გთავაზობთ 19 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:

"ვალენსიას" "ბარსელონას" მცველის, ოსკარ მინგეზას გადაბირება სურს. "ღამურების" ხელმძღვანელობას კატალონიური გუნდის ფეხბურთელის იჯარით გადაყვანა უნდა.

"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ თუ უსმან დემბელე "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ფრანგის გასხვისებას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შეეცდებიან.

უკვე ოფიციალურად ბენ არფა "ლილის" ფეხბურთელია. ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა 34 წლის შემტევს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა. შეგახსენებთ, ჰატემი აქამდე "ბორდოში" გამოდიოდა.

გასულ პარასკევს ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ნორვეგიელ ფეხბურთელს საკუთარი მომავლის შესახებ არსებული გეგმის გამხელას აძალებს. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ ღიად თქვა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"სინამდვილეში ჩვენ მისმა განცხადებამ გაგვაკვირვა, რადგან მსგავსი არაფერი გვითქვამს. იმის თქმა, რომ "დორტმუნდმა" ერლინს ულტიმატუმი წაუყენა, სისულელეა" - განაცხადა ვაცკემ.

BILD-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნს" ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა, თუ პოლონელი გოლეადორი შემოთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ მის გაყიდვას 2023 წლის ზაფხულში შეეცდებიან.

ინგლისურ "ბრენტფორდს" კრისტიან ერიქსენის საკუთარ გუნდში ხილვა უნდა. მოგეხსენებათ, დანიელი გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო "ინტერიდან" წამოვიდა, რადგან სერია A-ში კარდიოდეფიბრილატორით თამაში არ შეიძლება. "ფუტკრების" გარდა, სკანდინავიელი ვარსკვლავით ბუნდესლიგის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან.

Sky Italia-ს ინფორმაციით, არტური, დიდი ალბათობით, იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" გადაბარგდება, ბრაზილიელის შემცვლელად კი "გლადბახის" ნახევარმცველი დენის ზაქარია მოიაზრება.

ინგლისურმა "ნიუკასლმა" "სევილიას" მცველთან, დიეგო კარლოსთან, შეთანხმებას მიაღწია. ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, ანდალუსიური გუნდი 35 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.

მადრიდის "ატლეტიკოს" დანიელ ვასის ხილვა სურს. შეგახსენებთ, სკანდინავიელ ფეხბურთელს "მესტალიურ" გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

პოპულარული ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Chiringuito-ს წამყვანი ხოსეპ პედრეროლი დარწმუნებულია, რომ მადრიდის "რეალი" პსჟ-ის შემტევს, კილიან მბაპეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაიფორმებს.

"გარწმუნებთ, რომ კილიანი მომდევნო სეზონს "სამეფო გუნდთან" ერთად ჩაატარებს და თუ არა, თანამდებობას დავტოვებ", - განაცხადა პედრეროლმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა