის შიგნითაა.

დღეს, 19 იანვარს, გიგას მამამ, ზაზა ჭიკაძემ, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დიდი წერილი დაწერა, სადაც ისაუბრა ე.წ. ჰეითერებზე. ასევე განმარტა "თრეშ-თოქი" და რაც მთავარია, გვითხრა, რომ ქართველ ფალავანს და გამორჩეულ ათლეტს დეკემბრის ბოლომდე კოვიდი ჰქონია. ვინ იცის, ჩვენებური კოვიდ 19-ის შემდეგ რამდენად იდეალურ საბრძოლო კონდიციებში იყო... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გიგას ყველაფერი წინ აქვს და ქართველი გულშემატკივარიც უდიდესი წარმატების მოლოდინშია (არცთუ უსაფუძვლოდ).

"გამარჯობათ!!!

მინდა. ვინც თვალს ადევნებდით, MMA-ს გულშემატკივრებს და კერძოდ UFC-ის მოყვარულებს, პატარა ჩემეული ანალიზი გავუკეთო (თუმცა შესახლოა სუბიექტურად გამომივიდეს და მოგეხსენებათ ვინაიდან და რადგანაც ...მიხვდებით, რატომაც მამის პოზიციიდან გამომდინარე და იმედია ამაზე არ განმსჯით) ვეცდები მაქსიმალურად ვიყო ობიექტური!

დავიწყებ იქიდან, რომ გიგას არა მარტო თხოვნით, არამედ მოთხოვნით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არ ავყვე იმ ჰეითერებს და იმ ვაიგულშემატკივარს, ვინც თავისი კომენტარებით ამჟღავნებს ამ სპორტის თანმხლები ,,ატრიბუტიკის" უცოდინრობას. ცნობისთვის, MMA არის სპორტი და UFC არის ამ სპორტის უმაღლესი ლიგა, სადაც გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რჩეული, უმაღლესი კლასის მებრძოლები (აქ შემთხვევით და ჩაწყობით არავინ და ვერავინ ხვდება), რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველ რიგში ჰონორარისთვის, რის გამოც სწირავენ თავის ჯამრთელობას. ნუ, რას იზამ, ვიღაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელიცაა, 21-ე საუკუნეში გლადიატორობა, მაგრამ თავის დამკვიდრებისთვის დღეს ბევრი უკადრებელსაც აკეთებს. ჩხუბი და ბრძოლა კი განსაკუთრებით ქართველისთვის მისაბაძია და საამაყოც, ანუ სისხლის ყივილია! ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი, განსხვავებით ჩემი მეუღლისგან, ნინოსგან, გიგას დედაზეა საუბარი, აცხონოს მისი სული უფალმა!

დავუბრუნდეთ მმა-ს. ანუ მებრძოლი მით მეტად ფასობს, რაც მეტი ფანი ჰყავს და მეტი მაყურებელი. ყველა მებრძოლი ცდილობს ბრძოლიდან, ხაზს ვუსვამ, ბრძოლამდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. ბიზნესის კუთხით თუ მიუდგებით, მებრძოლი ქმნის პროდუქტს და ცდილობს გაყიდოს რაც შეიძლება მეტად თავისი შექმნილი პროდუქტი, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. ესაა მათი ამოცანა! ანუ მებრძოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხაზს ვუსვამ, ერთ-ერთი, რომ დადგას შოუ ჩხუბამდე, რომ მაყურებლისთვის უფრო ცნობადი და გაყიდვადი გახდეს. რა თქმა უნდა, ბრძოლის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟარგონულად გეტყვით, მებრძოლი ტეხავს ჰაი-პაის, ამას იტაცებს მედია, სოცქსელები და შედეგად ვიღებთ მაყურებლისთვის საინტერესო საღამოს. ამას ჰქვია თრეშ-თოქი, რის გაკეთებაც გიგას და გიგას მენეჯმენტს მოსთხოვეს UFC-ს მამებმა. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ მივახვედრო დამწყები გულშემატკივარი, ვისთვისაც გიგას ასეთი ქმედება, რასაც თრეშ-თოქი ჰქვია, მიუღებელია.

რაც შეეხება სოცქსელებში გიგას ქმედებებს, უმეტესი ნაწილი გიგას მენეჯმენტის დაწერილია და ბევრი ხვდება, რომ ეს ნაწილი გიგას ხელწერა არაა! დღეს ვუსმინე კაკის და გიგა კუხალაშვილის პოტკასტს ,,მტკივნეული შოუ" იუთუბზე და ბიჭებს საკმაოდ დახვეწილად და პროფესიონალურად მიჰყავთ გადაცემები და სწორ ანალიზს აკეთებენ. დამწყებ გულშემატკივრებს ვურჩევ, თვალი ადევნონ ამ გადაცემას, სადაც ხშირად არიან მოწვეული სტუმრებიც, ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ. ასევე ბევრი საინტერესო გვერდია ფეისბუკზე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ახალ-ახალი ნიუსები, ბრძოლის გარჩევები უცხოელი და ქართველი მებრძოლების მონაწილეობით, მათ შორის, ჯანსაღი კრიტიკაც, რაც სავსებით მისაღებია მებრძოლებისთვისაც.

დავუბრუნდები გიგას! გეტყვით, რომ გიგას შესაძლებლობების, უნარებისა და ტექნიკის ცოდნის მხრივ, მწვრთნელების შემდეგ, რა თქმა უნდა, მცოდნედ მეც ვთვლი ჩემს თავს (აქ არ ვგულისხმობ მშობლის პოზიციას). ამ ჩხუბის სრული კემპის, ანუ მოსამზადებელი სამწვრთნელო და საბრძოლო კურსის ჩასატარებლად ჩემი ჩასვლაც გახდა საჭირო, რადგან გიგას პირადი მწვრთნელი ჩხუბამდე ერთი თვე არ იმყოფებოდა ამერიკაში. მე ვიზის დაგვიანების და რაც ყველაზე საწყენია, გიგას და მისი ოჯახის კორონათი დაავადების გამო ვერ მოხერხდა ჩემი ჩართულობაც. გიგა დეკემბრის ბოლომდე იყო კოვიდით დაავადებული, რასაც არ აჟღერებდა, რათა არ გაუქმებულიყო ბრძოლა. მიუხედავად მისი თანაგუნდელების მცდელობა, გიგას გაეუქმებინა ბრძოლა, უშედეგო აღმოჩნდა თავისი კახური სიჯიუტის გამო. გიგამ გარისკა და აქვს ბევრი გასამართლებელი მიზეზი, რის გამოც მოიქცა ასე და ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ აქ!!!

რა თქმა უნდა, ახლა ბევრი დაიწყებს მის არაპროფესიონალურად საქმის მიდგომაზე, ზოგიც თავს იმართლებსო, ჩხუბის შემდეგ ხელებს არ იქნევენო, სუსტია ტოპებისთვისო, ზოგი იდიოტი იმასაც ამბობს, ასე იცის მკვეხარა ქოთნობამ და ტრაბახმაო (რაგინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, ამას იძახის დღევანდელი და ყოფილი შეუმდგარი მმა-ს ქართველი სპორტსმენები, თითქოს არ იცოდნენ ამ სპორტისთვის დამახასიათებელი თრეშ-თოქის პრინციპები). კავკასიელისთვის მიუღებელია ასეთი საქციელი და ა.შ. ნუ, სამწუხაროდ, ასეთებიც არიან შუა საუკუნის გადმონაშთები. აბა, აბა, ქართველები ომში როგორ იკადრებდნენ მტრის გინებას და შეურაცხყობას. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. ნუ, რას იზამ, ამათ ჩხუბი ბალეტი ჰგონიათ! ხალხო, გაიგეთ, ეს ის სპორტია, სადაც ყველაფერი მოსულია და იმიტომაც არის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი, თუ პირველი არა, სპორტის სახეობა.

რაც შეეხება ბრძოლას, მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, დავმარცხდით, რასაც ბევრი გაუმართლებელი და გასამართლებული მიზეზი აქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ გიგას სწორი სტრატეგიით და ტაქტიკით კატარის დამარცხება შეეძლო, თუმცა მისმა მცდელობამ, დაემარცხებინა კატარი საწყის რაუნდებში, უშედეგო აღმოჩნდა. აქ ვთვლი, ერთ-ერთი მიზეზი კატარის სათანადოდ არშეფასებაა. თუმცა კელვინის ასეთ დაბრუნებას არც არავინ ელოდა. ის, რომ კატარი დაიწყებდა პრესინგს და ჭიდაობას, ესეც ვიცოდით; იმასაც ველოდით, რომ გიგას დგომის ყოველ შეცვლაზე კატარიც შეცვლიდა დგომს, რათა ღვიძლი დაემალა, რასაც აკეთებდა კიდეც; პირველ რაუნდებში რომ მაქსიმალურად ეცდებოდა გიგას დაღლას და ბოლო, საჩემპიონო რაუნდებში დაიწყებდა მომატებას, ეგეც ვიცოდით. ფაქტიურად ყველაფერი ვიცოდით, რისი გაკეთებაც შეეძლო და გააკეთა კიდეც! ერთადერთი, რაც ვერ გავთვალეთ, იყო იდაყვები, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც! ახლა იტყვით, თუ იცოდით თქვე ოჯახაშენებულებო, აბა, წინასწარ გცოდნიათ შედეგი და ან რა გაჩხუბებდათ, ან ბოლო 100 ლარს რატომ მადებინებდით, თავიდანვე გეთქვათო:)) მაგრამ ის, რასაც კატარი აკეთებდა, თითქმის ყველაფერზე გვქონდა საწინააღმდეგი ტაქტიკა და სტრატეგია გათვლილი. არ დავიწყებ გიგას სუბიექტურად დაცვას და თავის მართლებას. არის ბევრი რამ, რასაც ვერ გათვლი. ერთ-ერთი არის გამართლებაც. საწყის ეტაპზე გიგას შეცდომამ მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე, რამაც გამოიწვია საბოლოო შედეგი! მაგრამ მთავარი შეცდომა არის სხვა რამ, რასაც გეგმა არ ითვალისწინებდა. ეს იყო კატარის დაფინიშება პირველ რაუნდში, რისი მცდელობაც არასწორი იყო, თუმცაღა სავსებით შესაძლებელი. რომ არა ფეხის გასრიალება, შესაძლო იყო სხვა სურათი დამდგარიყო!

არ დავიწყებ იმის არგუმენტირებას, რომ ტრავმებმა და კორონამ მეორე რაუნდიდან თავისი ქნა. ეს უკვე წაგების მეორე მხარეა, რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზიცაა, ოღონდ არა მთავარი!

მოკლედ, წავაგეთ! სამწუხაროდ, გაგიცრუეთ იმედები! მაგრამ დაიმახსოვრეთ, გიგა ის კაცია, ვინც არ ნებდება და არ ეპუება დამარცხებას და ამას მალე იხილავთ! დიდი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ გიგას; მადლობა იმათაც, ვინც სწორი არგუმენტებით გვაკრიტიკებს!!!

ახლა კი იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც ეს სამი წელი ბოღმით სკდებით და საკუთარ ჩირქში იხრჩობით. ყველას უკან დაგიბრუნდებათ ყოველივე! თავს უფლებას არ ვაძლევ, რასაც იმსახურებთ, რომ გაკადროთ. ალბათ ხვდებით, რისი თქმაც მინდა! გამგები გაიგებს!

მალე, მალე დავბრუნდებით უფრო ძლიერები და გაგახარებთ. რასაც დაგპირდათ გიგა, აუცილებლად შეგისრულებთ და ქამარიც ჩამოვა საქართველოში.

გიგა, ბოდიში, კი მთხოვე, რომ არაფერი დაწერო, არც ცუდი და არც კარგიო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო, გასკდა გული. შენც გყავს შვილები და გამიგებ!" - წერს მებრძოლის მამა.

45
წარმატებები...

თავი რომ გქონდეს,მაგას დაწერდი?
გულ_შემატკივარი
გულშემატკივრებს რას გვეჩხუბები? ზოგი აქებს და ზოგი აგინებს მარადონას და პელესაც კი. დიდი ამბავი ეხლა ბავშვივით გალახულ გიგა ჭიკაძეზე თუ თქვა ხალხმა, ჯერ გადამხტარიყო და ჰოპლა მერე დაეძახაო. ჭკუას ისწავლის, მეტს ივარჯიშებს და სხვა დროს ან არ გაილახება, ან მოზომილ კომენტარებს გააკეთებს.
kaxa
დადე თავი მერე ვისი რა მიდის რო? :DDD
Levani
ბატონმა ზაზამ იცოდეს,ნეგატიური კომენტარები სულ იქნება წაგების მერე და მოგების მერე ქება დიდება-ეს იმას კი არ ნიშნავს რო წაგების შემთხვევაში ჩვენი სპორტსმენები არ გვიყვარს. რასაც ფეხბურთელებს ვლანძღავთ კომენტარებში (ხშირად მოგების მერეც) მაგრამ მაინც მზე და მთვარე მაგათზე ამოგვდის-ესაა სიმართლე..კულტურა,გაწონასწორებულობა და დარბაისლობა გულშემატკივრობასაც არ ეწყობა. თუ ვინმეს პირადი რამე ბოღმა აქვს ისინი არ ვიცი და უბრალო გულშემატკივრებს გვიყვარს ჩვენი ქართველი სპორტსმენები.
lupa
რას გვეჩხუბები შე კაცო? რა "თრეშ თოქი"-ია, როდესაც რინგზე მეტოქე სახეს აგახევს და სავაადმყოფოში სასწრაფოთი გაგაქანებენ იქიდან კი მოსულიერების შემდეგ იმუქერები 10-დან 9-ჯერ გცემოო... ცოტა არაადეკვატურია..და კიდევ, თუ ბიჭს კოვიდი ჰქონდა და მზად არ იყო გადაგედო ეს ოხერი ჩხუბი შვილი კინაღამ, რომ მოაკვლევინე ისე იყო დასისხლიანებულ-დარეტიანებული, სისხლჩაქცევებით.
სოსო
კოვიდი ბევრ რამეს ცვლის სურათში და ახლა უკვე აიხსნება,რატომ დაეტყო უკვე მეორე რაუნდში შენელება.რაც შეეხება ბრძოლის შემდეგ გიგას განცხადებას,ეს მის თვითრწმენას გადმოგვცემს,ვიცი რაც შემიძლია და ახლაც მჯერა საკუთარი თავისაო.დიდი იმედი მაქვს,რომ მიღებული ტრავმები,მალე სრულად მოუშუშდება და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.ეს ბრძოლისწინა შეურაცხყოფები კი,მომკალით და ნებისმიერი სპორტისათვის(თუ ის სპორტად მიიჩნევა),მაინც მიუღებლად მიმაჩნია.ეს სპორტსმენების კი არა,ორგანიზატორების ბრალია.დაქადნებას და შეურაცხყოფას შორისაც, მე მგონი დიდი სხვაობაა.პირველში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ,მეორისაგან განსხვავებით.
გრეის
გიგას მინდა წარმატებები ვუსურვო. წაგება მოდის. სპორტია. გიგა აღიდგენს ძალებს არ დანებდება. წაგება კიდევ შეილება მოვიდეს. მარა მინდა სულ გამარჯვებებით იაროს. გიგას ოჯახს მოკითხვა გერმანიიდან.
100000%
თავს დავდებ ეს ჩხუბი ყომარი იყო!!!!!
ლუარსაბი
ეს ბიზნესია და არა სპორტი. სპორტი ადამიანის ფიზიკურ და მორალურ სიჯანსაღეს, სრულყოფას ემსახურება. ეს სპორტი კი რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას? როგორ ილანძღებიან. ადრე ეს სირცხვილად ითვლებოდა
odala
თრეშ-თოქინგი როცა ბუნებრივია, გასაგებია. მაგრამ გიგამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, ნამეტანი 'ნაის' ვარ და თრეშ-თოქინგს უნდა მივაწვე ახლაო და შეუბერა სრულიად ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა და უაზრობების ლაპარაკი. ბუნებრივად რაც გინდა აკეთე, მაგრამ როცა ხელოვნურად იწყებ ლაპარაკს თუ მოქმედებას, მაგას ყველა ხედავს და შედეგიც არ აქვს. იყავი ის ვინც ხარ, ენდ ოვ სტორი. თრეშ-თოქინგი გამოსდის მაკგრეგორს, გარი პეიტონს და ნეითივ სპიკერებს. აბა ხაბიბას თრეშ-თოქინგი არ გაიშვა. 2 სიტყვას ძლივს აბამს. ზოგადად, ბაქი-ბუქიც არ არის ქართული ხასიათისთვის შესაფერისი, მით უმეტეს კახელი კაცისთვის და როცა ამ ხასიათიდან ამოვარდები და იწყებ ვიღაცის კოპირებას, კარგავ იდენტობას და მთავარი საქმიდანაც ყურადღება სხვაგან გადადის. შედეგიც სახეზეა. ახლა მე თუ ჰეითერი გგონივართ, ეგეც თქვენი პრობლემაა. ან გული რამ გაუხეთქა ამ კაცს? ან გინდა - გიგას? კრიტიკას ვერ უნდა უძლებდეთ ეს 'კერკეტი' ხალხი? მაგრამ თავმდაბლობა გაკლიათ და ეგ გითხრათ კატარმაც. ქართველებმაც ეგ შეაფასეს და თქვენ მაგაზე აიჭერით და გგონიათ ვინმე იბოღმება :))) Sore loser-ს ეძახიან მაგას ;)
ზურა
გიგას ბრძოლებს საქართველოდან მოყოლებული ვუყურებ.ეგ ერთადერთი მებრძოლია რომელიც ტვინით ჩხუბობს. მერე რა რომ წააგო? ტაისონი და ჰარიც აგებდნენ. ამაში ტრაგედია არაფერია. მთავარია მალე აღიდგინოს ძალები და გააგრძელოს მიზნისთვის ბრძოლა. წარმატებები ამ კაცურ კაცს.
ვახო...
არაუშავს, წინ კიდევ დიდი ბრძოლები ელის გიგას... წარმატებები!
გიორგი
ცეცხლზე ნავთის დასხმას უფრო ჰგავს ეს წერილი თუ რა დავარქვა, ნაცვლად დამშვიდებისა. შვილისთვის უნდა დაეჯერებინა, მე მგონი. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები გიგას!
დათო
კარგით რა სპორტში და ზოგადად საჯარო სივრცეში როცა გადაწყვეტ მოღვაწეობას, კრიტიკაც უნდა აიტანო და მოისმინო. ამდენი თავის მართლება რა საჭიროა ან "თრეშ თოქის" განმარტება, რა "თრეშ თოქის" კრიტერიუმებში ჯდება, რომ გაგლახავენ რინგზე და შემდეგ საავადმყოფოდან წერ 10-დან 9-ჯერ მოვუგებდიო..."თრეშ თოქებით" თუ აკეთებთ ფულის კეთებას, მაშინ სადმე იუმორისტულ გადაცემაში მოსინჯეთ ძალები. პ.ს. ისე კი წარმატებებს გისურვებთ! რაც მეტი ქართველი მოიპოვებს გამარჯვებას, მაგას რა სჯობს!
simartle
ჰეითერი რა სიტყვაა ჯერ. არა ქართულია და რატომ ხმარობს. ჰეითერების რა მგახსენოთ მაგრამ გული გვტკივა "გულ შემატკივრებს" როსეაას ხედავ ქართველს ასე სცემენ და თავის დაცვაც არ შეუძლია, რადგან ენერგია არ ჰყოფნის. შხვას რომ აბრალებს რღაცეებს და გულშემატკივრებს იმაზე უნდა ეფიქრათ რომ თუ კოვიდი გქონდა გადაგედო ეს ჩხუბი იმის მაგივრად რომ თავი მოაკვლევინა კინაღამ. პროფესიონალიძმი მაგაში გამოიXატება და არა სულსწრაფვაშI. თU არ მხარ ფიზიკურად მზად მართლა გიჯი უნდა იყო რომ ოქტაგონში თავი შეჰყო მოსაკლავად. რა სისულელლებს ბოდიალობენ თავის გასასამართლებად. კინაღმა მოკლეს ისე იყო დარეტიანებული და თვინ შერყეული სისხლის ჩაქცევებით აბა ეს ნორმალურია. ჩვენ გიგა გვიყვარს და არავის მისთვის ცუდი არ უნდა მისთვის და არც არავინ უსურვებს ვუდს, თვითო ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში. სამწუხაროა რომ საღად აზროვნება არ შეუძლიათ. Xშირად ხდება დღეს მათჩების გადადება კოვიდის გამო და არაფერი არ მოხდებოდა გაზაფხულისთვის რომ გადაედო. გამოფხიზლდით საცოდაობას ვუყურეთ... ტელევიზორსI მინდოდა შეხრტომა პირსახოცის გადასაგდებად რომ როგორც ბევრი ასე დაზიანებული საავადმყოფოში არ მომვდარიყო. მის მწრვთნელებს და მენეჯერს ტვინი არ ჰქონიათ და არც გული. როგორ შეიძლება ასე სასიკვდილოთ გაიმეტო საკუთარი მებრძოლი. კარგით რა
smrzy))
ჩემი პირადი აზრია, რომ ძალიან ცუდად ჩანს, მითუმეტეს ბრძოლის მერე თრეშ-ქოთის უარყოფითი მხარეები... სწორედ ამან უფრო გააღიზიანა გულშემატკივარი (მათ შორის მეც) წაგებული ბრძოლის მერე, მაგრამ არაუშავს დაუმარცხებელი მებრძოლი არ არსებობს, წარმატებები გიგას შემდეგ ბრძოლებში.))
sul2
კარგი რა:) კარგი რომ გვინდა თქვენთვის იმიტომ მიგითითებთ და თქვენ მოსმენის მაგივრად ჰეითერებს და ვაიგულშემატკივრებს გვეძახით? რაც მამა ის შვილი... დაუფიქრებლად ლაპარაკმა მიგიყვანათ აქამდე...
ზურა
საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი,რომ კოვიდის შემდეგ ვარჯიშს,რომ ვცდილობდი დავლასლასებდი და წარმოიდგინეთ სუნთქვის პრობლემა როგორი ექნებოდა... კოვიდამდე სუნთქვას ვაჩერებდი 1 წუთი და 20 წამი,ხოლო კოვიდის შემდეგ 25 წამი....
მ.მ.
ბრძოლამდე თრეშ-თოქზე გეთანხმები, გიგა ჭიკაძე მაგის შემდეგ "გავიცანი" და ბრძოლას დილის ხუთ საათზე მაგიტომაც ვუყურე, რადგან აჟიოტაჟი შეიქმნა ამ ეგრეთწოდებული სიტყვიერი დაპირისპირებით. თუმცა ბრძოლის მერე თუმდაც მენეჯმენტის მიერ გაკეთებული ბაქიბუქი სასაცილოდ გამოჩნდა. თან სურათის დადების მერე როცა სხვაობა აშკარაა ორ მებრძოლს შორის და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ufc მენეჯმენტმა ეს ყველაფერი შეგნებულად ჭიკაძის საწინააღმდეგოდ დადგა... რომ არასერიოზულ ტიპად გამოჩენილიყო.. თცა ამ ყველაფერმა დღის ბრძოლის და საუკეთესო ბრძოლის ბონუს ჰონორარები მოიტანა რაც 20ჯერ მეტი ყოფილა ვიდრე გარანტირებული თანხა.
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"ეს ფრაზა ილიას აბაზანაში ჩამოკიდეთ, რადგან შეახსენოთ, რომ შარდვის დროს..." - ცარუკიანი თოფურიას გამოწვევას აგრძელებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია