ტექნიკური, ენერგიული და საფეხბურთო თავხედობით დაჯილდოებული დინამოელი, რომელმაც "მილსამისთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 18 წლისაა
თბილისის "დინამოსა" და მოლდოვური "მილსამის" შეხვედრაში გულშემატკივარს დაამახსოვრდებოდა ჯაბა ჯიღაური. ევროპის ლიგაში სადებიუტო შეხვედრაში ისე თამამად გამოიყურებოდა, თითქოს წლების გამოცდილება ჰქონდა - არადა, ტექნიკური, ენერგიული და საფეხბურთო თავხედობით დაჯილდოებული დინამოელი, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 18 წლისაა.

ჯიღაურმა "დინამოში" მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივეში თავი დაგვამახსოვრა. სადებიუტო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"ჰქონდა დასრულებული ჩემპიონატის ბოლო ტურში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩში კახა კაჭარავა ენდო, ძირითადში დააყენა და ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც - ოთარ გაბელიამ ხორვატიასთან მოგებულ შეხვედრაში ორიოდე წუთით შეუშვა მოედანზე.

მოკლედ, 2011 წელი ჯაბა ჯიღაურისთვის კარგად დაიწყო. "მილსამისთან" მატჩის შემდეგ "დინამოს" ახალბედას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გულშემატკივარი არ გიცნობს და გვითხარი, სად ვარჯიშობდი?

- "დინამოს" აკადემიის გაზრდილი ვარ, ბოლო დრომდე "დინამო 2"-ში ვთამაშობდი და მხოლოდ გასული სეზონის ბოლოს გადამიყვანეს "დინამოს" ძირითად გუნდში. "მილსამისთან" ოფიციალურად გუნდის ფორმა მეორედ მოვირგე.

- ალბათ, მოულოდნელი იყო, ალექს გარსია რომ გენდო და ძირითად შემადგენლობაში დაგაყენა.

- მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც.

- ბავშვობაშიც იმავე პოზიციაზე თამაშობდი, სადაც ახლა გათამაშებენ?

- ბავშვობიდანაც შემტევ ნახევარმცველად მათამაშებდნენ.

- "მილსამი" სერიოზული გუნდი არ ჩანს, მაგრამ ევროდებიუტისას ყველა ნერვიულობს, შენ კი გამოცდილივით თამამად ითამაშე.

- საერთოდ, მოედანზე მორიდება არ მახასიათებს, რადგან არც არის საჭირო - ნებისმიერ მეტოქესთან უნდა იბრძოლო. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ.

- პირველ ტაიმში გუნდი საკმაოდ შებოჭილი ჩანდა.

- ეტყობა, ცოტას ვღელავდით. თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი თამაში "დავიჭირეთ" და "მილსამის" აშკარად ვაჯობეთ. ჩემთვის მაინც პირველი მატჩი იყო და ადაპტაციისთვის ტაიმი დამჭირდა. მთლიანობაში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
eddy სამწუხაროა რომ ამ დონის ჟურნალისტები გვყავს :( აბა, ამის დაწერა იქნებოადა? რაც არ უნდა სუსტი იყოს, პატივი მაინც ეცი შე კაცო. ზრდილობის საკითხია...
sani
მიდი ჯაბა გენაცვალე ხო იცი როგორ გბალეშიკობთ ძმა შენი იმედი გვაქვს მთელ საძმაკაცოს :D
eddy
>"მილსამი" სერიოზული გუნდი არ ჩანს ამას ჯურნალისტი არასოდეს დაწერს. თუმცა ნორმალურის ნახვა საქართველოში ასე ადვილი არ არის ეტყობა.
BekaGiuna
გენაცვალე ჯაბა, მიდი მიაწექი შენ გვერდზე ვართ :)))
ბაბუ
კარგი ბიჭია, თუ ასე გააგრძელა ძირითადის კარგი შემტევი გვეყოლება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა